სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ქალაქ წნორში,
ევდოშვილის ქუჩაზე, კულტურის და დასვენების პარკის მშენებლობა
დასრულებულია.
როგორც სიღნაღის მერმა, მალხაზ ბეგიაშვილმა განაცხადა, რეკრეაციული
ზონის მოვლისთვის საჭირო ინვენტარი მერიამ შეიძინა და მათ უახლოეს
დღეებში გადაეცემათ.
„უსაფრთხოების მიზნით, კულტურის და დასვენების პარკის მთელ პერიმეტრზე
27 ერთეული ვიდეოკამერის მონტაჟი დღეს დასრულდა, რომლის მეშვეობით
ტერიტორიის სრული კონტროლი 24 საათის განმავლობაში განხორციელდება.
ამჟამად სარწყავი და ელექტრო სისტემები სატესტო რეჟიმში მუშაობს, რათა
დროულად გამოვლინდეს ხარვეზები და სწრაფად მოხდეს მათი აღმოფხვრა.
გაუფრთხილდით პარკს, ნუ დააზიანებთ გარემოს! წინააღმდეგ შემთვევაში
მერია განახორციელებს შესაბამის ღონისძიებებს,“-აცხადებენ
მერიაში.
მასალის გამოყენების პირობები