საზოგადოება
დაიცავი ოზონის შრე - დაიცავი სიცოცხლე დედამიწაზე - კონკურსი მოსწავლეებისთვის, სტუდენტებისა და გრაფიკოსებისთვის
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით ოზონის შრის დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშრებით აცხადებს კონკურსს “დაიცავი ოზონის შრე - დაიცავი სიცოცხლე დედამიწაზე”:


  • ესეების კონკურსი სკოლის მოსწავლეებისთვის
  • 1-წუთიანი ვიდეომიმართვის კონკურსი სკოლის მოსწავლეებისთვის
  • 1-წუთიანი ვიდეომიმართვის კონკურსი სტუდენტებისთვის
  • ანიმაციური კლიპების კონკურსი გრაფიკოსებისთვის
კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ VII-XII კლასის მოსწავლეებს, სტუდენტებსა და გრაფიკოსებს.

ესეებისა და ვიდეომიმართვის კატეგორიაში საკონკურსო ნაშრომის მიღების ბოლო ვადაა 2019 წლის 20 ოქტომბერი, ხოლო ანიმაციური კლიპების კატეგორიაში - 2019 წლის 5 ნოემბერი.

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ინფორმაციით, ერთ კონკურსანტს შეუძლია მხოლოდ ერთი ესეს გამოგზავნა; ერთ ნაშრომს უნდა ჰყავდეს მხოლოდ 1 ავტორი; ნებისმიერი ნაშრომი უნდა შესრულდეს ქართულ ენაზე და დაცული უნდა იყოს პლაგიატის წინააღმდეგ არსებული ზოგადი სტანდარტები;

შეფასებისას გათვალისწინებული იქნება თემასთან შესაბამისობა და საკითხის ორიგინალური გააზრება, თხრობის, აზრის ორიგინალურად და ლაკონურად გადმოცემის უნარი.
ესეებისა და ერთწუთიანი მიმართვების კატეგორიაში, ნაშრომის წარდგენის ბოლო ვადაა 20 ოქტომბერი, ხოლო ანიმაციური კლიპების კატეგორიაში - 5 ნოემბერი.

გამარჯვებულები დაჯილდოვდებიან სპეციალურად დაწესებული პრიზებითა და სერტიფიკატებით.
კონკურსის ყველა მონაწილეს გადაეცემა სერტიფიკატი.
საუკეთესო ნაშრომების პოპულარიზაციას უზრუნველყოფს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი.

კონკურსის პირობები დეტალურად იხილეთ ბმულზე:

დაინტერესების შემთხვევაში გაიარეთ წინასწარი რეგისტრაცია:

კონკურსში მონაწილეობის მსურველებისთვის გაიმართება ცნობიერების ასამაღლებელი ლექცია-სემინარები და საინფორმაციო შეხვედრები.

შეგახსენებთ, რომ გაეროს გენერალურმა ანსამბლეამ 16 სექტემბერი ოზონის შრის დაცვის საერთაშორისო დღედ 1994 წელს  გამოაცხადა და ეს თარიღი 1995 წლიდან აღინიშნება.

| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
თეგები ოზონის შრე /
ამავე კატეგორიაში
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 19-22 ოქტომბერს საქართველოს
ცალკეულ რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 19-22 ოქტომბერს საქართველოს ცალკეულ რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი.
11:03 / 19.10.2019
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში გარემოსდაცვითი
ზედამხედველობის დეპარტამენტის ტექნიკურ შემადგენლობას 65 პიკაპის
ტიპის ახალი ავტომობილი და 2 ბაგი შეემეტა.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ტექნიკურ შემადგენლობას 65 პიკაპის ტიპის ახალი ავტომობილი და 2 ბაგი შეემეტა.
16:48 / 18.10.2019
კულტურისა და დასვენების პარკის რეაბილიტაცია უკვე ათი დღეა დაიწყო.
მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს ხელმძღვანელის, გოგი მაჩხაშვილის
განმარტებით, სამუშაოები ზაფხულის ბოლოს დასრულდება.
კულტურისა და დასვენების პარკის რეაბილიტაცია უკვე ათი დღეა დაიწყო. მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს ხელმძღვანელის, გოგი მაჩხაშვილის განმარტებით, სამუშაოები ზაფხულის ბოლოს დასრულდება.
16:12 / 18.10.2019
ორშაბათიდან გურჯაანის მუნიციპალიტეტის ბაგა-ბაღებში მზარეულის
თანაშემწეები დაიწყებენ მუშაობს. მუნიციპალიტეტის მერის მოადგილის,
ლელა თევდორაშვილის განმარტებით, თანაშემწეების დამატება, კვების
მენიუს შეცვლამ გამოიწვია.
ორშაბათიდან გურჯაანის მუნიციპალიტეტის ბაგა-ბაღებში მზარეულის თანაშემწეები დაიწყებენ მუშაობს. მუნიციპალიტეტის მერის მოადგილის, ლელა თევდორაშვილის განმარტებით, თანაშემწეების დამატება, კვების მენიუს შეცვლამ გამოიწვია.
15:05 / 18.10.2019
ორშაბათს, 21 ოქტომბერს გურჯაანის სამების საკათედრო ტაძარში,
გურჯაანის ეპარქიის მეუფე ექვთიმეს ლოცვა-კურთხევით, თბილისის
საკათედრო ტაძრიდან მაცხოვრის ჯვრის წმინდა ნაწილებს ჩამოაბრძანებენ.
ორშაბათს, 21 ოქტომბერს გურჯაანის სამების საკათედრო ტაძარში, გურჯაანის ეპარქიის მეუფე ექვთიმეს ლოცვა-კურთხევით, თბილისის საკათედრო ტაძრიდან მაცხოვრის ჯვრის წმინდა ნაწილებს ჩამოაბრძანებენ.
12:30 / 18.10.2019
სხვა ამბები
ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ინიციატივით, გურჯაანის საჭადრაკო კლუბში ვეტერანებს შორის ჭადრაკსა და შაშში შეჯიბრი გაიმართა. საჭადრაკო კლუბის მენეჯერის გიორგი ქიტესაშვილის თქმით, ტურნირი კახეთის მასშტაბით ჩატარდა.
16:31 / 17-10-2019
თბილისში, ძალისმიერ სამჭიდში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე გურჯაანელმა სპორტსმენებმა წარმატებით იასპარეზეს და ოქროს მედლები მოიპოვეს.
12:54 / 17-10-2019
12-13 ოქტომბერს თბილისში გამართულ საკვალიფიკაციო ტურნირზე, გურჯაანის საჭადრაკო სკოლის მოსწავლემ, ათი წლის მაგდა ღამბაშიძემ საპატიო პირველი ადგილი დაიკავა.
16:36 / 15-10-2019
დღეიდან ექთნის შტატი გურჯაანის მუნიციპალიტეტის ერთჯგუფიან საბავშვო ბაგა-ბაღებსაც დაემატა. მუნიციპალიტეტის მერის მოადგილის, ლელა თევდორაშვილის განმარტებით, ასეთი სულ 14 ბაღია.
14:26 / 15-10-2019
გურჯაანელებმა გურჯაანის ღვინის ფესტივალზე სტუმრების მოსაწვევად სოციალურ ქსელში ლაივ-ფლეშმობი მოაწყვეს და 12 ოქტომბერს, 14:00 საათზე, ღვინის ფესტივალზე დაპატიჟეს.
15:27 / 10-10-2019
პროფესიული განათლება, როგორც უმაღლესი განათლების ერთგვარი ალტერნატივა, განათლების სფეროს განუყოფელი ნაწილია და სახელმწიფოსთვის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა.
16:44 / 07-10-2019
ვალუტა
EUR
EUR
1
3.3088
USD
USD
1
2.9718
GBP
GBP
1
3.8345
TRY
TRY
1
0.5134
RUB
RUB
100
4.6461
ამინდი
გურჯაანი 12 / 26 °C
img
საგარეჯო 12 / 23 °C
img
დ.წყარო 10 / 21 °C
img
სიღნაღი 12 / 26 °C
img
ლაგოდეხი 12 / 23 °C
img
ყვარელი 12 / 26 °C
img
თელავი 12 / 24 °C
img
ახმეტა 12 / 25 °C
img
კალენდარი

speqtri.ge შენი ვებგვერდი


მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.