უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის
უფროსის მოადგილის, ბერდია სიჭინავას ინფორმაციით, საქართველოში ბოლო
24 საათში ვირუსით ინფიცირების 1 972 ახალი დადასტურებული შემთხვევა
გამოვლინდა.
გამოჯანმრთელდა 2 737 პირი. ჯამში ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის
გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო
რაოდენობა 216 843-ს შეადგენს, ხოლო გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა -
194 705-მდე გაიზარდა. მისივე თქმით, გარდაცვალების 43 ახალი
შემთხვევა დაფიქსირდა, მთლიანად კი ვირუსს 2276 ადამიანი
ემსხვერპლა.
მასალის გამოყენების პირობები