კულტურა
კოტე აფხაზის სასახლეს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი ექნება
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კარდენახში მდებარე ეროვნული გმირის კოტე აფხაზის სასახლეს კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭება. როგორც ჩვენთან საუბარში გურჯაანის მუნიციპალიტეტის კულტურის, განათლების, ძეგლთა დაცვის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსი სპეციალისტი თამაზ მარკოზაშვილი აცხადებს, სასახლის გაძეგლების საკითხზე მუშაობა მიმდინარეობს. მარკოზაშვილის განმარტებით, ზუსტად როდის მიენიჭება სასახლეს ძეგლის სტატუსი უცნობია. „ძეგლის სტატუსის მინიჭება და მასთან დაკავშირებული პროცედურები ძირითადად ძეგლთა დაცვის სააგენტოს მონიტორინგის სამსახურს ევალება. ეს პროცესი გარკვეულ პერიოდს მოითხოვს. სტატუსის მინიჭება სხვადასხვა მიმართულებებით ხდება, პირველ რიგში, ამა თუ იმ ობიექტს უნდა ჰქონდეს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის ნიშნები. ანუ არ უნდა იყოს სავალალო მდგომარეობაში. მე დავუკავშირდი მონიტორინგის სამსახურის უფროსს ბატონ გიორგი გაგოშიძეს და შევიტყვე, რომ გაძეგლების პროცესი დაწყებულია“. როგორც მარკოზაშვილი ამბობს, სტატუსს დიდი მნიშვნელობა აქვს, მითუმეტეს, როდესაც საკითხი ძეგლის რეაბილიტაციას შეეხება. გურჯაანის მუნიციპალიტეტში სტატუსი რამდენიმე ძეგლს გასულ წელსაც მიენიჭა. სოფელ არაშენდაში ივანე ანდრონიკაშვილის სასახლეს მემორიალური ძეგლის სტატუსი აქვს, სასახლის სტატუსი მიენიჭა ასევე ნატო ვაჩნაძის სახლ-მუზეუმს და სოფელ ვაჩნაძიანში მდებარე ჯანდიერების სასახლეს. ინფორმაციისთვის, სოფელ კარდენახში მდებარე კოტე აფხაზის სასახლე მე-19 საუკუნის შუა წლებშია აშენებული. ეს არის საკმაოდ დიდი, ორსართულიანი მონუმენტური შენობა, რომელიც ქართული აგურითა და რიყის ქვით კირის ხსნართაა აგებული. მარკოზაშვილის ცნობით, სასახლეში ბავშვობის წლები გაატარა კოტე აფხაზმა, იგი ეროვნული გმირია და მისი ღვაწლი დიდია საქართველოს დამოუკიდებლობისთვის რძოლაში. სწორედ ამ ბრძოლას შეეწირა ტრაგიკულად, ის თანამოაზრეებთან ერთად ვაკის პარკში დახვრიტეს. კოტე აფხაზი დიდი მწერლის, ილია ჭავჭავაძის დის შვილი იყო. შესაბამისად, ჭავჭავაძეც კარდენახის სასახლეში ხშირად დაიარებოდა ხოლმე. არსებობს გადმოცემა, რომ ილია ჭავჭავაძეს „ყვარლის მთები“ სწორედ კოტე აფხაზის სასახლის გადასახედიდან არის დაწერილი. რაც შეეხება შენობის ისტორიას, თამაზ მარკოზაშვილის თქმით, საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ სასახლე აფხაზებს ჩამოერთვა და სახელმწიფოს გადაეცა. „აქ გახსნეს მიუსაფარ ბავშვთა პანსიონი, რომელიც გასული საუკუნის 60-იან წლებამდე ფუნქციონირებდა. შემდგომში პანსიონმა შეწყვიტა არსებობა და 2005 წელს კოტე აფხაზის სასახლე სასამართლო წესით გადავიდა ნიკო აფხაზის საკუთრებაში. ეს უკანასკნელი კოტე აფხაზის ნათესავი, მისი შთამომავალი გახლავთ, რომელიც ცხოვრობს და მოღვაწეობს ქალაქ თბილისში“. მარკოზაშვილის ინფორმაციით, სასახლის ახლანდელ მფლობელთან გაფორმდება ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც მან ხელი უნდა შეუწყოს ძეგლთა დაცვის შესაბამის ორგანოებს, რათა უპრობლემოდ მოინახულონ ობიექტი და მიიღონ შესაბამისი ზომები მისი აღდგენა-რეაბილიტაციისთვის.
| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
დღეს, 2 აპრილს, საბავშვო წიგნის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით,
გურჯაანის საბიბლიოთეკო და სამუზეუმო გაერთიანების ორგანიზებით,
ბიბლიოთეკის საბავშვო განყოფილებას ქართველი მწერალი და პოეტი კატო
ჯავახიშვილი ეწვია.
დღეს, 2 აპრილს, საბავშვო წიგნის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, გურჯაანის საბიბლიოთეკო და სამუზეუმო გაერთიანების ორგანიზებით, ბიბლიოთეკის საბავშვო განყოფილებას ქართველი მწერალი და პოეტი კატო ჯავახიშვილი ეწვია.
