სპორტი
სიღნაღში პროფესიონალური კრივის საღამო გაიმართება
22 ივლისს, სიღნაღის ცენტრში, ღია რინგზე, პროფესიონალური კრივის სარეიტინგო ბრძოლები გაიმართება. ტურნირი სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიისა და საქართველოს პროფესიონალური კრივის კავშირის თანამშრომლობით ჩატარდება.

მერიის ინფორმაციით, სულ 12 ორთაბრძოლა გაიმართება, რომლებშიც მონაწილეობას მიიღებენ გამორჩეული პროფესიონალი მოკრივეები საქართველოს სხვადასხვა ქალაქების კრივის კლუბებიდან.

„კრივის საღამოს მთავარ დაპირისპირებებში მეტოქეთა წინააღმდეგ რინგზე გავლენ სიღნაღის საბრძოლო ხელოვნების, კლუბ „მგლების“ (მთავარი მწვრთნელი მიხეილ ბაკაშვილი) მებრძოლები - გოგა კევლიშვილი, გელა თეგაშვილი, აკაკი ფარჯველიანი, გოგა ქავთარაძე და ლევან იანქოშვილი.

ყველა ეს სპორტსმენი უკვე საკმაო ხანია, რაც წარმატებით ასპარეზობს, როგორც საქართველოს, ასევე ევროპის პროფესიონალურ საკრივო შოუებზე. მათ მიერ სიღნაღში გამართული ბრძოლების შედეგები აისახება მოკრივეთა მსოფლიო რეიტინგში.

ღონისძიებას WBC -სა (მსოფლიო კრივის საბჭო) და EBU-ს (ევროპის კრივის კავშირი) მიერ სერტიფიცირებულ მსაჯთა ბრიგადა გიორგი კობახიძის, გელა სხირტლაძის, დავით ნაზარაშვილის, მერაბ მაისურაძის, თამაზ ქართველიშვილისა და არსენა ყარაგვეზაშვილის შემადგენლობით მოემსახურება.

ღონისძიებას საქართველოს პროფესიონალური კრივის კავშირის პრეზიდენტი, ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონი გიორგი კანდელაკი, ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონი რამაზ ფალიანი, საქართველოს პროფესიონალური კრივის კავშირის ვიცე-პრეზიდენტები ვაჟა კვეზერელი, ლევან ხიტირი და ლელა ადუაშვილი, გენერალური მდივანი ხათუნა არონიშიძე, პროფესიონალური კრივის კავშირის მთავარი მწვრთნელი, საქართველოს მრავალგზის ჩემპიონი მინდია ნოზაძე და სხვა ოფიციალური პირები დაესწრებიან.“ - აცხადებენ მერიაში.

საკრივო შოუს წარუძღვება ცნობილი შოუმენი და მსოფლიო კლასის ილუზიონისტი გია ფარადაშვილი.

