განათლება
დისტანციური სწავლების გაუმჯობესებისთვის, საჯარო სკოლებს დამატებითი ინსტრუქციები გადაეგზავნა
გურჯაანის საჯარო სკოლების დირექციას დამატებითი ინსტრუქციები გადაეგზავნა. როგორც გურჯაანის საგანმანათლებლო რესურსენტრის ხელმძღვანელი, დალი მინდიაშვილი speqtri.ge-სთან საუბარში განმარტავს, გუშინ დაიწყო და დღეს დღის ბოლომდე სკოლებში დირექტორები იმუშავებენ.
-„პირველ რიგში, უნდა გადაიხედოს მოსწავლეების მონაცემები და დაზუსტდეს მათი ინფორმაცია, რადგან ისინი ხშირად იცლიან ელექტრონული ფოსტის მისამართს თუ ტელეფონის ნომერს. ამის საფუძველზე უნდა მოწესრიგდეს მონაცემები ბავშვებისა და მშობლების შესახებ, რომ ვიცოდეთ სრულყოფილი ინფორმაცია მოსწავლეების ინტერნეტსა და კომპიუტერულ მოწყობილობებთან წვდომის შესაძლებლობებზე. ამის შემდეგ უკვე იქნება ნათელი სურათი. თუკი რომელიმე ბავშვი ობიექტური გარემოებების გამო, დარჩენილია დისტანციური სწავლების მღმა, მათთვის უნდა შემუშავდეს შესაბამისი ინსტრუქციები, რაც გაამუჯობესებს ონლაინ სწავლების პროცესს. “


გამოცხადდება თუ არა აკადემიურ წლად მიმდინარე სასწავლო წელი, დალი მინდიაშვილს ამის შესახებ ჯერჯერობით ინფორმაცია არ აქვს. მისი განმარტებით, სასწავლო პროცესის განახლების თარიღმა იმ ვადით გადაიწია, რა ვადითაც ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული.

speqtri.ge-ს კითხვაზე, რამდენად შეძლო სკოლებმა დისტანციური სწავლების რეჟიმზე გადასვლა და როგორ მიმდინარეობას შესაბამის პროგრამაში მუშაობა, დალი მინდიაშვილი გვპასუხობს:

-„დისტანციური სწავლების სხვადასხვა საშუალება არსებობს, ელექტრონული მეილით, სატელეფონო თუ სოციალური ქსელებით კომუნიკაცია, საერთო ჯგუფებში გაწევრიანება და სხვა, რაც იმისთვისაა აუცილებელი, რომ მომსახურების არეალი გაიზარდოს. ვიცი, რომ რამდენიმე სკოლაში ონლაინ სწავლება კარგად მიდის, მაგრამ შესაძლოა არიან მოსწავლეები და ოჯახები, რომლებიც ვერ ჩაერთვნენ ამ პროცესში, ეს დამატებითი სამუშაოები, რაც გუშინ და დღეს სკოლებში მიმდინარეობს, სწორედ ამ შემთხვევების გამოვლენას ემსახურება. ჩვენი მიზანია, რომ სურათი უფრო გაიფილტროს და ყველაფერი გაკეთდეს, რათა სკოლას, მოსწავლესა და მშობელს შორის ურთიერთობის ახალი მეთოდები გამოჩნდეს.“

დალი მინდიაშვილის თქმით, ონლაინ სწავლებას მონიტორინგს თავად განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო უწევს.

ცნობისთვის, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ გასცა რეკომენდაციები, რომ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებმა, არდადეგების პერიოდში მოსწავლეებისთვის საგანმანათლებლო-შემეცნებითი რესურსების მიწოდების მიზნით, უზრუნველყონ, შესაძლებლობის ფარგლებში ხელმისაწვდომი დისტანციური კომუნიკაციის არხების გამოყენება.

პრემიერმინისტრმა გასულ კვირას განაცხადა, რომ ჩვენი განათლების სისტემა არ არის მზად დისტანციურად სრულფასოვანი განათლება მიცეს ბავშვებს.

