დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული
ცენტრის ინფორმაციით, 1 ნოემბრიდან 15 ნოემბრის ჩათვლით სეზონური
გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია, ყველა მსურველისთვის უფასო იქნება.
მათივე თქმით, ვაქცინაცია, იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამის
ფარგლებში, ოთხ-კომპონენტიანი Abbott Biologicals B.V.-ის წარმოების
ვაქცინით იქნება შესაძლებელი და ვაქცინა მორგებულია იმ შტამებზე,
რომლთა ცირკულაცია მოსალოდნელია გრიპის სეზონზე.
“აცრა ვაქცინაციის სერვისის მიმწოდებელ ნებისმიერ სამედიცინო
დაწესებულებაში შესაძლებელია 6 თვის ასაკიდან და ბენეფიციარებისთვის
სრულად უფასოა,”-აცხადებენ ცენტრში.
დაწესებულებების სია, სადაც შესაძლებელი იქნება მომსახურების მიღება
იხილეთ
ბმულზე:
მასალის გამოყენების პირობები