განათლება
გურჯაანის მეოთხე საჯარო სკოლის ტექნიკური საგნების პედაგოგებს „საქართველოს ბანკის“ სტიპენდია დაენიშნათ
გურამ ჭილაშვილის სახელობის ქალაქ გურჯაანის მეოთხე საჯარო სკოლა ფიზიკა-მათემატიკის სფეროში წარმატებების არაერთ ისტორიას ითვლის. სწორედ აღნიშნული გახდა წინაპირობა იმისთვის, რომ „საქართველოსბანკის“გენერალურ დირექტორს არჩილ გაჩეჩილაძეს მათემატიკისა და ფიზიკის მასწავლებლებისთვის ყოველთვიური სტიპენდია დაენიშნა, რომელიც მოსწავლეების ახალ მიღწევებთან და მიღებულ მედლებთან ერთად გაუმჯობესდება.

გურჯაანის მეოთხე საჯარო სკოლის ისტორია 90-იანი წლებიდან იწყება. ძმებმა გურამ და ოთარ ჭილაშვილებმა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაზაზე სკოლა „გიმნაზიის“ დაფუძნება გადაწყვიტეს. საბჭოთა კავშირის დროში საკმაოდ რთული განსახორციელებელი საკითხი, ძმებმა რეალობად აქციეს და 1990 წლის პირველ ოქტომბერს გიმნაზიამ პირველი თაობა მიიღო. ეს იყო ორი მეათე, ორი მეცხრე და ერთი მერვე კლასი. სწავლება ფიზიკა- მათემატიკური და ჰუმანიტარული პროფილის განხრით მიმდინარეობდა. გაკვეთილებს კი უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები ატარებდნენ.

1991 წლიდან გიმნაზიის მმართველობა ოთარ ჭილაშვილმა ჩაიბარა და სკოლა, 1994 წლიდან უკვე პირველიდან მეთერთმეტე კლასის ჩათვლით იღებდა მოსწავლეებს. აქედან დაიწყო ის საგანმანათლებლო რეფორმები, ორსაათიანი გაკვეთილები, საგამოცდო სისტემა ყოველი სემესტრის ბოლოს და გაცვლითი პროგრამები, რომელიც იმ პერიოდში და მითუმეტეს რეგიონში ძალიან დიდი მონდომების, გულწრფელი სურვილისა და მომავალ თაობაზე ზრუნვის შედეგად თუ მიიღწეოდა. ზუსტად ამ ისტორიამ განაპირობა გიმნაზიის წარმატება და მას გამორჩეული სკოლის ნიშა დაუმკვიდრა გურჯაანის მუნიციპალიტეტში.

სწორედ, ოთარ ჭილაშვილის ხელმძღვანელობის დროს, გიმნაზიაში სწავლობდა პარლამენტის წევრი დავით სონღულაშვილიც, რომელმაც არჩილ გაჩეჩილაძის ინიციატივას მხარი დაუჭირა. ძალიან მალე, სკოლაში STEAM მიმართულების ცალკე სივრცე შეიქმნება.

„ჩემიმეგობრის, არჩილ გაჩეჩილაძის ინიციატივას, დაუფიქრებლად შევუერთდი. მთავარ მიზნად დავისახეთ, რომ გიმნაზიაში ღირსეულად გავაგრძელოთ ოთარ ჭილაშვილის დაწყებული საქმე. მრავალი წელია გურჯაანელებისთვის საამაყოა „გიმნაზია“ და გიმნაზიის გამოზრდილი მოსწავლეები, რაშიც განუზომელი წვლილი აქვს გურჯაანის საპატიო მოაქალაქეს ბატონ ოთარ ჭილაშვილს. ვფიქრობ, მისი საქმიანობის გაგრძელებას მის სკოლაში, სათანადოდ შევძლებთ,“ - ამბობს დავით სონღულაშვილი.

„საქართველოს ბანკის“ გენერალური დირექტორის განცხადებით კი,აღნიშნული პროექტი მხოლოდ პირველი ნაბიჯებია იმ დიდი გეგმების ფარგლებში, რასაც მომავალი თაობის განვითარებისა და განათლების ხელშეწყობისთვის გააკეთებენ.


