კლუბ "ალაზანსა“ და "მარკ სტარსს“ შორის მომხდარ დაპირისპირებაზე
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სადისციპილინო კომიტეტის
გადაწყვეტილება უკვე ცნობილია.
-"სამ-სამ თამაშზე ჩვენს ორ ფეხბურთელს გიორგი ორველაშვილსა და ილია
ბერიაშვილს დისკვლიფიკაცია მისცეს. კომიტეტის გადაწყვეტილებით 3;0
მოგება ჩაგვითვალეს. "მარკ სტარსს 2 000 ლარიანი ჯარიმა დააკისრეს და
მაყურებლის გარეშე სამი თამაში."- განუცხადა speqtri.ge-ს „ალაზანის“
მწვრთნელმა ზვიად ჯავარაშვილმა.
"ალაზანი" სადისციპილინო კომიტეტის გადაწყვეტილებას არ ეთანხმება და
გასაჩივრებას გეგმავს.
გუნდი დღეს მე-2 ლიგის მორიგ კალენდარულ საშინაო მატჩს თელავის გივი
ჩოხელის სახელობის სტადიონზე თბილისის „ოლიმპთან“ გამართავს.
შეხვედრა 15:30 საათზე დაიწყება.
მასალის გამოყენების პირობები