განათლება
2019 წლის ეროვნული გამოცდებისთვის რეგისტრაცია დაიწყო
2019 წლისთვის ერთიანი ეროვნული და საერთო სამაგისტრო გამოცდების ჩასაბარებლად , ასევე სტუდენტთა საგრანტო კონკურსში მონაწილეობის მისაღებად რეგისტრაცია დაიწყო და 3 აპრილის ჩათვლით გაგრძელდება.



მონაწილეობის მიღების მსურველებმა რეგისტრაცია შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდებზე online.naec.ge ელექტრონულად უნდა გაიარონ.
ელექტრონული რეგისტრაციის გასავლელად ერთი საგნისთვის გამოცდაში მონაწილეობის საფასური ათი ლარია.
თანხის ჩარიცხვის შემდეგ, პირველ, ძირითად ეტაპზე შესაძლებელია პირადი მონაცემების შეტანა, საგამოცდო ქალაქისა და ჩასაბარებელი საგნების არჩევა;


გადახდის შესაძლო საშუალებები და საბანკო მომსახურების საკომისიო:
• ცენტრის ვებგვერდიდან – საფასურს ემატება მომსახურების საკომისიო 0,5 ლარი;
• “საქართველოს ბანკის” სერვის ცენტრები – საფასურს ემატება მომსახურების საკომისიო 0,5 ლარი;
• ვებგვერდზე ipay.ge – საფასურს ემატება მომსახურების საკომისიო 1 ლარი;
• “საქართველოს ბანკის” თვითმომსახურების ტერმინალით – საფასურს ემატება მომსახურების საკომისიო 1 ლარი;
• “საქართველოს ბანკის” ინტერნეტ ბანკინგის საშუალებით – ibank.ge – საფასურს ემატება მომსახურების საკომისიო 1 ლარი;
• “თიბისი ბანკის” თვითმომსახურების ტერმინალით – საფასურს ემატება მომსახურების საკომისიო 1 ლარი;
• PayBox-ის თვითმომსახურების ტერმინალით – საფასურს ემატება მომსახურების საკომისიო 0,5 ლარი.
• 3 აპრილის შემდეგ აბიტურიენტი ვეღარ შეცვლის საგამოცდო ქალაქს;
• აბიტურიენტს 7 მაისის 18:00 საათამდე შეეძლება გამოცდის დამატება ან საგნის შეცვლა;
• რაც შეეხება საგანმანათლებლო პროგრამების ჩამონათვალს, სარეგისტრაციო განაცხადში საგანმანათლებლო პროგრამების მითითებისა და შეცვლის საშუალება აბიტურიენტს აპელაციების შედეგების გამოქვეყნების შემდეგი დღის ჩათვლით ექნება.

მონაწილეები საგამოცდო ბარათების ელექტრონულ ვერსიებს პირადი გვერდიდან (გვერდი, სადაც რეგისტრირდებიან აპლიკანტები) ამობეჭდავენ. მნიშვნელოვანია, რომ ბარათზე მოცემული ყველა ინფორმაცია დაბეჭდილი იყოს მკაფიოდ, ხარვეზების (წყვეტა, ლაქები და ა. შ.) გარეშე. პროგრამებზე განაცხადების რაოდენობის შესახებ ინფორმაციის გაცნობა აბიტურიენტებს სპეციალური სისტემის მეშვეობით შეეძლებათ – რეგისტრაციის დაწყებიდან ამოქმედდება გვერდი, რომელზეც განთავსდება განახლებული ინფორმაცია კონკრეტულ პროგრამებზე განაცხადების რაოდენობის შესახებ.


შეგახსენებთ რომ, 2019 წელს ცვლილება შეეხო ოთხ გამოცდას – ქართულ ენასა და ლიტერატურას, ლიტერატურას, გეოგრაფიასა და უცხოურ ენებს. აღნიშნული საგნებისთვის წელს განსხვავებული საგამოცდო დრო და მაქსიმალური ქულები განისაზღვრა. თუმცა მიუხედავად ამ ცვლილებებისა, არ შეიცვლება მინიმალური კომპეტენციის დადგენილი პროცენტული ზღვარი.







| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
ყვარლის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებს საქონლისა და ქათმის ხორცი
არ მიეწოდება. ამის მიზეზი ის არის, რომ ამ დრომდე ტენდერში
გამარჯვებულ პირთან ხელშეკრულება გაფორმებული არ არის.
ყვარლის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებს საქონლისა და ქათმის ხორცი არ მიეწოდება. ამის მიზეზი ის არის, რომ ამ დრომდე ტენდერში გამარჯვებულ პირთან ხელშეკრულება გაფორმებული არ არის.
15:11 / 23.01.2020
გურჯაანის მუნიციპალიტეტის მასშტაბით წელს ხუთი საჯარო სკოლის
რეაბილიტაცია იგეგმება.  მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის
უფროსის, კოტე ბერიძიშვილის განმარტებით, ამისთვის 930 ათასი ლარია
განსაზღვრული.
გურჯაანის მუნიციპალიტეტის მასშტაბით წელს ხუთი საჯარო სკოლის რეაბილიტაცია იგეგმება.  მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსის, კოტე ბერიძიშვილის განმარტებით, ამისთვის 930 ათასი ლარია განსაზღვრული.
12:19 / 22.01.2020
გამოცდების ცენტრის ინფორმაციით, ერთიანი ეროვნული გამოცდების ცნობარი
მხოლოდ ელექტრონულად იქნება აბიტურიენტებისთვის ხელმისაწვდომი.
გამოცდების ცენტრის ინფორმაციით, ერთიანი ეროვნული გამოცდების ცნობარი მხოლოდ ელექტრონულად იქნება აბიტურიენტებისთვის ხელმისაწვდომი.
15:14 / 21.01.2020
სტუდენტებისათვის, რომლებიც უცხო ქვეყნების უმაღლეს საგანმანათლებლო
დაწესებულებებში სწავლობენ და საქართველოში სწავლის გაგრძელება სურთ,
რეგისტრაცია 24 იანვრის 18:00 საათამდე მიმდინარეობს.
სტუდენტებისათვის, რომლებიც უცხო ქვეყნების უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლობენ და საქართველოში სწავლის გაგრძელება სურთ, რეგისტრაცია 24 იანვრის 18:00 საათამდე მიმდინარეობს.
11:34 / 16.01.2020
დღეს საჯარო სკოლებში სწავლა განახლდა. როგორც განათლების
სამინისტროში აცხადებენ, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის
რეკომენდაციით, ამ ეტაპზე გრიპის ვირუსის მიზეზით სწავლის გადადების
საფუძველი არ არსებობს.
დღეს საჯარო სკოლებში სწავლა განახლდა. როგორც განათლების სამინისტროში აცხადებენ, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციით, ამ ეტაპზე გრიპის ვირუსის მიზეზით სწავლის გადადების საფუძველი არ არსებობს.
11:17 / 15.01.2020
სხვა ამბები
ყვარლის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებს საქონლისა და ქათმის ხორცი არ მიეწოდება. ამის მიზეზი ის არის, რომ ამ დრომდე ტენდერში გამარჯვებულ პირთან ხელშეკრულება გაფორმებული არ არის.
15:11 / 23-01-2020
გამოცდების ცენტრის ინფორმაციით, ერთიანი ეროვნული გამოცდების ცნობარი მხოლოდ ელექტრონულად იქნება აბიტურიენტებისთვის ხელმისაწვდომი.
15:14 / 21-01-2020
სტუდენტებისათვის, რომლებიც უცხო ქვეყნების უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლობენ და საქართველოში სწავლის გაგრძელება სურთ, რეგისტრაცია 24 იანვრის 18:00 საათამდე მიმდინარეობს.
11:34 / 16-01-2020
დღეს საჯარო სკოლებში სწავლა განახლდა. როგორც განათლების სამინისტროში აცხადებენ, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციით, ამ ეტაპზე გრიპის ვირუსის მიზეზით სწავლის გადადების საფუძველი არ არსებობს.
11:17 / 15-01-2020
ზაფხული დასრულდა და დაიწყო მომაბეზრებელი ცივი ზამთარი, რაც თავისთავად დაკავშირებულია სიცივესთან, უხასიათობასთან და შავ-თეთრ დღეებთან. ამ პრობლემის მოგვარება მარტივად არის შესაძლებელი Aparto.ge - ს დახმარებით.
09:24 / 14-01-2020
2020 წლის გაზაფხულზე, 200-მდე სკოლის მე-4 და მე-6 კლასებში ეროვნული განმავითარებელი შეფასების პილოტირება განხორციელდება.
15:56 / 13-01-2020
ვალუტა
EUR
EUR
1
3.2045
USD
USD
1
2.8895
GBP
GBP
1
3.7748
TRY
TRY
1
0.4868
RUB
RUB
100
4.6576
ამინდი
გურჯაანი -1 / 6 °C
img
საგარეჯო -3 / 8 °C
img
დ.წყარო -3 / 5 °C
img
სიღნაღი -1 / 6 °C
img
ლაგოდეხი -4 / 6 °C
img
ყვარელი -1 / 6 °C
img
თელავი -2 / 9 °C
img
ახმეტა -2 / 8 °C
img
კალენდარი

speqtri.ge შენი ვებგვერდი


მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.