კულტურა
გიორგი ცაგარელის კრიტიკა მოტივაციას მაძლევდა - ლევან ყანდიაშვილი
დაიბადა 1997 წლის 23 ივნისს. დაამთავრა, ქალაქ გურჯაანის N1 საჯარო სკოლა. 2016 წელს ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსისტეტის იურიდიულ ფაკულტეტის სტუდენტი გახდა და მას შემდეგ ძირითადად თბილისში ცხოვრობს. წელს პროექტის პარალელურად ეროვნულ გამოცდებს აბარებდა, სურს კონსერვატორიაში ისწავლოს.

6 წლიდან ცეკვამ გაიტაცა და ამან მიიყვანა მუსიკის სიყვარულამდეც. მუსიკაში პირველი მასწავლებელი იყო ხათუნა ზარდიაშვილი. ცეკვას თემურ ჯანაშვილი ასწავლიდა და საკმაოდ წარმატებულიც იყო თუმცა, შემდგომ მუხლის ტრავმა მიიღო და ცეკვას ჩამოსცილდა. ამის შემდეგ ბოლომდე მუსიკას დაუთმო დრო. მუსიკა და სცენა მასში ბავშვობიდანვე იწვევდა აღფრთოვანებას. ჩვენ მეგაპროექტ „დიდი სცენის“ გამარჯვებულის, ლევან ყანდიაშვილის შესახებ გიყვებით, რომელთანაც speqtri.ge-მ ვრცელი ინტერვიუ ჩაწერა.


- ლევან, რას ნიშნავს პროექტი „დიდი სცენა“ შენთვის?

- ამ პროექტმა ნაწილობრივ ოცნება ამიხდინა. ყველა მომღერალს გულის სიღრმეში უნდა, რომ ოდესმე მსგავსი კონკურსის გამარჯვებული გახდეს და ბრჭყვიალა ქაღალდები ჩამოიყარის სცენაზე, როცა მთავარ ჯილდოს გადასცემენ. ბავშვობაში, სხვებს რომ ვუყურებდი ხოლმე, ხშირად მიოცნებია მათ ადგილზე ყოფნა და ახლა ჩემ გარშემო მოხდა ეს ყველაფერი.

- 2 ლაივის გარდა, ყოველთვის ლიდერი იყავი მაყურებლის ხმებით. რა განცდაა, როდესაც ასეთი მხარდაჭერა გაქვს შენი მსმენელისგან?

- მეგონა, მხოლოდ ზარებით გამოხატავდნენ ჩემს მხარდაჭერას, რადგან კახეთში არ ვიყავი-ხოლმე და უშუალოდ ვერ ვეკონტაქტებოდი ჩემს გულშემატკივარს. როცა ჩამოვედი, ველოსიპედით სპეციალურად გავედი ქუჩაში, რომ ბევრ ადამიანს შევხვედროდი. სრულიად უცხოები მაჩერებენ და როგორც საკუთარ შვილს ან შვილიშვილს, ისე მეფერებიან. მიხარია, რომ მათ ეს დრო, როგორც ოჯახის წევრი, ისე მიმიღეს და ასე გაახარათ ჩემმა გამარჯვებამ.

- ლევან, პირველივე ტურიდან გქონდა ის მოლოდინი, რომ შეიძლებოდა პროექტი მოგეგო? როდის გაჩნდა ეს რწმენა შენში თუ ბოლომდე არ გჯეროდა ამის?

- არ მქონდა მსგავსი განცდა. ძალიან ბევრი პრობლემა შემექმნა ამ პროექტში. თავიდან უბრალოდ არ მინდოდა ქასთინგზე წასვლა, არ მსურდა ზაფხულის ამ რეჟიმში გატარება. ჩემმა ერთ-ერთმა მეგობარმა ძალით წამიყვანა. მერე ხმის პრობლემები დამეწყო, ექიმმა ორი კვირა სიმღერა ამიკრძალა და ამის გამოც ვაპირებდი პროექტის დატოვებას, მაგრამ პროდიუსერებმა არ მომცეს ნება. თავიდან უბრალოდ იმაზე ვფიქრობდი, რომ რამდენი გამოსვლაც მექნებოდა, ყოფილიყო კარგი. პროცესში კი უკვე საკუთარმა თავმა გამაკვირვა, საკუთარი თავისგან არ ველოდი ამდენს და ასე აღმოჩენებით მივიწევდი ფინალამდე. ასეთი მხარდაჭერის მიუხედავად, სიმართლე გითხრათ, ბოლო წამამდე არ მჯეროდა გამარჯვების.

