განათლება
სკოლების მოვლა-პატრონობის საპილოტე პროგრამაში გურჯაანის სამი სკოლა ჩაერთო
საქართველოში საჯარო სკოლების მოვლა-პატრონობის პროექტის პილოტირება იწყება. პროგრამაში გურჯაანის მუნიციპალიტეტის სამი საჯარო სკოლა ჩაერთო.


გურჯაანის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელის დალი მინდიაშვილის განმარტებით, სამივე სკოლა მილენიუმის პროექტის ფარგლებშია რეაბილიტირებული.
„ეს არის მილენიუმის მიერ, განათლების სამინისტროსთან ერთად შემუშავებული საპილოტე პროგრამა. ჩვენი მუნიციპალიტეტიდან მასში ჩართულია სამი საჯარო სკოლა: სოფელ გურჯაანის, ვეჯინისა და კოლაგის. ეს სკოლები მილენიუმის პროექტის ფარგლებში სრულად რეაბილიტირებულია, უკვე დასრულებულია ინფრასტრუქტურის და ინვენტარიზაციის პროცესები. პროგრამის უკეთესად წარმართვისთვის შემუშავებულია საჯარო სკოლების ოპერირებისა და მოვლა-პატრონობის სპეციალური კომპიუტერული პროგრამა. რეგისტრაციის გავლისათვის საჭიროა პაროლი, რომელთანაც ხელი მხოლოდ მე და ამ საჯარო სკოლის დირექტორებს მიგვიწვდება. თუ რამე სერიოზული პრობლემა წამოიჭრა (მაგალითად, ინფრასტრუქტურის კუთხით), შევალთ სპეციალურ პროგრამაში და იქ ავსახავთ. შემდეგ დროულად მოხდება მისი აღმოფხვრა. პროექტი საპილოტეა და წელს დაიწყო. იანვარში ჩატარდა პირველი შეხვედრა, სადაც პროექტის მიზნები და ამოცანები გაგვაცნეს.“


პროექტს ,,ათასწლეულების გამოწვევის ფონდი" ახორციელებს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან და მის დაქვემდებარებაში არსებულ სსიპ-ებთან ერთად.

| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
განისაზღვრა საჯარო სკოლის დირექტორის შესარჩევი კონკურსის პირველი
ეტაპის – ტესტირების ჩატარების თარიღი, ადგილი, დრო და ხანგრძლივობა.
განისაზღვრა საჯარო სკოლის დირექტორის შესარჩევი კონკურსის პირველი ეტაპის – ტესტირების ჩატარების თარიღი, ადგილი, დრო და ხანგრძლივობა.
15:43 / 28.02.2020
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის
სამინისტრო ინფორმაციით, საქართველოში კორონავირუსის დაფიქსირების
მიხედავად, დღეის მდგომარეობით, სწავლის შეწყვეტის საფუძველი არ
არსებობს.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ინფორმაციით, საქართველოში კორონავირუსის დაფიქსირების მიხედავად, დღეის მდგომარეობით, სწავლის შეწყვეტის საფუძველი არ არსებობს.
15:37 / 27.02.2020
საჯარო სკოლებში საგაზაფხულო არდადეგები 8 მარტს დაიწყება და ცხრა
დღის განმავლობაში გაგრძელდება.
საჯარო სკოლებში საგაზაფხულო არდადეგები 8 მარტს დაიწყება და ცხრა დღის განმავლობაში გაგრძელდება.
11:11 / 27.02.2020
საჯარო სკოლის დირექტორობის მსურველთა სასერტიფიკატო გამოცდისთვის
რეგისტრაცია უკვე დასრულდა. განათლების სამინისტროს ინფორმაციით,
რეგისტრაცია 2 244 აპლიკანტმა გაიარა.
საჯარო სკოლის დირექტორობის მსურველთა სასერტიფიკატო გამოცდისთვის რეგისტრაცია უკვე დასრულდა. განათლების სამინისტროს ინფორმაციით, რეგისტრაცია 2 244 აპლიკანტმა გაიარა.
15:58 / 26.02.2020
მე-12 კლასის ექსტერნატის გამოცდების ჩატარების განრიგი ცნობილია .
გამოცდები ცენტრალიზებულად (საგანმანათლებლო რესურსცენტრებში),
ელექტრონული ფორმით ჩატარდება.
მე-12 კლასის ექსტერნატის გამოცდების ჩატარების განრიგი ცნობილია . გამოცდები ცენტრალიზებულად (საგანმანათლებლო რესურსცენტრებში), ელექტრონული ფორმით ჩატარდება.
11:45 / 22.02.2020
სხვა ამბები
ორშაბათიდან სამოცდაათწლიანი ისტორიის მქონე გურჯაანის აგრარული ბაზარი განახლებულ გარემოში მიიღებს მომხმარებლებს.
16:13 / 28-02-2020
განისაზღვრა საჯარო სკოლის დირექტორის შესარჩევი კონკურსის პირველი ეტაპის – ტესტირების ჩატარების თარიღი, ადგილი, დრო და ხანგრძლივობა.
15:43 / 28-02-2020
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ინფორმაციით, საქართველოში კორონავირუსის დაფიქსირების მიხედავად, დღეის მდგომარეობით, სწავლის შეწყვეტის საფუძველი არ არსებობს.
15:37 / 27-02-2020
საჯარო სკოლებში საგაზაფხულო არდადეგები 8 მარტს დაიწყება და ცხრა დღის განმავლობაში გაგრძელდება.
11:11 / 27-02-2020
საჯარო სკოლის დირექტორობის მსურველთა სასერტიფიკატო გამოცდისთვის რეგისტრაცია უკვე დასრულდა. განათლების სამინისტროს ინფორმაციით, რეგისტრაცია 2 244 აპლიკანტმა გაიარა.
15:58 / 26-02-2020
მე-12 კლასის ექსტერნატის გამოცდების ჩატარების განრიგი ცნობილია . გამოცდები ცენტრალიზებულად (საგანმანათლებლო რესურსცენტრებში), ელექტრონული ფორმით ჩატარდება.
11:45 / 22-02-2020
ვალუტა
EUR
EUR
1
3.0782
USD
USD
1
2.7905
GBP
GBP
1
3.5975
TRY
TRY
1
0.4485
RUB
RUB
100
4.1597
ამინდი
გურჯაანი 5 / 17 °C
img
საგარეჯო 3 / 13 °C
img
დ.წყარო 3 / 12 °C
img
სიღნაღი 5 / 18 °C
img
ლაგოდეხი 6 / 15 °C
img
ყვარელი 5 / 17 °C
img
თელავი 6 / 13 °C
img
ახმეტა 5 / 13 °C
img
კალენდარი

speqtri.ge შენი ვებგვერდი


მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.