თელავში მოკლემეტრაჟიანი ფილმების საერთაშორისო ფესტივალი გაიმართება
27-დან 30 სექტემბრის ჩათვლით, თელავი მოკლემეტრაჟიანი ფილმების
საერთაშორისო ფესტივალს „ოქროს მტევანი“ უმასპინძლებს, რომლის
მხარდაჭერია თელავის მუნიციპალიტეტის მერია. ფესტივალის მიზანია, ხელი
შეუწყოს კინოხელოვნების განვითარებას და პოპულარიზაციას როგორც
საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ.
მერიის ინფორმაციით, ფესტივალი წელს საერთაშორისო მასშტაბისაა და მის
ფარგლებში ნაჩვენები იქნება 50-ზე მეტი საკონკურსო ფილმი.
„გასული წლისგან განსხვავებით, წელს ფესტივალი საერთაშორისო მასშტაბის
არის, მასში მონაწილეობის მისაღებად 121 ქვეყნიდან 3 000-ზე მეტი
ფილმი იქნა წარმოდგენილი. ფესტივალის ფარგლებში, 50-ზე მეტი
საკონკურსო ფილმი იქნება ნაჩვენები.
ფესტივალის პროგრამა მრავალფეროვანია - მასში მონაწილეობენ როგორც
მხატვრული, ასევე დოკუმენტური და ანიმაციური ფილმების ავტორები,“ -
აცხადებენ მერიაში.
მათივე ცნობით, ფესტივალის გამარჯვებულს სამ კატეგორიაში გამოავლენს
საერთაშორისო და ქართველი კინოხელოვანებისგან შემდგარი ჟიური.
საკონკურსო პროგრამაში ცალკე კატეგორიადაა წარმოდგენილი ქართული
სტუდენტური ფილმები.
ასევე, წელს ფესტივალს დაემატა ვორკშოპები და მასტერკლასები, რომელსაც
დარგის უცხოელი სპეციალისტები გაუძღვებიან.
მასალის გამოყენების პირობები