ორთაბრძოლები 19:00 საათიდან დაიწყება და პირდაპირი რეპორტაჟი გადაიცემა იუთუბის ქართულ საკრივო არხზე - Boxing Season.
| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
თეგები კრივი / სიღნაღი /
ამავე კატეგორიაში
გურჯაანელმა სპორტსმენებმა, ყაზახეთში გამართულ მკლავჭიდის მსოფლიო
ჩემპიონატზე, - 3 ოქროს, 2 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.
გურჯაანელმა სპორტსმენებმა, ყაზახეთში გამართულ მკლავჭიდის მსოფლიო ჩემპიონატზე, - 3 ოქროს, 2 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.
15:08 / 12.09.2023
საქართველოს ძიუდოს ფედერაციის ინფორმაციით, თენგო ზირაქაშვილი 66 კგ.
წონით კატეგორიაში ოქროს მედლის მფლობელი და ევროპის
ჩემპიონი გახდა.
საქართველოს ძიუდოს ფედერაციის ინფორმაციით, თენგო ზირაქაშვილი 66 კგ. წონით კატეგორიაში ოქროს მედლის მფლობელი და ევროპის ჩემპიონი გახდა.
12:50 / 08.09.2023
გურჯაანის კიკბოქსინგის კლუბ მგლების მწვრთნელი, გიორგი ელიკაშვილი,
რომელიც არაერთ საუკეთესო სპორტსმენს ავარჯიშებს, გულშემატკივრებს
სიახლეებს პირდება. როგორც მან speqtri.ge-სთან საუბარში აღნიშნა,
დიდი პაუზის შემდეგ რინგზე ბრუნდება.
გურჯაანის კიკბოქსინგის კლუბ მგლების მწვრთნელი, გიორგი ელიკაშვილი, რომელიც არაერთ საუკეთესო სპორტსმენს ავარჯიშებს, გულშემატკივრებს სიახლეებს პირდება. როგორც მან speqtri.ge-სთან საუბარში აღნიშნა, დიდი პაუზის შემდეგ რინგზე ბრუნდება.
12:47 / 10.08.2023
28-დან 31 ივლისის ჩათვლით ქუთაისში მიმდინარეობდა საერთაშორისო
ტურნირი კიკბოქსინგში, სადაც 250-ზე მეტი სპორტსმენი იღებდა
მონაწილეობას, მათ შორის იყვნენ გურჯანის კიკბოქსინგის კლუბ მგლების
საუკეთესო მებრძოლები.
28-დან 31 ივლისის ჩათვლით ქუთაისში მიმდინარეობდა საერთაშორისო ტურნირი კიკბოქსინგში, სადაც 250-ზე მეტი სპორტსმენი იღებდა მონაწილეობას, მათ შორის იყვნენ გურჯანის კიკბოქსინგის კლუბ მგლების საუკეთესო მებრძოლები.
19:20 / 02.08.2023
სამართალი
ნადირობის სეზონის დაწყებიდან (19 აგვისტო) 31 აგვისტოს ჩათვლით ქვეყნის მასშტაბით უკანონო ნადირობის 97 ფაქტი გამოვლინდა. მათგან კახეთში 7 ფაქტი დაფიქსირდა.
11:30 / 05-09-2023
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვეჯინში 40 წლამდე ასაკის მამაკაცი თანასოფლელმა ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა.
12:06 / 04-09-2023
სოფლებში, ანთოკსა და მარიამჯვარში წყალმომარაგების სისტემის მოწყობის სამუშაოების დასრულდა.
15:32 / 27-07-2023
ეკონომიკა
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯიმითში საბავშვო და სპორტული მოედნები (სატრენაჟორო სივრცე) მოეწყობა. უკვე გამოვლენილია ტენდერში გამარჯვებული კომპანია.
12:27 / 29-09-2023
გურჯაანის ღვინის ფესტივალისთვის დაგეგმილი ღონისძიების ორგანიზებაზე შპს „სივრცე“ იზრუნებს. კომპანია განმეორებით გამოცხადებული ტენდერის ერთადერი მონაწილე იყო.
11:08 / 26-09-2023
სხვა ამბები
გურჯაანის N12 ოლქში 17 საათისთვის ამომრჩეველთა საშუალო აქტივობა დაფიქსირდა. 50234 ამომრჩევლიდან კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღო 13442-მა ამომრჩეველმა, რაც საერთო რაოდენობის 26.76%-ია.
18:20 / 01-10-2023
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თელავში, ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ ის მინიმალური ნდობა, რომელიც შენარჩუნებული იყო პრეზიდენტსა და პრემიერს შორის, დაკარგულია.
17:09 / 28-09-2023
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერის, ავთანდილ გულიკაშვილის გადაწყვეტილებით მიმდინარე წელს ეროვნულ გამოცდებში საუკეთესო შედეგის - 100%-იანი, 70%-იანი და 50%-იანი გრანტის მქონე აბიტურიენტები დაასაჩუქრეს. მათ ერთჯერადი ფულადი ვაუჩერი და სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ.
12:29 / 19-09-2023
საარჩევნო ადმინისტრაცია ამომრჩევლებს შეთავაზებულ ზოგიერთ სერვისსა და ვადებს შეახსენებს. ამასთან დაკავშირებით დღეს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში (ცესკო) საინფორმაციო ბრიფინგი გაიმართა.
16:51 / 16-09-2023
„ჩემთვის ეს საკმაოდ რთული აღმოჩნდა, რადგან ბოლო 10 წელი სწავლასთან შეხება აღარ მქონია, წარსულში კი განათლება სრულიად სხვა სფეროში მივიღე“, — ამბობს ოლექსანდრა ლისა უკრაინიდან. EU4Youth პროგრამის დახმარებით, მან წელს პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში მდებარე ნატოლინის ევროპის კოლეჯი დაამთავრა.
15:42 / 16-09-2023
გურჯაანელმა სპორტსმენებმა, ყაზახეთში გამართულ მკლავჭიდის მსოფლიო ჩემპიონატზე, - 3 ოქროს, 2 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.
15:08 / 12-09-2023
ვალუტა
EUR
EUR
1
3.5859
USD
USD
1
3.2054
GBP
GBP
1
4.2911
TRY
TRY
1
0.2316
RUB
RUB
100
3.2024
ამინდი
გურჯაანი 6 / 13 °C
img
საგარეჯო 6 / 12 °C
img
დ.წყარო 4 / 9 °C
img
სიღნაღი 5 / 14 °C
img
ლაგოდეხი 5 / 11 °C
img
ყვარელი 6 / 13 °C
img
თელავი 6 / 13 °C
img
ახმეტა 5 / 13 °C
img
კალენდარი
«« დეკემბერი 2023 »»
27282930 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31

speqtri.ge შენი ვებგვერდი


მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.