განათლება
პირველკლასელთა რეგისტრაციის წესში ცვლილებებია
2019-2020 სასწავლო წლისათვის პირველკლასელთა რეგისტრაციის წესში ცვლილებები შევიდა. მიზეზი, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვების ინტერესების დაცვაა.


განათლების მინისტრის გადაწყვეტილებით, უპირველესად რეგისტრაციას სწორედ ამ კატეგორიის ბავშვები გაივლიან. რეგისტრაციის I ეტაპი 2019 წლის 25 მარტს დაიწყება და 5 აპრილს დასრულდება.საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლედ ჩაითვლება ბავშვი, რომელსაც აქვს: ფიზიკური შეზღუდვა; ინტელექტუალური განვითარების დარღვევა; სწავლის უნარის დარღვევა; სენსორული განვითარების დარღვევა (სმენის და/ან მხედველობის); მეტყველების განვითარების დარღვევა; ქცევითი და ემოციური დარღვევა; გრძელვადიანი ჰოსპიტალიზაციის საჭიროება; სოციალური ფაქტორებით გამოწვეული სირთულეები სწავლაში, რის გამოც ვერ ძლევს ეროვნული სასწავლო გეგმის მოთხოვნებს; აუტიზმის სპექტრის მქონე.


სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვების მშობლები განცხადებით იმ საჯარო სკოლას მიმართავენ, სადაც შვილის მიყვანა სურთ, სკოლის ადმინისტრაცია კი, თავის მხრივ ბავშვის რეგისტრაციას განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში (EMIS) მოახდენს. საგანმანათლებლო საჭიროების დადასტურების შემთხვევაში, სკოლა მოსწავლის ჩარიცხვას ბრძანებით მოახდენს . იმ ბავშვების მშობლებს, რომლებსაც არ დაუდასტურდებათ სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროება, საშუალება ექნებათ ბავშვების რეგისტრაცია მომდევნო ეტაპებზე განახორციელონ.  ჩარიცხვის ან უარის თქმის შესახებ ინფორმაცია, მათთვის ცნობილი 25-დან 30 აპრილის ჩათვლით იქნება.


მეორე ეტაპი 2019 წლის 2 მაისიდან – 17 მაისის ჩათვლით განხორციელდება. სკოლაში დარეგისტრირდებიან ის ბავშვები: რომელთა და-ძმაც სწავლობს ამ სკოლაში; რომელთა მშობელიც სკოლის თანამშრომელია (მშობელი და არა ბებია ან ბაბუა); რომელთა ოჯახიდანაც ერთდროულად ორი ან მეტი ბავშვი შედის პირველ კლასში. ამ ეტაპზე რეგისტრაცია ხორციელდება საჯარო სკოლებში მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის მიერ ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტაციის წარდგენის საფუძველზე.


მესამე ეტაპი – საყოველთაო ელექტრონული რეგისტრაცია – 2019 წლის 21 მაისიდან დაიწყება და 12 ივნისის ჩათვლით იქნება. დოკუმენტაციის წარდგენა 13 ივნისიდან 21 ივნისის ჩათვლით იქნება აუცილებელი. ამ ეტაპზე შესაძლებელი იქნება იმ ბავშვების რეგისტრაცია, ვინც სკოლაში შესვლის ასაკს აკმაყოფილებს. რეგისტრირდებიან ის მოსწავლეები, რომლებიც ვერ დარეგისტრირდებიან პირველ და მეორე ეტაპზე. რეგისტრაცია განხორციელდება განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ოფიციალურ ვებგვერდზე www.emis.ge ელექტრონულად. დადგენილ ვადებში დოკუმენტაციის წარუდგენლობის შემთხვევაში, რეგისტრაცია ავტომატურად გაუქმდება.


რაც შეეხება IV ეტაპს ანუ, გამოთავისუფლებულ ადგილებზე რეგისტრაცია და დოკუმენტაციის წარდგენა 2019 წლის 25 ივნისიდან 5 ივლისის ჩათვლით სკოლაში განხორციელდება. ამ ეტაპზე განთავისუფლებულ ვაკანტურ ადგილზე ან დარჩენილ თავისუფალ ადგილებზე იმ მოსწავლეების რეგისტრაცია განხორციელდება, რომლებიც ვერ დარეგისტრირდნენ I, II და III ეტაპებზე, ან სურთ რეგისტრაციის შეცვლა.




| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
გამოცდებისა და შეფასების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით,
აბიტურიენტებს საგამოცდო ბარათების ამობეჭდვა დღეიდან შეუძლიათ.
ამისათვის საჭიროა აპლიკანტი რეგისტრაციის დროს გამოყენებული
ელექტრონული ფოსტის მისამართითა და ცენტრის მიერ გაგზავნილი ხუთნიშნა
კოდით ვებგვერდზე online.naec.ge შედის. 
გამოცდებისა და შეფასების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, აბიტურიენტებს საგამოცდო ბარათების ამობეჭდვა დღეიდან შეუძლიათ. ამისათვის საჭიროა აპლიკანტი რეგისტრაციის დროს გამოყენებული ელექტრონული ფოსტის მისამართითა და ცენტრის მიერ გაგზავნილი ხუთნიშნა კოდით ვებგვერდზე online.naec.ge შედის. 
15:08 / 20.06.2019
გურჯაანის მუნიციპალიტეტში კარდენახის, კალაურის, დარჩეთის, ჭანდრის,
ბაკურციხისა და ქალაქის მეოთხე საჯარო სკოლას რეაბილიტაცია
ჩაუტარდება. საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელის დალი
მინდიაშვილის განცხადებით, სამუშაოების შესყიდვებზე ტენდერი უკვე
გამოცხადებულია.
გურჯაანის მუნიციპალიტეტში კარდენახის, კალაურის, დარჩეთის, ჭანდრის, ბაკურციხისა და ქალაქის მეოთხე საჯარო სკოლას რეაბილიტაცია ჩაუტარდება. საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელის დალი მინდიაშვილის განცხადებით, სამუშაოების შესყიდვებზე ტენდერი უკვე გამოცხადებულია.
15:02 / 19.06.2019
საჯარო სკოლებში პირველკლასელთა ელექტრონული რეგისტრაცია 12 ივნისის
ჩათვლით გაგრძელდება. 13 ივნისიდან მშობელმა შესაბამისი საბუთები
არჩეულ სკოლაში უნდა წარადგინოს.
საჯარო სკოლებში პირველკლასელთა ელექტრონული რეგისტრაცია 12 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება. 13 ივნისიდან მშობელმა შესაბამისი საბუთები არჩეულ სკოლაში უნდა წარადგინოს.
13:11 / 10.06.2019
განათლების სამინისტროს ინფორმაციით, სექტემბრიდან მე-7 კლასში ახალი
საგანი მოქალაქეობა შემოდის.
განათლების სამინისტროს ინფორმაციით, სექტემბრიდან მე-7 კლასში ახალი საგანი მოქალაქეობა შემოდის.
11:57 / 28.05.2019
პრაქტიკოს მასწავლებელთა და მასწავლებლობის მსურველთა რეგისტრაცია
დასრულდა გუშინ დასრულდა.
პრაქტიკოს მასწავლებელთა და მასწავლებლობის მსურველთა რეგისტრაცია დასრულდა გუშინ დასრულდა.
16:02 / 25.05.2019
სხვა ამბები
23 ივნისს თბილისში გამართულ კიკბოქსინგის ზღვის თასის ტურნირზე თელავის კიკბოქსიორთა კლუბ „ჯორჯიას“ სპორტსმენებმა წარმატებით იასპარეზეს.
15:35 / 24-06-2019
21 ივნისს, ფრანგული სამედიცინო ცენტრ კახეთი-იონმა გასვლითი ვიზიტის მეშვეობით განახორციელა C ჰეპატიტის სკრინინგი. ვიზიტის ფარგლებში Socar Georgia გაზი-კახეთის ოფისის თანამშრომლებს ადგილზე გაეწიათ C ჰეპატიტის უფასო ტესტირება.
23:31 / 21-06-2019
გამოცდებისა და შეფასების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, აბიტურიენტებს საგამოცდო ბარათების ამობეჭდვა დღეიდან შეუძლიათ. ამისათვის საჭიროა აპლიკანტი რეგისტრაციის დროს გამოყენებული ელექტრონული ფოსტის მისამართითა და ცენტრის მიერ გაგზავნილი ხუთნიშნა კოდით ვებგვერდზე online.naec.ge შედის. 
15:08 / 20-06-2019
გურჯაანის მუნიციპალიტეტში კარდენახის, კალაურის, დარჩეთის, ჭანდრის, ბაკურციხისა და ქალაქის მეოთხე საჯარო სკოლას რეაბილიტაცია ჩაუტარდება. საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელის დალი მინდიაშვილის განცხადებით, სამუშაოების შესყიდვებზე ტენდერი უკვე გამოცხადებულია.
15:02 / 19-06-2019
წინანდალში სასტუმრო „რედისონ კოლექშენში“ თიბისის ორგანიზებითა და ფონდი EFSE -ს მხარდაჭერით, რეგიონალური ბიზნეს ფორუმი გაიმართა. მასში მონაწილეობას იღებდნენ მცირე და საშუალო მეწარმეები. მონაწილეებს ბიზნესისთვის აქტუალურ თემაზე ინფორმაცია დარგის ექსპერტებმა მიაწოდეს.
17:45 / 16-06-2019
შაბათს, 15 ივნისს, ფრანგულ სამედიცინო ცენტრ კახეთი-იონს მორიგი სამუშაო ვიზიტით ეწვევა მარდალეიშვილის, მედიკლაბ ჯორჯიას და ხეჩინაშვილის სამედიცინო ცენტრის წამყვან სპეციალისტთა გუნდი
15:22 / 13-06-2019
ვალუტა
EUR
EUR
1
3.0536
USD
USD
1
2.5751
GBP
GBP
1
3.4411
TRY
TRY
1
0.6764
RUB
RUB
100
4.4602
ამინდი
გურჯაანი 1 / 11 °C
img
საგარეჯო 1 / 8 °C
img
დ.წყარო 2 / 7 °C
img
სიღნაღი 1 / 11 °C
img
ლაგოდეხი 3 / 11 °C
img
ყვარელი 1 / 11 °C
img
თელავი 3 / 10 °C
img
ახმეტა 2 / 10 °C
img
კალენდარი

speqtri.ge შენი ვებგვერდი


მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.