კულტურა
ასეულობით ლაივ-ვიდეო - ორიგინალური მოწვევა გურჯაანის ღვინის ფესტივალზე [Video]
გურჯაანელებმა გურჯაანის ღვინის ფესტივალზე სტუმრების მოსაწვევად სოციალურ ქსელში ლაივ-ფლეშმობი მოაწყვეს და 12 ოქტომბერს, 14:00 საათზე, ღვინის ფესტივალზე დაპატიჟეს.


სოციალურ ქსელში ერთდროულად რამდენიმე ასეული ცოცხალი ვიდეოჩართვა განხორციელდა, რომელშიც გურჯაანის მერიის, კერძო და საჯარო დაწესებულებებისა და სკოლების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. მათ შორის იყო გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერი არჩილ ხანდამაშვილი.

„ჩემი პირადი გვერდიდან იშვიათად ვაკეთებ ასეთ რამეს, მაგრამ ახლა განსაკუთრებულად მინდა, რომ დაგპატიჟოთ ღვინის ფესტივალზე. ყველა ჩემს მეგობარს, ახლობელს, ნაცნობს, გელოდებით 12 ოქტომბერს, გურჯაანის ღვინის ფესტივალზე. ერთად დავაგემოვნოთ საუკეთესო ქართული ღვინო“, - ასე მიმართა არჩილ ხანდამაშვილმა საზოგადოებას.

სამუშაო ადგილებიდან, სახლიდან, ტრანსპორტიდან, ქუჩიდან - სხვადასხვა ასაკის გურჯაანელებმა ერთსადაიმავე დროს მიმართეს საზოგადოებას და გურჯაანის ღვინის ფესტივალზე მოიწვიეს.
ამასთან ერთად, თითქმის ერთი თვეა, სოციალურ ქსელში მიმდინარეობს ვიდეოკამპანია, სადაც ცნობილი და ნაკლებად ცნობილი ადამიანები ამავე შინაარსის ვიდეო მიმართვებს ავრცელებენ და საზოგადოებას გურჯაანის ღვინის ფესტივალზე ეპატიჟებიან.

შეგახსენებთ, გურჯაანის ღვინის ფესტივალი უკვე მესამე წელია იმართება, წელს ყველაზე მასშტაბური იქნება და 200-ზე მეტი მონაწილე ეყოლება.

გურჯაანის ღვინის ფესტივალის გენერალური სპონსორია სს „m² უძრავი ქონება“ , სპონსორი – საქართველოს ბანკი ბიზნესი. ფესტივალი საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, სსიპ ღვინის ეროვნული სააგენტოსა და სსიპ საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მუდმივი მხარდაჭერით იმართება. წელს, ფესტივალი ჩაერთო კამპანიაშიც #Spend4SeasonsInGeorgia.

[R]

იხილეთ ამავე თემაზე:

12 ოქტომბერს, მეღვინეობის ქალაქი ღვინის ფესტივალს მასპინძლობს
გურჯაანის ღვინის ფესტივალზე, სტუმრებს მრავალფეროვანი მუსიკა ელოდებათ
| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
პატარძეულელმა პოეტმა რომან ზუკაკიშვილმა ლექსების მორიგი კრებული
გამოსცა.
პატარძეულელმა პოეტმა რომან ზუკაკიშვილმა ლექსების მორიგი კრებული გამოსცა. "ჩვენ და წუთისოფელი" (პოეზიის მეორე ტომი) - ასე ჰქვია წიგნს, რომელშიც შეტანილია 500-მდე უმთავრესად ახალი ლექსი.
16:37 / 02.06.2020
გურჯაანში კულტურის ცენტრის წინ, თამარ მეფის ქუჩაზე, 600 კვადრატული
მეტრის სიგრძის სკვერს ჩაუტარდა რეაბილატაცია და მოხდა მისი
გამწვანება. როგორც ააიპ მუნიციპალური კულტურის ცენტრის დირექტორი,
ვალერი შოშიაშვილი ამბობს, ამისთვის 6 ათასი ლარი გაიხარჯა.
გურჯაანში კულტურის ცენტრის წინ, თამარ მეფის ქუჩაზე, 600 კვადრატული მეტრის სიგრძის სკვერს ჩაუტარდა რეაბილატაცია და მოხდა მისი გამწვანება. როგორც ააიპ მუნიციპალური კულტურის ცენტრის დირექტორი, ვალერი შოშიაშვილი ამბობს, ამისთვის 6 ათასი ლარი გაიხარჯა.
12:06 / 07.05.2020
უძველეს სამარხებში, რომელთა შესწავლაც გურჯაანის მუნიციპალიტეტის
სოფელ ძირკოკში დღეს დაიწყეს, ბრინჯაოსაგან დამზადებული ბეჭდები
აღმოაჩინეს. ინფორმაციას ამის შესახებ გურჯაანის მუნიციპალიტეტის
მერიის კულტურის სამსახურის სპეციალისტი, ისტორიკოსი თამაზ
მარკოზაშვილი ავრცელებს.
უძველეს სამარხებში, რომელთა შესწავლაც გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ძირკოკში დღეს დაიწყეს, ბრინჯაოსაგან დამზადებული ბეჭდები აღმოაჩინეს. ინფორმაციას ამის შესახებ გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის სამსახურის სპეციალისტი, ისტორიკოსი თამაზ მარკოზაშვილი ავრცელებს.
23:26 / 01.05.2020
პატარაობისას ყოველთვის ინტერესით ათვალიერებდა განსახვავებულ
ნივთებს. წლები გავიდა, სახლიდან ძველი ნივთების გადაყრა ენანებოდა და
განახლებას ცდილობდა, შემდეგ კი სახლის ინტერიერის გალამაზებას.
პატარაობისას ყოველთვის ინტერესით ათვალიერებდა განსახვავებულ ნივთებს. წლები გავიდა, სახლიდან ძველი ნივთების გადაყრა ენანებოდა და განახლებას ცდილობდა, შემდეგ კი სახლის ინტერიერის გალამაზებას.
18:11 / 21.02.2020
გურჯაანში, სოფელ კარდენახში საქართველოს ისტორიის ერთ-ერთი
წარჩინებული გენერლისა და საზოგადო მოღვაწის კოტე აფხაზის სასახლე
ფაქტობრივად მთლიანად დაშლილია და მხოლოდ საყრდენი კედელიღაა
დარჩენილი.
გურჯაანში, სოფელ კარდენახში საქართველოს ისტორიის ერთ-ერთი წარჩინებული გენერლისა და საზოგადო მოღვაწის კოტე აფხაზის სასახლე ფაქტობრივად მთლიანად დაშლილია და მხოლოდ საყრდენი კედელიღაა დარჩენილი.
12:55 / 20.02.2020
სხვა ამბები
პატარძეულელმა პოეტმა რომან ზუკაკიშვილმა ლექსების მორიგი კრებული გამოსცა. "ჩვენ და წუთისოფელი" (პოეზიის მეორე ტომი) - ასე ჰქვია წიგნს, რომელშიც შეტანილია 500-მდე უმთავრესად ახალი ლექსი.
16:37 / 02-06-2020
იმ შემთხვევაში, თუ განსაზღვრული წლიური ქულა მოსწავლისთვის არ არის დამაკმაყოფილებელი, მას ექნება შესაძლებლობა სკოლის ადმინისტრაციას მიმართოს და კონკრეტულ საგანში ნიშანი აიმაღლოს. - ამის შესახებ განათლების მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა მთავრობის სხდომაზე ანტიკრიზისული გეგმის პრეზენტაციისას განაცხადა.
18:25 / 15-05-2020
როგორც დღეს საქართველოს განათლების მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა, სკოლებში მოსწავლეები ახალი მოდელით შეფასდებიან. მისი განმარტებით, არსებობს შეფასების ორი ფორმა: განმავითარებელი და განსაზღვრული.
17:43 / 15-05-2020
განათლების მინისტრის, მიხეილ ჩხენკელის განცადებით, ერთიანი ეროვნული გამოცდები ჩატარდება იგივე ფორმატით და იგივე დროს, როგორც ადრე.
17:37 / 15-05-2020
დღეს გამართულ მთავრობის სხდომაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარამ განათლების ანტიკრიზისულ გეგმაზე ისაუბრა და კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ 2019–2020 სასწავლო წელი აკადემიურ წლად არ გამოცხადდება.
17:04 / 15-05-2020
გურჯაანში კულტურის ცენტრის წინ, თამარ მეფის ქუჩაზე, 600 კვადრატული მეტრის სიგრძის სკვერს ჩაუტარდა რეაბილატაცია და მოხდა მისი გამწვანება. როგორც ააიპ მუნიციპალური კულტურის ცენტრის დირექტორი, ვალერი შოშიაშვილი ამბობს, ამისთვის 6 ათასი ლარი გაიხარჯა.
12:06 / 07-05-2020
ვალუტა
EUR
EUR
1
3.3422
USD
USD
1
2.9841
GBP
GBP
1
3.7394
TRY
TRY
1
0.4413
RUB
RUB
100
4.3130
ამინდი
გურჯაანი 15 / 31 °C
img
საგარეჯო 14 / 25 °C
img
დ.წყარო 13 / 27 °C
img
სიღნაღი 14 / 32 °C
img
ლაგოდეხი 13 / 28 °C
img
ყვარელი 15 / 31 °C
img
თელავი 14 / 26 °C
img
ახმეტა 13 / 27 °C
img
კალენდარი
«« ივნისი 2020 »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 12345

speqtri.ge შენი ვებგვერდი


მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.