13:59 / 02.04.2024
სიღნაღის ეროვნულ მუზეუმში ფოტოგამოფენა
სიღნაღის ეროვნულ მუზეუმში ფოტოგამოფენა "იაპონიის ატომური დაბომბვა"გაიხსნა. ფოტოების კოლექცია ასახავს მეორე მსოფლიო ომის დროს იაპონიაში ატომური დაბომბვის შედეგებს.
16:37 / 27.02.2024
31 დეკემბერს, ქალაქ გურჯაანში, გრანდიოზული საახალწლო ღონისძიებები
გაიმართება.
31 დეკემბერს, ქალაქ გურჯაანში, გრანდიოზული საახალწლო ღონისძიებები გაიმართება.
17:09 / 27.12.2023
საახალწლო დღეებში, 23 დეკემბრიდან 13 იანვრის ჩათვლით მთელი ქვეყნის
მასშტაბით, სადღესასწაულო ღონისძიებები გაიმართება. რას სთავაზობენ
კახეთის მუნიციცაპალიტეტების მოსახლეობას აღნიშნული პერიოდის
განმავლობაში - ამის შესახებ ინფორმაციას კახეთის გუბერნიის
ადმინისტრაცია ავრცელებს.
საახალწლო დღეებში, 23 დეკემბრიდან 13 იანვრის ჩათვლით მთელი ქვეყნის მასშტაბით, სადღესასწაულო ღონისძიებები გაიმართება. რას სთავაზობენ კახეთის მუნიციცაპალიტეტების მოსახლეობას აღნიშნული პერიოდის განმავლობაში - ამის შესახებ ინფორმაციას კახეთის გუბერნიის ადმინისტრაცია ავრცელებს.
12:27 / 19.12.2023
სამართალი
თელავში მომხდარი ქურდობის 4 ფაქტზე 1982 წელს დაბადებული შ.ჯ. დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
11:48 / 27-03-2024
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ, არასრულწლოვნის თანდასწრებით ოჯახში ძალადობის და მუქარის ფაქტებზე, მხილებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელი ა.ბ.
11:35 / 21-02-2024
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო იმერეთის რეგიონში სტიქიის შედეგებთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს.
16:25 / 07-02-2024
ეკონომიკა
საქართველოს 63 მუნიციპალიტეტში, მათ შორის კახეთის რეგიონში, ქალაქებში შესასვლელების აღმნიშვნელი სტენდები მოეწყობა, რომელზეც დამონტაჟდება მუნიციპალიტეტის გერბი, განათებები და ქალაქის დასახელებები.
12:16 / 12-04-2024
USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამისა და წყლის რესურსების მართვის რეფორმის ფარგლებში, სააგენტოს წარმომადგენლები თელავში მედიის წარმომადგენლებს შეხვდნენ.
12:03 / 10-04-2024
სხვა ამბები
ვრცელდება ოპოზიციონერი დეპუტატის, ალეკო ელისაშვილის დაკავების კადრები. რამდენიმე წუთით ადრე, ელისაშვილი მომიტინგეებთან ერთად ირაკლი კობახიძესთან შეხვედრას ითხოვდა.
00:46 / 18-04-2024
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-სპიკერი მოადგილე, ვედანტ პატელი კვლავ ეხმიანება ე.წ „აგენტები კანონს“ და საქართველოს ხელისუფლებას გაფრთხილებების გათვალისწინებისკენ მოუწოდებს, რადგან აღნიშნული კანონი არ შეესაბამება ევროკავშირის ნორმებს.
23:54 / 17-04-2024
საპროტესტო აქციის მონაწილეები მსვლელობით გადავიდნენ მთავრობის კანცელარიისკენ და პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან შეხვედრას ითხოვენ.
23:17 / 17-04-2024
ამერიკული ანალიტიკური ცენტრის, საგარეო პოლიტიკის კვლევის ინსტიტუტის (FPRI) ევრაზიის პროგრამის ხელმძღვანელი ბობ ჰამილტონი საქართველოში ბოლო დღეების მანძილზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით საკუთარ მოსაზრებას ავრცელებს და სოციალურ ქსელში წერს, რომ საქართველოში რუსეთის ინტერვენციაა შესაძლებელი.
22:29 / 17-04-2024
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საპროტესტო აქციას ეხმაურება.
22:08 / 17-04-2024
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის, სოფელ ვარდისუბნის საჯარო სკოლის მოსწავლემ, მარიამ ძამანაშვილმა, „საქართველოს 2024 წლის ჩემპიონატი კრივში მოსწავლეთა შორის“ პირველი ადგილი დაიკავა. ის ასევე „საქართველოს 2023 წლის მოსწავლე მოკრივეთა ჩემპიონატის“ პირველი ადგილის მფლობელია.
13:43 / 25-03-2024
ვალუტა
EUR
EUR
1
3.5859
USD
USD
1
3.2054
GBP
GBP
1
4.2911
TRY
TRY
1
0.2316
RUB
RUB
100
3.2024
ამინდი
გურჯაანი 13 / 23 °C
img
საგარეჯო 12 / 20 °C
img
დ.წყარო 9 / 18 °C
img
სიღნაღი 12 / 24 °C
img
ლაგოდეხი 12 / 21 °C
img
ყვარელი 13 / 23 °C
img
თელავი 12 / 20 °C
img
ახმეტა 12 / 20 °C
img
კალენდარი
«« მაისი 2024 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12

speqtri.ge შენი ვებგვერდი


მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.