- ვის თვლიდი ყველაზე ძლიერ კონკურენტად და შენ რომ არა, ვის შეიძლებოდა, მოეგო ეს პროექტი?

- კონკურენტად ყველას ვთვლიდი, მართლა. კონკურსს მოიგებდა ის, ვინც ყველაზე მეტად მოინდომებდა და იშრომებდა. მეორე ადგილზე გიორგი ფუტკარაძე გავიდა და თუ უხეშად ვიტყოდი, მაშინ, ალბათ, გიორგი მოიგებდა.


- ჟიურის წევრებზე რა შეგიძლია რომ გვითხრა? ყველაზე კრიტიკული იყო გიორგი ცაგარელი, ნატო მეტონიძე თითქოს უფრო ლმობიერი, ნიკოლოზ რაჭველიც არ გამოირჩეოდა დიდი სიმკაცრით. ცაგარელის კრიტიკა როგორ მოქმედებდა შენზე?


- ხო, ასე ჩანდა და ქულებშიც ასე გამოხატავდნენ. ცაგარელის კრიტიკას რაც შეეხება, არაჩვეულებრივად მოქმედებდა. მაგისმა კრიტიკამ ამამღერა ბოლოს. მოტივაციას მაძლევდა და თვითონაც ამიტომ აკეთებდა, მგონი. პროექტის ბოლოს მითხრა, ვიცოდი, რომ გააკეთებდი და ამიტომ ვამბობდიო.

- ცაგარელმა შესარჩევ ტურზე უარი გითხრა პროექტში მონაწილეობაზე და ბოლო სიმღერის დროს 10-იანი დაგიწერა. რას ნიშნავს ეს შენთვის, თვლი, რომ მიზანი მიღწეულია? ცდილობდი, დაგემტკიცებინა უშუალოდ ცაგარელისთვის, რომ შესარჩევ ტურზე შეცდა?

- კი. მინდოდა თავადვე ეღიარებინა და მინდოდა ქულაშიც გამოეხატა ეს. ბოლოს მითხრა, ძალიან მაგრად იმღერე, სტადიონზე მეგონა თავიო. თავიდანვე არ მინდოდა, მაგრამ აქ დგახარო და დაწერა ათიანი ზუსტად იგივე სიმღერაში, რა სიმღერაზეც უარი მითხრა შესარჩევ ტურში.

- ლევან, დამთავრებული გაქვს იურიდიული ფაკულტეტი. როდესაც იურიდიულზე ჩააბარე, მაშინ ალბათ არ ფიქრობდი, რომ კონსერვატორიაში გააგრძელებდი სწავლას. რატომ ახლა?

- არა, კონსერვატორიაზე სულ ვფიქრობდი. ჩემი ერთ-ერთი ოცნება კონსერვატორიაში სწავლა იყო. უბრალოდ, აღარ შევიცვალე პროფესია, გადავწყვიტე, დამემთავრებინა იურიდიული და მერე ჩამებარებინა. მშობლებსაც არ გავუტეხე გული.

- როგორ ფიქრობ, დღეს, შეიძლება რაიმე ფორმით შეუთავსო იურისტობა სასიმღერო კარიერას?


- კი. ბევრი დრო რომ გავა, როდესაც, ალბათ, ამდენი სურვილები აღარ მექნება და მშვიდად ცხოვრებას გადავწყვეტ, რაიმე ისეთ თანამდებობაზე დავფიქრდები, რომ ისევ კულტურისთვის, ხელოვნებისთვის ვიღვაწო, ოღონდ სხვანაირად, სხვებს დავეხმარო, ან ქალაქს და რეგიონს. ალბათ, მაგ დროს დამჭირდება ეგ პროფესია.

- ლევან, ვის ეძღვნება შენი გამარჯვება?

