უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის
უფროსის მოადგილის ბერდია სიჭინავას ინფორმაციით, დღეს საქართველოში
კორონავირუსი კიდევ 2 904 ადამიანს დაუდასტურდა, 4 316 კი
გამოჯანმრთელდა.
მისივე თქმით, ამ დროისთვის ქვეყანაში კორონავირუსის 206 907
შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 175 842-ს
შეადგენს. გარდაიცვალა 2055 მოქალაქე. კარანტინის რეჟიმშია 465
მოქალაქე, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 6 553 პაციენტი.
კოვიდ-სასტუმროში - 1 971 ადამიანი იმყოფება.
ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26
თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა
ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.
მასალის გამოყენების პირობები