[R]
| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელის პოზიციებზე, საქართველოს
მასშტაბით, ვაკანსია გამოცხადდა. როგორც გურჯაანის
საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი, დალი მინდიაშვილი
speqtri.ge-სთან ამბობს, მათ გასული წლის დეკემბერში უკვე იცოდნენ,
რომ აღნიშნულ პოზიციებზე ღია კონკურსი გამოცხადდებოდა.
საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელის პოზიციებზე, საქართველოს მასშტაბით, ვაკანსია გამოცხადდა. როგორც გურჯაანის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი, დალი მინდიაშვილი speqtri.ge-სთან ამბობს, მათ გასული წლის დეკემბერში უკვე იცოდნენ, რომ აღნიშნულ პოზიციებზე ღია კონკურსი გამოცხადდებოდა.
15:22 / 05.04.2024
მუნიციპალიტეტის მერის, ავთანდილ გულიკაშვილის გადაწყვეტილებით,
საგარეჯოს მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული წარჩინებული
სტუდენტებისთვის ალექსანდრე ცხვედელაძის სახელობის სტიპენდია დაწესდა.
მუნიციპალიტეტის მერის, ავთანდილ გულიკაშვილის გადაწყვეტილებით, საგარეჯოს მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული წარჩინებული სტუდენტებისთვის ალექსანდრე ცხვედელაძის სახელობის სტიპენდია დაწესდა.
16:39 / 27.02.2024
საჯარო სკოლების დირექტორთა შესარჩევი კონკურსი იწყება.
კანდიდატების რეგისტრაცია 2024 წლის 19 თებერვალს დაიწყება და 29
თებერვალს დასრულდება. საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და
ახალგაზრდობის სამინისტროს ინფორმაციით, კონკურსში მონაწილეობის
უფლება აქვს საქართველოს მოქალაქეობის მქონე დირექტორობის კანდიდატს,
რომელსაც აქვს უმაღლესი განათლება და მუშაობის არანაკლებ 3 წლის
გამოცდილება, მათ შორის განათლების სფეროში სწავლების არანაკლებ
ერთწლიანი გამოცდილება.
საჯარო სკოლების დირექტორთა შესარჩევი კონკურსი იწყება. კანდიდატების რეგისტრაცია 2024 წლის 19 თებერვალს დაიწყება და 29 თებერვალს დასრულდება. საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ინფორმაციით, კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს საქართველოს მოქალაქეობის მქონე დირექტორობის კანდიდატს, რომელსაც აქვს უმაღლესი განათლება და მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება, მათ შორის განათლების სფეროში სწავლების არანაკლებ ერთწლიანი გამოცდილება.
10:28 / 16.02.2024
გურჯაანში 2021-2022 სასწავლო წლის წარჩინებული მოსწავლეების
დაჯილდოება გაიმართა.
გურჯაანში 2021-2022 სასწავლო წლის წარჩინებული მოსწავლეების დაჯილდოება გაიმართა.
16:24 / 27.12.2023
სამართალი
თელავში მომხდარი ქურდობის 4 ფაქტზე 1982 წელს დაბადებული შ.ჯ. დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
11:48 / 27-03-2024
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ, არასრულწლოვნის თანდასწრებით ოჯახში ძალადობის და მუქარის ფაქტებზე, მხილებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელი ა.ბ.
11:35 / 21-02-2024
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო იმერეთის რეგიონში სტიქიის შედეგებთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს.
16:25 / 07-02-2024
ეკონომიკა
საქართველოს 63 მუნიციპალიტეტში, მათ შორის კახეთის რეგიონში, ქალაქებში შესასვლელების აღმნიშვნელი სტენდები მოეწყობა, რომელზეც დამონტაჟდება მუნიციპალიტეტის გერბი, განათებები და ქალაქის დასახელებები.
12:16 / 12-04-2024
USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამისა და წყლის რესურსების მართვის რეფორმის ფარგლებში, სააგენტოს წარმომადგენლები თელავში მედიის წარმომადგენლებს შეხვდნენ.
12:03 / 10-04-2024
სხვა ამბები
ვრცელდება ოპოზიციონერი დეპუტატის, ალეკო ელისაშვილის დაკავების კადრები. რამდენიმე წუთით ადრე, ელისაშვილი მომიტინგეებთან ერთად ირაკლი კობახიძესთან შეხვედრას ითხოვდა.
00:46 / 18-04-2024
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-სპიკერი მოადგილე, ვედანტ პატელი კვლავ ეხმიანება ე.წ „აგენტები კანონს“ და საქართველოს ხელისუფლებას გაფრთხილებების გათვალისწინებისკენ მოუწოდებს, რადგან აღნიშნული კანონი არ შეესაბამება ევროკავშირის ნორმებს.
23:54 / 17-04-2024
საპროტესტო აქციის მონაწილეები მსვლელობით გადავიდნენ მთავრობის კანცელარიისკენ და პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან შეხვედრას ითხოვენ.
23:17 / 17-04-2024
ამერიკული ანალიტიკური ცენტრის, საგარეო პოლიტიკის კვლევის ინსტიტუტის (FPRI) ევრაზიის პროგრამის ხელმძღვანელი ბობ ჰამილტონი საქართველოში ბოლო დღეების მანძილზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით საკუთარ მოსაზრებას ავრცელებს და სოციალურ ქსელში წერს, რომ საქართველოში რუსეთის ინტერვენციაა შესაძლებელი.
22:29 / 17-04-2024
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საპროტესტო აქციას ეხმაურება.
22:08 / 17-04-2024
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის, სოფელ ვარდისუბნის საჯარო სკოლის მოსწავლემ, მარიამ ძამანაშვილმა, „საქართველოს 2024 წლის ჩემპიონატი კრივში მოსწავლეთა შორის“ პირველი ადგილი დაიკავა. ის ასევე „საქართველოს 2023 წლის მოსწავლე მოკრივეთა ჩემპიონატის“ პირველი ადგილის მფლობელია.
13:43 / 25-03-2024
ვალუტა
EUR
EUR
1
3.5859
USD
USD
1
3.2054
GBP
GBP
1
4.2911
TRY
TRY
1
0.2316
RUB
RUB
100
3.2024
ამინდი
გურჯაანი 14 / 29 °C
img
საგარეჯო 14 / 27 °C
img
დ.წყარო 10 / 23 °C
img
სიღნაღი 13 / 30 °C
img
ლაგოდეხი 14 / 25 °C
img
ყვარელი 14 / 29 °C
img
თელავი 16 / 28 °C
img
ახმეტა 15 / 28 °C
img
კალენდარი

speqtri.ge შენი ვებგვერდი


მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.