კულტურა
სოფელ ხაშმში რევაზ ინანიშვილის სახლ-მუზეუმის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიის ინიციატივით, სოფელ ხაშმში, მწერალ რევაზ ინანიშვილის სახლ-მუზეუმის აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს.

ტენდერის პირობებით გათვალისწინებულია მთლიანი ან ნაწილობრივი სამშენებლო სამუშაოების ჩატარება, საკანალიზაციო სამუშაოები, სახურავის გადახურვა, ფუნდამენტთან დაკავშირებული სამუშაოები და არტეზიული ჭების გაბურღვა, სამშენებლო სამუშაო რკინა-ბეტონის გამოყენებით, ფოლადის კონსტრუქციების მონტაჟი, მოსაპირკეთებელი, შენობის გაფართოების სამუშაოები და სხვა.

როგორც საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერმა, დავით გულიკაშვილმა განაცხადა, რეაბილიტაციის შემდეგ ეს იქნება რევაზ ინანიშვილის საცხოვრებელი სახლის პირვანდელ კონსტრუქციასთან მაქსიმალურად მიახლოებული შენობა.

„ეს გახლავთ ადგილი, სადაც დიდმა მწერალმა ადრეული ბავშვობის უზრუნველი წლები გაატარა. პროზის აღიარებულმა ოსტატმა სოფელ ხაშმსა და თავის ყმაწვილკაცობის მოგონებებს არაერთი ნაწარმოები მიუძღვნა.
ჩვენ -კი ჩვენი ვალი უნდა მოვიხადოთ ერისა და მომავლის წინაშე, რათა საამაყო მწერლის სახელი უკვდავყოთ და თაობებს ისტორიად შემოვუნახოთ.
ეს სახლ-მუზეუმი იქნება რეზო ინანიშვილის საცხოვრებელი სახლის პირვანდელ კონსტრუქციასთან მაქსიმალურად მიახლოებული შენობა, რათა გავაცოცხლოთ წარსული.
მე ამაყი ვარ, რომ ამ წამოწყების ინიციატორი და იდეის თანაავტორი ვარ. მალე, ერთად, საზეიმო ვითარებაში გავხსნით სახლ-მუზეუმს და ეს იქნება კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და შენარჩუნების მიზნით განხორციელებული კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პროექტი,“ - განაცხადა ავთანდილ გულიკაშვილმა.

ცნობისთვის, სახლ-მუზეუმის რეკონსტრუქციისა და აღდგენითი სამუშაოებისთვის ტენდერი საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიამ 167,775 ლარზე გამოცხადდა. მასში მონაწილეობას სამი პრეტენდენტი იღებდა, თუმცა, შპს „ურიშსა“ და ემ-სი გრუპს ტექნიკური დოკუმენტაციის გამო დისკვალიფიკაცია მიენიჭათ და ტენდერი 165 243 ლარში ი.მ დავით კავთუაშვილმა მოიგო.



| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
დღეს, 2 აპრილს, საბავშვო წიგნის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით,
გურჯაანის საბიბლიოთეკო და სამუზეუმო გაერთიანების ორგანიზებით,
ბიბლიოთეკის საბავშვო განყოფილებას ქართველი მწერალი და პოეტი კატო
ჯავახიშვილი ეწვია.
დღეს, 2 აპრილს, საბავშვო წიგნის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, გურჯაანის საბიბლიოთეკო და სამუზეუმო გაერთიანების ორგანიზებით, ბიბლიოთეკის საბავშვო განყოფილებას ქართველი მწერალი და პოეტი კატო ჯავახიშვილი ეწვია.
13:59 / 02.04.2024
სიღნაღის ეროვნულ მუზეუმში ფოტოგამოფენა
სიღნაღის ეროვნულ მუზეუმში ფოტოგამოფენა "იაპონიის ატომური დაბომბვა"გაიხსნა. ფოტოების კოლექცია ასახავს მეორე მსოფლიო ომის დროს იაპონიაში ატომური დაბომბვის შედეგებს.
16:37 / 27.02.2024
31 დეკემბერს, ქალაქ გურჯაანში, გრანდიოზული საახალწლო ღონისძიებები
გაიმართება.
31 დეკემბერს, ქალაქ გურჯაანში, გრანდიოზული საახალწლო ღონისძიებები გაიმართება.
17:09 / 27.12.2023
საახალწლო დღეებში, 23 დეკემბრიდან 13 იანვრის ჩათვლით მთელი ქვეყნის
მასშტაბით, სადღესასწაულო ღონისძიებები გაიმართება. რას სთავაზობენ
კახეთის მუნიციცაპალიტეტების მოსახლეობას აღნიშნული პერიოდის
განმავლობაში - ამის შესახებ ინფორმაციას კახეთის გუბერნიის
ადმინისტრაცია ავრცელებს.
საახალწლო დღეებში, 23 დეკემბრიდან 13 იანვრის ჩათვლით მთელი ქვეყნის მასშტაბით, სადღესასწაულო ღონისძიებები გაიმართება. რას სთავაზობენ კახეთის მუნიციცაპალიტეტების მოსახლეობას აღნიშნული პერიოდის განმავლობაში - ამის შესახებ ინფორმაციას კახეთის გუბერნიის ადმინისტრაცია ავრცელებს.
12:27 / 19.12.2023
სამართალი
თელავში მომხდარი ქურდობის 4 ფაქტზე 1982 წელს დაბადებული შ.ჯ. დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
11:48 / 27-03-2024
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ, არასრულწლოვნის თანდასწრებით ოჯახში ძალადობის და მუქარის ფაქტებზე, მხილებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელი ა.ბ.
11:35 / 21-02-2024
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო იმერეთის რეგიონში სტიქიის შედეგებთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს.
16:25 / 07-02-2024
ეკონომიკა
საქართველოს 63 მუნიციპალიტეტში, მათ შორის კახეთის რეგიონში, ქალაქებში შესასვლელების აღმნიშვნელი სტენდები მოეწყობა, რომელზეც დამონტაჟდება მუნიციპალიტეტის გერბი, განათებები და ქალაქის დასახელებები.
12:16 / 12-04-2024
USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამისა და წყლის რესურსების მართვის რეფორმის ფარგლებში, სააგენტოს წარმომადგენლები თელავში მედიის წარმომადგენლებს შეხვდნენ.
12:03 / 10-04-2024
სხვა ამბები
ვრცელდება ოპოზიციონერი დეპუტატის, ალეკო ელისაშვილის დაკავების კადრები. რამდენიმე წუთით ადრე, ელისაშვილი მომიტინგეებთან ერთად ირაკლი კობახიძესთან შეხვედრას ითხოვდა.
00:46 / 18-04-2024
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-სპიკერი მოადგილე, ვედანტ პატელი კვლავ ეხმიანება ე.წ „აგენტები კანონს“ და საქართველოს ხელისუფლებას გაფრთხილებების გათვალისწინებისკენ მოუწოდებს, რადგან აღნიშნული კანონი არ შეესაბამება ევროკავშირის ნორმებს.
23:54 / 17-04-2024
საპროტესტო აქციის მონაწილეები მსვლელობით გადავიდნენ მთავრობის კანცელარიისკენ და პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან შეხვედრას ითხოვენ.
23:17 / 17-04-2024
ამერიკული ანალიტიკური ცენტრის, საგარეო პოლიტიკის კვლევის ინსტიტუტის (FPRI) ევრაზიის პროგრამის ხელმძღვანელი ბობ ჰამილტონი საქართველოში ბოლო დღეების მანძილზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით საკუთარ მოსაზრებას ავრცელებს და სოციალურ ქსელში წერს, რომ საქართველოში რუსეთის ინტერვენციაა შესაძლებელი.
22:29 / 17-04-2024
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საპროტესტო აქციას ეხმაურება.
22:08 / 17-04-2024
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის, სოფელ ვარდისუბნის საჯარო სკოლის მოსწავლემ, მარიამ ძამანაშვილმა, „საქართველოს 2024 წლის ჩემპიონატი კრივში მოსწავლეთა შორის“ პირველი ადგილი დაიკავა. ის ასევე „საქართველოს 2023 წლის მოსწავლე მოკრივეთა ჩემპიონატის“ პირველი ადგილის მფლობელია.
13:43 / 25-03-2024
ვალუტა
EUR
EUR
1
3.5859
USD
USD
1
3.2054
GBP
GBP
1
4.2911
TRY
TRY
1
0.2316
RUB
RUB
100
3.2024
ამინდი
გურჯაანი 12 / 26 °C
img
საგარეჯო 12 / 22 °C
img
დ.წყარო 9 / 21 °C
img
სიღნაღი 12 / 28 °C
img
ლაგოდეხი 11 / 23 °C
img
ყვარელი 12 / 26 °C
img
თელავი 12 / 22 °C
img
ახმეტა 12 / 22 °C
img
კალენდარი
«« მაისი 2024 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12

speqtri.ge შენი ვებგვერდი


მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.