ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 4 570 ახალი
დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა.
ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული
ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის
ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
"დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 4 570 ახალი შემთხვევიდან,
თბილისში გამოვლენილია 2 067 შემთხვევა, აჭარა-331, იმერეთი-708,
ქვემო ქართლი-352, შიდა ქართლი-214, გურია-72, სამეგრელო - ზემო
სვანეთი-325, კახეთი-272, მცხეთა-მთიანეთი-133, სამცხე-ჯავახეთი-75,
რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი-21,"
- აღნიშნა სიჭინავამ.
მისივე ინფორმაციით, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში
ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 19 636 კვლევა ტესტით, მათ შორის 11 718
კვლევა ანტიგენის სწრაფი ტესტით და 7 918 PCR ტესტით.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 3 045 პირი, ხოლო ჯამში
გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 148 332-მდე გაიზარდა.
მასალის გამოყენების პირობები