კულტურა
გურჯაანის ღვინის ფესტივალზე, სტუმრებს მრავალფეროვანი მუსიკა ელოდებათ
12 ოქტომბერს, მეღვინეობის ქალაქში, გურჯაანში, უკვე მესამედ, გრანდიოზული ღვინის ფესტივალი გაიმართება. ღონისძიება ახტალის პარკში 14:00 საათზე დაიწყება.

ფესტივალზე, ტრადიციულად, წარმოდგენილი იქნება ღვინის კომპანიების და საოჯახო მარნების მიერ წარმოებული სხვადასხვა სახეობის ღვინო და ჭაჭა, ხელნაკეთი ნივთები, თემატური ნამუშევრები, ეთნოგრაფიული ექსპოზიციები. ასევე, მოეწყობა სპეციალურად შექმნილი საშემოდგომო, ისტორიული და კულინარიული პავილიონები, ღვინის ბარი, თათარაობა, ყურძნის მოკრეფა და დაწურვა და სხვა. ფესტივალზე ასევე, წარმოდგენილი იქნება გურჯაანის მუნიციპალიტეტში მიმდინარე მასშტაბური პროექტების და მეღვინეობა-მევენახეობის ექსპოზიციები, ფოტო კუთხეები, მოეწყობა ცოცხალი ძეგლების შოუ და კოსტუმირებული პერფორმანსები.

ღვინის ფესტივალის საორგანიზაციო ჯგუფის ინფორმაციით, წლევანდელი გურჯაანის ღვინის ფესტივალი, გარდა მასშტაბურობისა, გამორჩეული იქნება მუსიკალური ნაწილითაც, რომელიც სხვადასხვა ასაკის და მუსიკალური გემოვნების სტუმრისთვის იქნება შერჩეული.

„მაქსიმალურად ვცდილობთ ფესტივალზე ყველა ასაკის ადამიანისთვის შევქმნათ შესაბამისი საინტერესო და გასართობი გარემო. სწორედ ამიტომ, ფესტივალზე აბსოლუტურად ერთმანეთისგან განსხვავებული ჟანრის რამდენიმე ჯგუფი მოვიწვიეთ. ვცდილობთ ფესტივალით განსაკუთრებით დავაინტერესოთ ახალგაზრდები და 12 ოქტომბერს, ახტალის პარკში რაც შეიძლება ბევრი ახალგაზრდა გვესტუმროს. ჩვენ კი ვეცდებით, რომ მათ შესაბამისი გასართობი და სასიამოვნო გარემო დავახვედროთ “, - განაცხადა გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსმა, ეკა ცისკარაშვილმა.

მისი განცხადებით, 12 ოქტომბერს სტუმრების განწყობაზე იზრუნებენ: ქართული ხმების ტრიო, ფოლკლორული ანსამბლები „გურჯაანი“ და "ხარება", ახალგაზრდებისათვის განსაკუთრებულად საყვარელი მუსკიკალური ბენდი LoudSpeakers-ი და Goofy Land-ი, ღონისძიებას კი დაასრულებს გალა კონცერტი თბილისის ბიგ ბენდის შესრულებით.

გურჯაანის ღვინის ფესტივალის გენერალური სპონსორია სს “m² უძრავი ქონება“ , სპონსორი – საქართველოს ბანკი ბიზნესი. ფესტივალი საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, სსიპ ღვინის ეროვნული სააგენტოსა და სსიპ საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მუდმივი მხარდაჭერით იმართება.

წელს, ფესტივალი ჩაერთო კამპანიაშიც #Spend4SeasonsInGeorgia.


