უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის
უფროსის მოადგილის, ბერდია სიჭინავას, განცხადებით, საქართველოში
კორონავირუსი კიდევ 538 ადამიანს დაუდასტურდა, 2 766 კი
გამოჯანმრთელდა.
მისივე თქმით, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 4 769 კვლევა
ტესტით, მათ შორის 1 955 კვლევა ანტიგენის ტესტით და 2 814 PCR
ტესტით. საქართველოში კორონავირუსის 222 143 შემთხვევაა
დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 206 313. გარდაიცვალა 2 418.
კარანტინის რეჟიმშია - 420, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ რჩება 5
677. კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 1 393 მოქალაქე.
ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26
თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა
ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.
მასალის გამოყენების პირობები