სპორტი
როგორი იქნება ახალი სარაგბო ბაზა პატარძეულში [Video]
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ პატარძეულში ახალი სარაგბო ბაზა აშენდება. ამ დროისთვის უკვე შექმნილია მოდელი, შედგება პროექტი, დაფინანსების მოძიების შემდეგ კი მშენებლობა დაიწყება.
არსებული მოდელის მიხედვით, ტრიბუნა 1000 მაყურებელზე იქნება გათვლილი. გაკეთდება ორი მოედანი, ბუნებრივ და ხელოვნურსაფარიანი. მოეწყობა ოთხი გასახდელი, მსაჯების და სამედიცინო ოთახი, საკონფერენციო და ვიდეოანალიზისთვის განკუთვნილი სივრცე, კვების ბლოკი და სატრენაჟორო დარბაზი.




-„მოდელის შექმნა პირველი ნაბიჯია, რომლის საფუძველზეც პროექტი გაკეთდება. პროექტის შედგენაში დახმარებას მუნიციპალიტეტის მერია შეგვპირდა, სწორედ ამის შემდეგ გვეცოდინება ხარჯთაღრიცხვა. ჯერჯერობით სპონსორი არ გვყავს, მოძიება მოხდება მას მერე, რაც პროექტი გაკეთდება. რაც შეეხება დროს, დანამდვილებითი პასუხის გაცემა არ შემიძლია, რადგან ეს რიგ ფაქტორებზე და პროცედურებზეა დამოკიდებული,“-აღნიშნა „ვეფხვების“ პიარ-მენეჯერმა სოფიო ბილანიშვილმა speqtri.ge-სთან.


ცნობისთვის, რაგბის კლუბი „პატარძეულის ვეფხვები’’ 2001 წელს დაარსდა საქართველოს ნაკრების ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშის, მალხაზ ურჯუკაშვილის ინიციატივით. "ვეფხვებს" სარაგბო ბაზა საკუთარი სახსრებით აქვთ მოწყობილი.

იმის გამო, რომ არსებული სტადიონი მინიმალურ სტანდარტებს ვერ აკმაყოფილებდა, პატარძეულის გუნდს გასულ წელს, რამდენიმე თვის განმავლობაში საკუთარ მოედანზე თამაშის უფლება ჩამორთმეული ჰქონდა. თუმცა გასულ წელსვე მოწესრიგდა მინდვრის საფარი, დამონტაჟდა 100-კაციანი ტრიბუნა, მოეწყო გასახდელები და განათების სისტემა.


იხილეთ ამავე თემაზე:

პატარძეულის "ვეფხვებმა" რუსთავის "ხარები" 49:5 დაამარცხა
პატარძეულის "ვეფხვები" ქუთაისის "აიასთან" დამარცხდა



| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
გურჯაანის სპორტკომპლექსში თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა საქართველოს
ეროვნული ჩემპიონატი დასრულდა, რომელიც 4 დღის განმავლობაში
მიმდინარეობდა.
გურჯაანის სპორტკომპლექსში თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი დასრულდა, რომელიც 4 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა.
11:12 / 10.03.2020
ლაგოდეხში გამართულ კახეთის რეგიონული საჭადრაკო ტურნირზე გურჯაანის
საჭადრაკო კლუბის სპორტმენებმაც მიიღეს მონაწილეობა.
ლაგოდეხში გამართულ კახეთის რეგიონული საჭადრაკო ტურნირზე გურჯაანის საჭადრაკო კლუბის სპორტმენებმაც მიიღეს მონაწილეობა.
16:10 / 05.03.2020
ერევანში გამართულკიკბოქსინგის საერთაშორისო ტურნირზე ახმეტის
მუნიციპალიტეტის კომპლექსური სასპორტო სკოლის კიკბოქსინგის სექციის
ექვსი სპორტსმენი მონაწილეობდა.
ერევანში გამართულკიკბოქსინგის საერთაშორისო ტურნირზე ახმეტის მუნიციპალიტეტის კომპლექსური სასპორტო სკოლის კიკბოქსინგის სექციის ექვსი სპორტსმენი მონაწილეობდა.
17:48 / 02.03.2020
თელავში გამართულ სასკოლო ოლიმპიადის ბადბინტონის რეგიონულ ტურნირზე
ჩუმლაყის ვაჟთა გუნდმა პირველი ადგილი აიღო.
თელავში გამართულ სასკოლო ოლიმპიადის ბადბინტონის რეგიონულ ტურნირზე ჩუმლაყის ვაჟთა გუნდმა პირველი ადგილი აიღო.
11:33 / 25.02.2020
სხვა ამბები
ლაგოდეხელი 17 წლის ერეკლე თურქაძე, ინტერნეტ-სერიალ ,,ნინველში’’ მთავარ როლზე დაამტკიცეს. ამის შესახებ დამწყები მსახიობი თავად გვესაუბრება.
18:03 / 26-06-2020
კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, განათლების სისტემა დისტანციური სწავლების ფორმატზე გადავიდა.
13:32 / 25-06-2020
აბიტურიენტებმა ეროვნული გამოცდების წერა შესაძლოა, პირბადის გარეშე შეძლონ
18:14 / 24-06-2020
გიორგი ლეონიძის შთაგონების წყარო სოფელი პატარძეული იყო და მისი „ნატვრის ხის“ პერსონაჟებიც პატარძეულელები არიანო - ამბობს პოეტი რომან ზუკაკიშვილი.
14:27 / 24-06-2020
ავთანდილ თუნიაშვილი დღემდე ინახავს გასული საუკუნის 50-იანი წლების სიგელებსა და აფიშებს. მისი თქმით, ალბათ, ბევრმა არ იცის, რომ გურჯაანში ქართული ქორეოგრაფიის ფუძემდებელი შოთა თუნიაშვილია, რომლის დამსახურებაცაა რაიონში პირველი ქორეოგრაფიული ანსამბლის დაარსება.
13:20 / 24-06-2020
ხატვა ექვსი წლიდან დაიწყო და მისთვის სერიოზულ გატაცებად იქცა. უფრო ხშირად ღამით ხატავს, განსაკუთრებით კი პეიზაჟები იტაცებს. აკრილის საღებავით მუშაობს, ხშირად კი შერეულ მასალასაც იყენებს.
13:49 / 23-06-2020
ვალუტა
EUR
EUR
1
3.5049
USD
USD
1
3.0651
GBP
GBP
1
3.8715
TRY
TRY
1
0.4465
RUB
RUB
100
4.3127
ამინდი
გურჯაანი 21 / 32 °C
img
საგარეჯო 20 / 29 °C
img
დ.წყარო 19 / 28 °C
img
სიღნაღი 21 / 34 °C
img
ლაგოდეხი 19 / 30 °C
img
ყვარელი 21 / 32 °C
img
თელავი 20 / 31 °C
img
ახმეტა 19 / 31 °C
img
კალენდარი
«« ივლისი 2020 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12

speqtri.ge შენი ვებგვერდი


მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.