განათლება
მასწავლებლის კომპეტენციის დადასტურება - რა უნდა გაითვალისწინონ აპლიკანტებმა
საგნის გამოცდის, საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციების დადასტურებისთვის პირველი ტესტირება 2 ნოემბერს პროფესიულ უნარებში ჩატარდება.
როგორც შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრში განმარტავენ, რეგისტრაცია, უმეტესწილად, 10:00 საათზე დაიწყება. გამონაკლისს წარმოადგენს უცხოური ენის, ქართულის, როგორც მეორე ენისა და ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების პრაქტიკული ნაწილის გამოცდა, რომელიც 7-8 ნოემბერს ჩატარდება. სწორედ ამიტომ აუცილებელია, მონაწილეები ყურადღებით გაეცნონ საგამოცდო ბარათზე მითითებულ ინფორმაციას და ცენტრებში გამოცხადდნენ შესაბამის დროსა და ადგილას. ცენტრის ინფორმაციით, დაგვიანებული აპლიკანტები ტესტირებაზე არ დაიშვებიან.

მონაწილეებმა ტესტირებაზე თან უნდა იქონიონ საგამოცდო ბარათი, პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი. სურვილის შემთხვევაში - წყალი პლასტმასის ბოთლითა და პირადი ჰიგიენის ნივთები. ისინი იქნებიან უზრუნველყოფილი საწერი კალმებით, თუმცა აპლიკანტებსაც შეუძლიათ გამოცდაზე საკუთარი გელიანი (ე. წ. ტუშის) 0,5-0,7 მმ. ბურთულიანი წვერის მქონე შავი ფერის კალმის შეტანა.


აპლიკანტებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ დაუშვებელია პასუხების ფურცლის გაკეცვა, შტრიხკოდის გაფერადება, დაზიანება და ა. შ.; ასევე მათ ეკრძალებათ ტესტირების მიმდინარეობისას ერთმანეთთან საუბარი/გადალაპარაკება; დახმარების მცდელობა ან სხვა პირისაგან დახმარების მიღება.

ზემოთ ჩამოთვლილი წესების დარღვევის შემთხვევაში, აპლიკანტი მიიღებს გაფრთხილებას, განმეორებითი გაფრთხილებისას კი, მოიხსნება გამოცდიდან.

ლექსიკონის, დამხმარე მასალის, მობილური ტელეფონის, საათის, კალკულატორის ან სხვა ელექტრონული აპარატურის აღმოჩენის შემთხვევაში (თუნდაც ელექტრონული ხელსაწყო გამორთული იყოს), აპლიკანტი გაფრთხილების გარეშე მოიხსნება გამოცდიდან. იგივე სანქცია გატარდება, წესრიგის უხეში დარღვევის ან საგამოცდო პროცესში მონაწილე პირის შეურცხყოფის, ასევე, ალკოჰოლის, ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული ნივთიერებების ზემოქმედების ქვეშ ყოფნის შემთხვევაში.

აღსანიშნავია, რომ ყველა საგამოცდო სექტორში დამონტაჟებულია ვიდეოკამერა და მთელი საგამოცდო პროცესი იწერება.



| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google


მასალის გამოყენების პირობები

Без перевірок, дзвінків родичам та друзям взяти кредит в Україні пропонують мікрофінансові організації. Перегляньте ТОП компаній в списку.


Онлайн кредит дозволяє уникнути зайвих паперів та черг і саме тому кредит на карту є великим плюсом для сучасних людей. Оформлюйте в МФО.
deneme bonusu veren siteler
deneme bonusu veren siteler
deneme bonusu veren siteler deneme bonusu
1xbet MobilBetturkey GüncelBetist Mobiltrbetsupertotobet bonusbetrollerbetpionerMariobet Güncel GirişBahis.com girişTarafbet Giriş