30 ივნისს ფრანგულ სამედიცინო ცენტრ კახეთი-იონში სამუშაო ვიზიტით
იმყოფებოდა საფრანგეთის სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ქალბატონი
შერაზ გასრი.
კახეთი-იონის“ ინფორმაციით, შეხვედრას ესწრებოდა საფრანგეთის ყოფილი
მინისტრი თანამშრომლობის საკითხებში ბატონი ანრი დე რენკური,
კახეთი-იონის პრეზიდენტი ბატონი ერიკ ჟანტი, ვიცე პრეზიდენტი ბატონი
ჟაკ სიმარი და კლინიკის გენერალური დირექტორი ქალბატონი თამარ
ცანკაშვილი.
სტუმრებმა დაათვალიერეს სამედიცინო ცენტრი. აღინიშნა, რომ კახეთი-იონი
არის საქართველოს და საფრანგეთის ურთიერთანამშრომლობის საუკეთესო
მაგალითი. ელჩის განმარტებით, საფრანგეთის საელჩო ყოველთვის
ყურადღებით დააკვირდება კლინიკის მუშაობას. მან თანადგომა აღუთქვა
შემდგომი განვითარების პროცესში.
მასალის გამოყენების პირობები