განათლების სამინისტრომ, შემუშავებული გეგმის ფარგლებში, ონლაინ სწავლებისთვის ერთ-ერთ ალტერნატიულ საკომუნიკაციო საშუალებად დაასახელა TEAMS-ის პროგრამა, რაც გულისხმობს დისტანციური სწავლების პროცესში Microsoft office 365-ის პროდუქტების გამოყენებას.
თუმცა, დალი მინდიაშვილის თქმით, სკოლებს, რომლებსად ამ პროგრმაში ანგარიშები და პაროლები ნოემბრის თვეში გადაეცათ, პროგრამის დატესტვა ვერ მოასწრეს.


| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, განათლების სისტემა
დისტანციური სწავლების ფორმატზე გადავიდა.
კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, განათლების სისტემა დისტანციური სწავლების ფორმატზე გადავიდა.
13:32 / 25.06.2020
აბიტურიენტებმა ეროვნული გამოცდების წერა შესაძლოა, პირბადის გარეშე
შეძლონ
აბიტურიენტებმა ეროვნული გამოცდების წერა შესაძლოა, პირბადის გარეშე შეძლონ
18:14 / 24.06.2020
ა(ა)იპ საქართველოს სკოლის ლიდერთა ასოციაცია მიმართავს მთავრობას და
განათლების სამინისტროს, რომ ახალი სასწავლო წელი პირველ სექტემბერს
დაიწყოს. სწავლების ფორმის შესახებ გადაწყვეტილება კი სკოლებმა
ინდივიდუალურად მიიღონ.
ა(ა)იპ საქართველოს სკოლის ლიდერთა ასოციაცია მიმართავს მთავრობას და განათლების სამინისტროს, რომ ახალი სასწავლო წელი პირველ სექტემბერს დაიწყოს. სწავლების ფორმის შესახებ გადაწყვეტილება კი სკოლებმა ინდივიდუალურად მიიღონ.
13:30 / 19.06.2020
გამოცდაზე პირბადით ყოფნა და ის ფაქტი, რომ ამ წესების
დაუმორჩილებლობის შემთხვევაში, შესაძლოა, აბიტურიენტი გამოცდიდან
მოხსნან, მათ უკმაყოფილებას იწვევს.
გამოცდაზე პირბადით ყოფნა და ის ფაქტი, რომ ამ წესების დაუმორჩილებლობის შემთხვევაში, შესაძლოა, აბიტურიენტი გამოცდიდან მოხსნან, მათ უკმაყოფილებას იწვევს.
09:07 / 18.06.2020
სხვა ამბები
ლაგოდეხელი 17 წლის ერეკლე თურქაძე, ინტერნეტ-სერიალ ,,ნინველში’’ მთავარ როლზე დაამტკიცეს. ამის შესახებ დამწყები მსახიობი თავად გვესაუბრება.
18:03 / 26-06-2020
კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, განათლების სისტემა დისტანციური სწავლების ფორმატზე გადავიდა.
13:32 / 25-06-2020
აბიტურიენტებმა ეროვნული გამოცდების წერა შესაძლოა, პირბადის გარეშე შეძლონ
18:14 / 24-06-2020
გიორგი ლეონიძის შთაგონების წყარო სოფელი პატარძეული იყო და მისი „ნატვრის ხის“ პერსონაჟებიც პატარძეულელები არიანო - ამბობს პოეტი რომან ზუკაკიშვილი.
14:27 / 24-06-2020
ავთანდილ თუნიაშვილი დღემდე ინახავს გასული საუკუნის 50-იანი წლების სიგელებსა და აფიშებს. მისი თქმით, ალბათ, ბევრმა არ იცის, რომ გურჯაანში ქართული ქორეოგრაფიის ფუძემდებელი შოთა თუნიაშვილია, რომლის დამსახურებაცაა რაიონში პირველი ქორეოგრაფიული ანსამბლის დაარსება.
13:20 / 24-06-2020
ხატვა ექვსი წლიდან დაიწყო და მისთვის სერიოზულ გატაცებად იქცა. უფრო ხშირად ღამით ხატავს, განსაკუთრებით კი პეიზაჟები იტაცებს. აკრილის საღებავით მუშაობს, ხშირად კი შერეულ მასალასაც იყენებს.
13:49 / 23-06-2020
ვალუტა
EUR
EUR
1
3.4817
USD
USD
1
3.0633
GBP
GBP
1
3.8349
TRY
TRY
1
0.4461
RUB
RUB
100
4.3094
ამინდი
გურჯაანი 20 / 33 °C
img
საგარეჯო 19 / 30 °C
img
დ.წყარო 18 / 27 °C
img
სიღნაღი 21 / 33 °C
img
ლაგოდეხი 19 / 29 °C
img
ყვარელი 20 / 33 °C
img
თელავი 19 / 31 °C
img
ახმეტა 19 / 32 °C
img
კალენდარი
«« ივლისი 2020 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12

speqtri.ge შენი ვებგვერდი


მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.