სპორტი
„ატლეტიკო მადრიდის“ პრეზიდენტი გურჯაანის „ალაზანით“ დაინტერესდა
გურჯაანის სპორტკომპლექსში შესაძლებელია „ატლეტიკო მადრიდის“ საწვრთნელი ბაზა გაკეთდეს.

როგორც ჩვენთან საუბარში მერის პირველმა მოადგილე, თეიმურაზ ზავრაშვილმა განაცხადა, ამჟამად გუნდის პრეზიდენტთან მოლაპარაკება მიმდინარეობს.
„გურჯაანის საფეხბურთო კლუბის აღორძინების იდეა ჩვენი ტკივილია. გვახსოვს, რომ ის თავის დროზე, საქართველოს პრიზიორი გახდა, თუმცა ამის შემდეგ ყველაზე დაბალ ჯგუფში აღმოვჩნდით. ამჟამად გუნდს ხელფასის მიღების უფლებაც არ აქვს, მხოლოდ შეგვიძლია დავაფინანსოთ მათი მგზავრობა და ფორმები. ეს პრობლემა აწუხებს მერიას და დეპუტატს. ბატონი დავითი იმყოფებოდა ესპანეთში. იქ ჩვენი საელჩოს დახმარებით შეხვდა „ატლეტიკო მადრიდის“ პრეზიდენტს, რომელსაც აუხსნა, რომ არ ვართ ცენტრალური გუნდი და გვიჭირს განვითარება. საუბრის დროს პრეზიდენტის მხრიდან გამოიკვეთა მზადყოფნა, რომ გვერდში დაგვიდგეს. ჯერ ზუსტად არ ვიცით როგორი იქნება დახმარება, შესაძლოა გაკეთდეს საწვრთნელი ბაზა. ამ საკითხებზე ჯერჯერობით მიდის მსჯელობა. “


მისივე თქმით, მომავალში გურჯაანს ეწვევა ჯგუფი, რომელიც ადგილზე შეისწავლის მდგომარეობას.
„მათი მხრიდან არ ყოფილა არანაირი მოთხოვნა, მაგრამ როდესაც სპეციალისტები ჩამოვლენ და გუნდზე დაკვირვებას დაიწყებენ, უნდა იყოს მოწესრიგებული ინფრასტრუქტურა. მოხდა სათადარიგო მოედანის რეაბილიტაცია, ოთხი ათას ადამიანზე კეთდება თანამედროვე სავარძლები, მოეწყობა გარე ტუალეტი და საშხაპეები, ეს ყველაფერი ადგილობრივი ბიუჯეტიდან კეთდება, თუმცა, გვეხმარებიან მეცენატებიც. რაც შეეხება ადმინისტრაციულ შენობას, მას ალბათ თვითონ გააკეთებენ მომავალში. ეს იქნება გურჯაანისთვის დიდი სიახლე.“

მისივე თქმით, თუ როგორ განვითარდება მოვლენები, ეს ჯგუფის ჩამოსვლის შემდეგ გახდება ცნობილი.



| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
თელავში გამართულ სასკოლო ოლიმპიადის ბადბინტონის რეგიონულ ტურნირზე
ჩუმლაყის ვაჟთა გუნდმა პირველი ადგილი აიღო.
თელავში გამართულ სასკოლო ოლიმპიადის ბადბინტონის რეგიონულ ტურნირზე ჩუმლაყის ვაჟთა გუნდმა პირველი ადგილი აიღო.
11:33 / 25.02.2020
22-23 თებერვალს გურჯაანის ნანა იოსელიანისა და გიორგი გიორგაძის
სახელობის საჭადრაკო კლუბმა კახეთის რეგიონულ ჩემპიონატს უმასპინძლა.
კლუბის მენეჯერის, გიორგი ქიტესაშვილის განმარტებით, ტურნირში კახეთის
რვა მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები იღებდნენ მონაწილეობას.
22-23 თებერვალს გურჯაანის ნანა იოსელიანისა და გიორგი გიორგაძის სახელობის საჭადრაკო კლუბმა კახეთის რეგიონულ ჩემპიონატს უმასპინძლა. კლუბის მენეჯერის, გიორგი ქიტესაშვილის განმარტებით, ტურნირში კახეთის რვა მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები იღებდნენ მონაწილეობას.
11:11 / 24.02.2020
28 წლის გურჯაანელი ძალოსანი ნიკა ქაჩლიშვილი საქართველოს ჩემპიონი
კიდევ ერთხელ გახდა. თბილისში გამართულ ძალისმიერ სამჭიდში შინაგან
საქმეთა სამინისტროს სახელით იასპარეზა და 67 კგ წონით კატეგორიაში
პირველი ადგილი მოიპოვა.
28 წლის გურჯაანელი ძალოსანი ნიკა ქაჩლიშვილი საქართველოს ჩემპიონი კიდევ ერთხელ გახდა. თბილისში გამართულ ძალისმიერ სამჭიდში შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელით იასპარეზა და 67 კგ წონით კატეგორიაში პირველი ადგილი მოიპოვა.
00:03 / 23.02.2020
ახაშნის საჯარო სკოლის ვაჟ ხელბურთელთა გუნდი „ჩვენებურები“ კახეთის
სასკოლო ოლიმპიადის გამარჯვებული გახდა. მათ ფინალში ლაგოდეხის გუნდი
8:5 დაამარცხეს.
ახაშნის საჯარო სკოლის ვაჟ ხელბურთელთა გუნდი „ჩვენებურები“ კახეთის სასკოლო ოლიმპიადის გამარჯვებული გახდა. მათ ფინალში ლაგოდეხის გუნდი 8:5 დაამარცხეს.
11:57 / 21.02.2020
თბილისში გამართულ კიკბოქსინგის და კრივის რესპუბლიკურ ტურნირზე,
სიღნაღელმა სპორტსმენებმა ექვსი პირველი ადგილი აიღეს.
თბილისში გამართულ კიკბოქსინგის და კრივის რესპუბლიკურ ტურნირზე, სიღნაღელმა სპორტსმენებმა ექვსი პირველი ადგილი აიღეს.
15:12 / 18.02.2020
სხვა ამბები
საჯარო სკოლის დირექტორობის მსურველთა სასერტიფიკატო გამოცდისთვის რეგისტრაცია უკვე დასრულდა. განათლების სამინისტროს ინფორმაციით, რეგისტრაცია 2 244 აპლიკანტმა გაიარა.
15:58 / 26-02-2020
მე-12 კლასის ექსტერნატის გამოცდების ჩატარების განრიგი ცნობილია . გამოცდები ცენტრალიზებულად (საგანმანათლებლო რესურსცენტრებში), ელექტრონული ფორმით ჩატარდება.
11:45 / 22-02-2020
პირველკლასელთა რეგისტრაციის ვადები უკვე განისაზღვრა. განათლების სამინისტროს ინფორმაციით პირველ ტაპზე 2 მარტიდან 16 მარტის ჩათვლით, რეგისტრაციის გავლა შეეძლება სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირებს.
11:25 / 22-02-2020
ახაშნის საჯარო სკოლის ვაჟ ხელბურთელთა გუნდი „ჩვენებურები“ კახეთის სასკოლო ოლიმპიადის გამარჯვებული გახდა. მათ ფინალში ლაგოდეხის გუნდი 8:5 დაამარცხეს.
11:57 / 21-02-2020
2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის რეგისტრაცია მარტის პირველ ნახევარში დაიწყება და რამდენიმე კვირას გასტანს.
13:26 / 20-02-2020
თბილისში გამართულ კიკბოქსინგის და კრივის რესპუბლიკურ ტურნირზე, სიღნაღელმა სპორტსმენებმა ექვსი პირველი ადგილი აიღეს.
15:12 / 18-02-2020
ვალუტა
EUR
EUR
1
3.0383
USD
USD
1
2.7928
GBP
GBP
1
3.6133
TRY
TRY
1
0.4535
RUB
RUB
100
4.2578
ამინდი
გურჯაანი 2 / 16 °C
img
საგარეჯო 2 / 14 °C
img
დ.წყარო 3 / 12 °C
img
სიღნაღი 2 / 16 °C
img
ლაგოდეხი 3 / 16 °C
img
ყვარელი 2 / 16 °C
img
თელავი 4 / 16 °C
img
ახმეტა 3 / 16 °C
img
კალენდარი

speqtri.ge შენი ვებგვერდი


მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.