- პირველ რიგში, საკუთარ თავს. კარგი ბიჭი ყოფილა ლევანი, თურმე. არ ველოდი ამდენს. და მერე დედას და ბებიას ეძღვნება.

- დედა ემიგრაციაშია ახლა. როგორი განცდაა, როდესაც შენი, ალბათ, ყველაზე დიდი გულშემატკივარი შენს გვედრში არ არის ფიზიკურად?


- დიდი ხანია მიჩვეული ვარ მშობლების გარეშე ყოფნას. რაც სტუდენტი გავხდი, დამოუკიდებლად ვცხოვრობ და ზოგადად, დედა ბავშვობიდანვე დამოუკიდებლად ცხოვრებას გვასწავლიდა. რაღაც მომენტში იყო რთული იმიტომ, რომ ემოციურად ყველაზე ახლო კავშირი დედასთან მაქვს. თუმცა, დისტანციურად ჩართული იყო ყველაფერში.

- კონკურსის დასრულებით შენი ცხოვრების ერთი ეტაპი დასრულდა და ახალი ეტაპი დაიწყო. რა იქნება ახლა, რა შეიცვლება შენს ცხოვრებაში?

ფოტოზე: ლევან ყანდიაშვილი დედასთან ერთად

- ახლა იქნება ის, რომ ჩემი გულშემატკივარი მოისმენს ჩემს საავტორო სიმღერებს. მყავს გულშემატკივარი, რომელიც მთხოვს, რომ კიდევ ბევრი ვიმღერო მათთვის. დასვენების შემდეგ, კონსერვატორიასა და პროექტში მიღებული გამოცდილებითა და ცოდნით, საინტერესო პროექტის გაკეთებას ვაპირებ. ამ მიმართულებით საკუთარი გეგმები მაქვს.

ბოლოს კი, მინდა, თქვენი მედიასაშუალებით კიდევ ერთხელ მოვეფერო და მოვესიყვარულო ჩემს გულშემატკივრებს.


იხილეთ ამავე თემაზე:

'დიდი სცენის' გამარჯვებული გურჯაანელი ლევან ყანდიაშვილი გახდა
ჩემი გულშემატკივრების გარეშე არაფერი გამომივიდოდა - ლევან ყანდიაშვილი ფინალშია [Video]
ლევან ყანდიაშვილი „დიდი სცენის“ ნახევარფინალშია [Video]



| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
დღეს, 2 აპრილს, საბავშვო წიგნის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით,
გურჯაანის საბიბლიოთეკო და სამუზეუმო გაერთიანების ორგანიზებით,
ბიბლიოთეკის საბავშვო განყოფილებას ქართველი მწერალი და პოეტი კატო
ჯავახიშვილი ეწვია.
დღეს, 2 აპრილს, საბავშვო წიგნის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, გურჯაანის საბიბლიოთეკო და სამუზეუმო გაერთიანების ორგანიზებით, ბიბლიოთეკის საბავშვო განყოფილებას ქართველი მწერალი და პოეტი კატო ჯავახიშვილი ეწვია.
13:59 / 02.04.2024
სიღნაღის ეროვნულ მუზეუმში ფოტოგამოფენა
სიღნაღის ეროვნულ მუზეუმში ფოტოგამოფენა "იაპონიის ატომური დაბომბვა"გაიხსნა. ფოტოების კოლექცია ასახავს მეორე მსოფლიო ომის დროს იაპონიაში ატომური დაბომბვის შედეგებს.
16:37 / 27.02.2024
31 დეკემბერს, ქალაქ გურჯაანში, გრანდიოზული საახალწლო ღონისძიებები
გაიმართება.
31 დეკემბერს, ქალაქ გურჯაანში, გრანდიოზული საახალწლო ღონისძიებები გაიმართება.
17:09 / 27.12.2023
საახალწლო დღეებში, 23 დეკემბრიდან 13 იანვრის ჩათვლით მთელი ქვეყნის
მასშტაბით, სადღესასწაულო ღონისძიებები გაიმართება. რას სთავაზობენ
კახეთის მუნიციცაპალიტეტების მოსახლეობას აღნიშნული პერიოდის
განმავლობაში - ამის შესახებ ინფორმაციას კახეთის გუბერნიის
ადმინისტრაცია ავრცელებს.
საახალწლო დღეებში, 23 დეკემბრიდან 13 იანვრის ჩათვლით მთელი ქვეყნის მასშტაბით, სადღესასწაულო ღონისძიებები გაიმართება. რას სთავაზობენ კახეთის მუნიციცაპალიტეტების მოსახლეობას აღნიშნული პერიოდის განმავლობაში - ამის შესახებ ინფორმაციას კახეთის გუბერნიის ადმინისტრაცია ავრცელებს.
12:27 / 19.12.2023
სამართალი
თელავში მომხდარი ქურდობის 4 ფაქტზე 1982 წელს დაბადებული შ.ჯ. დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
11:48 / 27-03-2024
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ, არასრულწლოვნის თანდასწრებით ოჯახში ძალადობის და მუქარის ფაქტებზე, მხილებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელი ა.ბ.
11:35 / 21-02-2024
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო იმერეთის რეგიონში სტიქიის შედეგებთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს.
16:25 / 07-02-2024
ეკონომიკა
საქართველოს 63 მუნიციპალიტეტში, მათ შორის კახეთის რეგიონში, ქალაქებში შესასვლელების აღმნიშვნელი სტენდები მოეწყობა, რომელზეც დამონტაჟდება მუნიციპალიტეტის გერბი, განათებები და ქალაქის დასახელებები.
12:16 / 12-04-2024
USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამისა და წყლის რესურსების მართვის რეფორმის ფარგლებში, სააგენტოს წარმომადგენლები თელავში მედიის წარმომადგენლებს შეხვდნენ.
12:03 / 10-04-2024
სხვა ამბები
ვრცელდება ოპოზიციონერი დეპუტატის, ალეკო ელისაშვილის დაკავების კადრები. რამდენიმე წუთით ადრე, ელისაშვილი მომიტინგეებთან ერთად ირაკლი კობახიძესთან შეხვედრას ითხოვდა.
00:46 / 18-04-2024
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-სპიკერი მოადგილე, ვედანტ პატელი კვლავ ეხმიანება ე.წ „აგენტები კანონს“ და საქართველოს ხელისუფლებას გაფრთხილებების გათვალისწინებისკენ მოუწოდებს, რადგან აღნიშნული კანონი არ შეესაბამება ევროკავშირის ნორმებს.
23:54 / 17-04-2024
საპროტესტო აქციის მონაწილეები მსვლელობით გადავიდნენ მთავრობის კანცელარიისკენ და პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან შეხვედრას ითხოვენ.
23:17 / 17-04-2024
ამერიკული ანალიტიკური ცენტრის, საგარეო პოლიტიკის კვლევის ინსტიტუტის (FPRI) ევრაზიის პროგრამის ხელმძღვანელი ბობ ჰამილტონი საქართველოში ბოლო დღეების მანძილზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით საკუთარ მოსაზრებას ავრცელებს და სოციალურ ქსელში წერს, რომ საქართველოში რუსეთის ინტერვენციაა შესაძლებელი.
22:29 / 17-04-2024
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საპროტესტო აქციას ეხმაურება.
22:08 / 17-04-2024
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის, სოფელ ვარდისუბნის საჯარო სკოლის მოსწავლემ, მარიამ ძამანაშვილმა, „საქართველოს 2024 წლის ჩემპიონატი კრივში მოსწავლეთა შორის“ პირველი ადგილი დაიკავა. ის ასევე „საქართველოს 2023 წლის მოსწავლე მოკრივეთა ჩემპიონატის“ პირველი ადგილის მფლობელია.
13:43 / 25-03-2024
ვალუტა
EUR
EUR
1
3.5859
USD
USD
1
3.2054
GBP
GBP
1
4.2911
TRY
TRY
1
0.2316
RUB
RUB
100
3.2024
ამინდი
გურჯაანი 13 / 26 °C
img
საგარეჯო 14 / 26 °C
img
დ.წყარო 11 / 26 °C
img
სიღნაღი 13 / 27 °C
img
ლაგოდეხი 13 / 24 °C
img
ყვარელი 13 / 26 °C
img
თელავი 15 / 27 °C
img
ახმეტა 14 / 27 °C
img
კალენდარი

speqtri.ge შენი ვებგვერდი


მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.