განათლება
დღეს გურჯაანის საჯარო სკოლებში სწავლა დაიწყო
16 სექტემბერს საქართველოს საჯარო სკოლებში ახალი სასწავლო წელი დაიწყო. გურჯაანის მუნიციპალიტეტის 25 საჯარო სკოლიდან სწავლა მხოლოდ კარდენახში გადაიდო, რაც მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს უკავშირდება.


განახლებული ინფრასტრუქტურით შეხვდა ახალ სასწავლო წელს გურჯაანის მეოთხე საჯარო სკოლა. დირექტორის ნინო ნონეშვილის თქმით, მოწესრიგდა სველი წერტილები და დამონტაჟდა გათბობის სისტემა.
„ყველას ვულოცავ სასწავლო წლის დაწყებას და ვუსურვებ დიდ წარმატებას, რადგან ამაზეა დამოკიდებული ჩვენი ქვეყნის მომავალი. ახალ სასწავლო წელს სიახლეებით შევხვდით. სკოლაში დამონტაჟდა გათბობის სისტემა, მოწესრიგდა სველი წერტილები და გარემონტდა რამდენიმე ლოკაცია. შეძლებისდაგვარად, ვცდილობთ ბავშვებს შესაფერისი გარემო შევუქმნათ. წელს 58 პირველკლასელი გვყავს. ყოველთვის მათი გულით და თვალით ვუყურებ სკოლას, თუ როგორ იგრძნობენ თავს ამ კედლებში.“


მერის არჩილ ხანდამაშვილის თქმით, მუნიციპალიტეტის მასშტაბით სარეაბილიტაციო სამუშაოები, წელს ექვს საჯარო სკოლაში ჩატარდა.
„გურჯაანის მუნიციპალიტეტის მოსახლეობას და განსაკუთრებით მოსწავლეებს მინდა მივულოცო სასწავლო წლის დაწყება. ყველაფერი გავაკეთეთ იმისთვის, რომ ექვს სკოლაში სწავლის დაწყებამდე მოგვესწრო ინფრასტრუქტურული სამუშაოები. მაქსიმუმს გავაკეთებთ, რომ ეს კომფორტი მომავალში ყველა სკოლაში შევიტანოთ.“

შეგახსენებთ, რომ წელს გურჯაანის მუნიციპალიტეტში სულ 620 პირველკლასელი დარეგისტრირდა. პირველკლასელების გარეშე ახალ სასწავლო წელს მხოლოდ მაღალმთიან სოფელ ჭერემის საჯარო სკოლა შეხვდა, სადაც 6 ბავშვი სწავლობს.

| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
თეგები სკოლა / სწავლა /
ამავე კატეგორიაში
ნინო ალადაშვილი მეთორმეტე კლასის მოსწავლეა, სამ საგანში ემზადება,
ამბობს, რომ რეპეტიტორთან სიარულის გარეშე ეროვნულ გამოცდებზე მაღალი
ქულების მიღება გაუჭირდება, რადგანაც სკოლა მოსწავლეებს მისაღები
გამოცდებისთვის სათანადო ცოდნას ვერ აძლევს.
ნინო ალადაშვილი მეთორმეტე კლასის მოსწავლეა, სამ საგანში ემზადება, ამბობს, რომ რეპეტიტორთან სიარულის გარეშე ეროვნულ გამოცდებზე მაღალი ქულების მიღება გაუჭირდება, რადგანაც სკოლა მოსწავლეებს მისაღები გამოცდებისთვის სათანადო ცოდნას ვერ აძლევს.
17:08 / 10.10.2019
პროფესიული განათლება, როგორც უმაღლესი განათლების ერთგვარი
ალტერნატივა, განათლების სფეროს განუყოფელი ნაწილია და
სახელმწიფოსთვის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა.
პროფესიული განათლება, როგორც უმაღლესი განათლების ერთგვარი ალტერნატივა, განათლების სფეროს განუყოფელი ნაწილია და სახელმწიფოსთვის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა.
16:44 / 07.10.2019
ილგარა, რუზანა და სეიდასადი მეთორმეტეკლასელები არიან. მათ მთავარ
პრობლემას არასრლულყოფილად ნათარგმნი სახელმძღვანელოები წარმოადგენს.
ილგარა, რუზანა და სეიდასადი მეთორმეტეკლასელები არიან. მათ მთავარ პრობლემას არასრლულყოფილად ნათარგმნი სახელმძღვანელოები წარმოადგენს.
14:54 / 07.10.2019
სოფელ კარდენახის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია დასრულდა და დღეს
სასწავლო პროცესი დაიწყო.
სოფელ კარდენახის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია დასრულდა და დღეს სასწავლო პროცესი დაიწყო.
15:45 / 30.09.2019
მასწავლებელთა და მასწავლებლობის მსურველთა გამოცდაზე გამოყენებული
ტესტების შეფასების ზოგადი კრიტერიუმები განისაზღვრა.
მასწავლებელთა და მასწავლებლობის მსურველთა გამოცდაზე გამოყენებული ტესტების შეფასების ზოგადი კრიტერიუმები განისაზღვრა.
12:02 / 26.09.2019
სხვა ამბები
გურჯაანელებმა გურჯაანის ღვინის ფესტივალზე სტუმრების მოსაწვევად სოციალურ ქსელში ლაივ-ფლეშმობი მოაწყვეს და 12 ოქტომბერს, 14:00 საათზე, ღვინის ფესტივალზე დაპატიჟეს.
15:27 / 10-10-2019
პროფესიული განათლება, როგორც უმაღლესი განათლების ერთგვარი ალტერნატივა, განათლების სფეროს განუყოფელი ნაწილია და სახელმწიფოსთვის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა.
16:44 / 07-10-2019
12 ოქტომბერს, მეღვინეობის ქალაქში, გურჯაანში, უკვე მესამედ, გრანდიოზული ღვინის ფესტივალი გაიმართება. ღონისძიება ახტალის პარკში 14:00 საათზე დაიწყება.
12:24 / 07-10-2019
გურჯაანის სპორტკომპლექსში ევროპის სპორტულ კვირეულს ფარგლებში ძიუდოში შეჯიბრი გაიმართა. ასპარეზობა 8 წონით კატეგორიაში ჩატარდა, რომელშიც მუნიციპალიტეტის სხვადასხვა გუნდები იღებდნენ მონაწილეობას.
14:27 / 02-10-2019
20-29 სექტემბერს თბილისში, ნონა გაფრინდაშვილის სახელობის ჭადრაკის საერთაშორისო ტურნირზე, გურჯაანის საჭადრაკო სკოლის მოსაწავლეებიც მონაწილეობდნენ.
15:28 / 01-10-2019
სოფელ კარდენახის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია დასრულდა და დღეს სასწავლო პროცესი დაიწყო.
15:45 / 30-09-2019
ვალუტა
EUR
EUR
1
3.2778
USD
USD
1
2.9701
GBP
GBP
1
3.7328
TRY
TRY
1
0.5055
RUB
RUB
100
4.6307
ამინდი
გურჯაანი 10 / 24 °C
img
საგარეჯო 10 / 22 °C
img
დ.წყარო 10 / 21 °C
img
სიღნაღი 9 / 25 °C
img
ლაგოდეხი 10 / 23 °C
img
ყვარელი 10 / 24 °C
img
თელავი 12 / 23 °C
img
ახმეტა 10 / 23 °C
img
კალენდარი
«« ოქტომბერი 2019 »»
30 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31 123

speqtri.ge შენი ვებგვერდი


მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.