[R]
| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
ოქტომბერი გურჯაანის მუნიციპალიტეტისთვის ფესტივალებით დახუნძლული თვე
იყო. 12 ოქტომბერს, გურჯაანმა ღვინის ფესტივალს უკვე მესამედ და
ბევრად მასშტაბურად უმასპინძლა.
ოქტომბერი გურჯაანის მუნიციპალიტეტისთვის ფესტივალებით დახუნძლული თვე იყო. 12 ოქტომბერს, გურჯაანმა ღვინის ფესტივალს უკვე მესამედ და ბევრად მასშტაბურად უმასპინძლა.
15:09 / 30.10.2019
გურჯაანელებმა გურჯაანის ღვინის ფესტივალზე
სტუმრების მოსაწვევად სოციალურ ქსელში ლაივ-ფლეშმობი მოაწყვეს და 12
ოქტომბერს, 14:00 საათზე, ღვინის ფესტივალზე დაპატიჟეს.
გურჯაანელებმა გურჯაანის ღვინის ფესტივალზე სტუმრების მოსაწვევად სოციალურ ქსელში ლაივ-ფლეშმობი მოაწყვეს და 12 ოქტომბერს, 14:00 საათზე, ღვინის ფესტივალზე დაპატიჟეს.
15:27 / 10.10.2019
გურჯაანში მუსიკალური სკოლის დარბაზში სიმღერის რეგიონალური მესამე
საერთაშორისო კონკურსი ჩატარდა.
გურჯაანში მუსიკალური სკოლის დარბაზში სიმღერის რეგიონალური მესამე საერთაშორისო კონკურსი ჩატარდა.
17:26 / 20.09.2019
21-29 სექტემბერს თელავში მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი გაიმართება.
ფესტივალი კლასიკური მუსიკის ცენტრის ორგანიზებით და საქართველოს
განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს
მხარდაჭერით ტარდება.
21-29 სექტემბერს თელავში მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი გაიმართება. ფესტივალი კლასიკური მუსიკის ცენტრის ორგანიზებით და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით ტარდება.
16:55 / 18.09.2019
ისტორიული ციხე-ქალაქი კვეტერა ახმეტის მუნიციპალიტეტში, მდინარე
ილტოს მარჯვენა ნაპირზე, ახმეტა-თიანეთის დამაკავშირებელი მაგისტრალის
მარცხენა მხარეს მდებარეობს.
ისტორიული ციხე-ქალაქი კვეტერა ახმეტის მუნიციპალიტეტში, მდინარე ილტოს მარჯვენა ნაპირზე, ახმეტა-თიანეთის დამაკავშირებელი მაგისტრალის მარცხენა მხარეს მდებარეობს.
15:03 / 26.08.2019
სხვა ამბები
სოფელ გურჯაანის საჯარო სკოლაში გურჯაანისა და საგარეჯოს საჯარო სკოლების წარჩინებული მოსწავლეების დაჯილდოება გაიმართა.
17:50 / 08-11-2019
თელავის კიკბოქსინგის კლუბ „ჯორჯიას“ სპორტსმენებმა იორმუღანლოში გამართულ WJF6 ტურნირზე 3 პირველი და 2 მეორე ადგილი დაიკავეს.
15:02 / 06-11-2019
საქართველოს ძიუდოს ეროვნული ფედერაციის ორგანიზებით თბილისში უმცროს კადეტთა შორის საერთაშორისო ტურნირი ჩატარდა, სადაც გურჯაანელი სპორტსმენებიც მონაწილეობდნენ.
10:10 / 05-11-2019
ბათუმში გამართულ ცურვის საერთაშორისო ტურნირზე გურჯაანელმა სპორტსმენებმაც მიიღეს მონაწილეობა. ნინო მამუკაშვილმა მესამე ადგილი აიღო და ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
15:51 / 04-11-2019
საქართველოს 12 ქალაქში მასწავლებლის ეროვნულმა სკოლამ დაიწყო ფუნქციონირება. სკოლა ახალი ტიპის მასწავლებლებს უფასოდ მოამზადებს.
11:12 / 04-11-2019
საგნის გამოცდის, საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციების დადასტურებისთვის პირველი ტესტირება 2 ნოემბერს პროფესიულ უნარებში ჩატარდება. როგორც შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრში განმარტავენ, რეგისტრაცია, უმეტესწილად, 10:00 საათზე დაიწყება.
11:28 / 01-11-2019
ვალუტა
EUR
EUR
1
3.2566
USD
USD
1
2.9568
GBP
GBP
1
3.8010
TRY
TRY
1
0.5132
RUB
RUB
100
4.5941
ამინდი
გურჯაანი 4 / 14 °C
img
საგარეჯო 3 / 12 °C
img
დ.წყარო 1 / 11 °C
img
სიღნაღი 3 / 15 °C
img
ლაგოდეხი 2 / 14 °C
img
ყვარელი 4 / 14 °C
img
თელავი 3 / 14 °C
img
ახმეტა 3 / 14 °C
img
კალენდარი
«« ნოემბერი 2019 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 1

speqtri.ge შენი ვებგვერდი


მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.