დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს
განცხადებით, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი
დახმარების ცენტრის თანამშრომელთა ხელფასი იზრდება.
უწყების ცნობით, ხელფასი 10 %-ით გაიზრდება. ცვლილებები თანამშრომელთა
სამუშაო პირობების გაუმჯობესებასა და მათთვის, ღირსეული სამუშაო
გარემოს შექმნას ისახავს მიზნად.
“ოქტომბრიდან, გაზრდილ ხელფასს, 4 ათასამდე თანამშრომელი მიიღებს.
სასწრაფოს ექიმის ხელფასი, თვეში, საშუალოდ, 8 მორიგეობის
შემთხვევაში, 2184 ლარი გახდება, რეფერალის ექიმის - 2536 ლარი,
პარამედიკოსის - 2184 ლარი, მოტომედიკოსის - 2184 ლარი, უმცროსი
ექიმის - 1800 ლარი, ექთნის- 1664 ლარი, მძღოლის - 1520 ლარი,
დისპეტჩერის - 1392 ლარი, ჰოსპიტალიზაციის მენეჯერის - 1648 ლარი,
ცვლის უფროსის - 2560 ლარი, ცვლის უფროსის მოადგილის -2128 ლარი,
ოპერატორის -1024 ლარი.”-აცხადებენ სამინისტროში.
მათივე თქმით, სახელფასო ანაზღაურება, 2024 წლიდან, დამატებით 10
%-ით, ისევ გაიზრდება.
მასალის გამოყენების პირობები