განათლება

„ჩემთვის ეს საკმაოდ რთული აღმოჩნდა, რადგან ბოლო 10 წელი სწავლასთან
შეხება აღარ მქონია, წარსულში კი განათლება სრულიად სხვა სფეროში
მივიღე“, — ამბობს ოლექსანდრა ლისა უკრაინიდან. EU4Youth პროგრამის
დახმარებით, მან წელს პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში მდებარე
ნატოლინის ევროპის კოლეჯი დაამთავრა.
15:42 / 16.09.2023

2022-2023 სასწავლო წლის ოქროს მედალოსნებს, გურჯაანის
მუნიციპალიტეტის მერია საჩუქრად - 500, ხოლო ვერცხლის მედალოსან
მოსწავლეებს - 400 ლარს გადასცემს.
15:47 / 15.09.2023
![15 სექტემბერს ახალი სასწავლო წელი დაიწყო [photo]](/pictures/6/e261b596901b0264f2301aeba882a379.jpg)
15 სექტემბერს საქართველოს საჯარო სკოლებში სასწავლო პროცესი
განახლდა. განათლებისა და მეცნიერების მინისტრის გიორგი ამილახვარის
თქმით, სკოლები სრულ მზადყოფნაშია. მისივე თქმით, სკოლებში
გათვალისწინებული იქნება დამატებითი კლასგარეშე, არაფორმალური
აქტივობები როგორც სპორტული, ასევე საგანმანათლებლო ხასიათის.
12:10 / 15.09.2023

დღეს საქართველოს სკოლებში ახალი სასწავლო წელი დაიწყო. სასწავლო
პროცესი განახლდა გურჯაანის 25-ვე საჯარო სკოლაში. თუმცა ორი სკოლის
მოსწავლეები ალტერნატიულ ფართში ისწავლიან.
12:00 / 15.09.2023