სპორტი
დიდი პაუზის შემდეგ რინგზე ვბრუნდები - გიორგი ელიკაშვილი
გურჯაანის კიკბოქსინგის კლუბ მგლების მწვრთნელი, გიორგი ელიკაშვილი, რომელიც არაერთ საუკეთესო სპორტსმენს ავარჯიშებს, გულშემატკივრებს სიახლეებს პირდება. როგორც მან speqtri.ge-სთან საუბარში აღნიშნა, დიდი პაუზის შემდეგ რინგზე ბრუნდება.

„მე გახლავართ კლუბს „მგლების“ საუკეთესო მებრძოლების მწრთვნელი, ასევე -კრივისა და mma-ს მწრთვნელი. ლიცენზირებული ვარ სამივე სახეობაში. გურჯანის ერთ-ერთი საუკეთესო მებრძოლი ვარ ყველაზე მაღალი რეიტინგით. ჩვენს კლუბს საუკეთესო შედეგი აქვს დადებული. მყავს 16 ქამრის მფლობელი სპორტსმენები. აქედან ზოგს 4 ქამარი აქვს მოპოვებული, არიან ევროპის ჩემპიონები და პრიზიორები. დიდი შემართებით ველოდებით მსოფლიო ჩემპიონატს ოქტომბერში. მოკლედ, დიდი პაუზის შემდეგ რინგზე ვბრუნდები,“ - ამბობს გიორგი ელიკაშვილი.

სპორტსმენის თქმით, მას ვარჯიშში ეხმარება ფედერაციის პრეზიდენტი. ცდილობს მაქსიმალურად ივარჯიშოს და მსოფლიო ჩემპიონატზე გულშემატკივრების იმედები გაამართლოს.

„ტაიბოქსინგისა და კიკბოქსინგის ფედერაციის პრეზიდენტი აქტიურად არის ჩართული ჩემ მომზადებაში, რისთვისაც დიდი მადლობა მინდა გადავუხადო. ასევე მისი მეშვეობით კიკბოქსინგის ნაკრებთან ერთად ვიქნები ორკვირიან ზბორზე, სადაც მაქსიმალურ მომზადებას გავივლი. შემდგომ სექტემბერში გავემგზავრებით ტაილადნში, სამკვირიან მომზადებაზე. ოქტომბერში უკვე გავემგზავრებით ლატვიაში, სადაც მიმიწვიეს დიდ ორგანიზაციაში მსოფლიო ჩემპიონატზე. ჩემს გულშემატკივრებს ვპირდები მაქსიმალურად დავიხარჯები, თქვენს იმედებს გავამართლებ.“


როგორც გიორგი ელიკაშვილი ამბობს, ის ჩემპიონატზე 65 კილოგრამ წონით კატეგორიაში იასპარეზებს, თუმცა, ამისათვის ჯერ 8 კილოგრამი უნდა დაიკლოს.

„წონის კლება ნორმალურ ფარგლებში მიმდინარეობს. ახლა ვარ 73კგ და ბრძოლას გავმართავ 65კგ წონით კატეგორიაში. ყველაფერი კარგად მიდის. შევეცდები ამ ტიტულით დაგიბრუნდეთ საქართველოში.“

გიორგი ელიკაშვილის თქმით, კლუბი „მგლები“ ყოველგვარი ფინანსური დახმარების გარეშე საუკეთესო შედეგებს აღწევს. მისი მიზანია, რაც შეიძლება მეტი ახალგაზრდა იყოს ჩართული სპორტულ ცხოვრებაში.

„კარგს იზამენ, თუ ჩვენს კლუბს ყურადღებას მიაქცევენ. შედეგები საუკეთესო გვაქვს და გვჭირდება პირობები, სადაც მომავალი თაობა, ჩვენი შვილები ჯანმრთელები და სახელოვანი, ტიტულოვანი ვაჟკაცები გაიზრდებიან. ჩვენი სლოგანია ახალგაზრდობა მოვწყვიტოთ ქუჩას. თქვენც დაგვეხმარეთ, რომ მეტი ახალგაზრდა ჩაერთოს ნებისმიერ სპორტში.“

| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
გურჯაანელმა სპორტსმენებმა, ყაზახეთში გამართულ მკლავჭიდის მსოფლიო
ჩემპიონატზე, - 3 ოქროს, 2 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.
გურჯაანელმა სპორტსმენებმა, ყაზახეთში გამართულ მკლავჭიდის მსოფლიო ჩემპიონატზე, - 3 ოქროს, 2 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.
15:08 / 12.09.2023
საქართველოს ძიუდოს ფედერაციის ინფორმაციით, თენგო ზირაქაშვილი 66 კგ.
წონით კატეგორიაში ოქროს მედლის მფლობელი და ევროპის
ჩემპიონი გახდა.
საქართველოს ძიუდოს ფედერაციის ინფორმაციით, თენგო ზირაქაშვილი 66 კგ. წონით კატეგორიაში ოქროს მედლის მფლობელი და ევროპის ჩემპიონი გახდა.
12:50 / 08.09.2023
28-დან 31 ივლისის ჩათვლით ქუთაისში მიმდინარეობდა საერთაშორისო
ტურნირი კიკბოქსინგში, სადაც 250-ზე მეტი სპორტსმენი იღებდა
მონაწილეობას, მათ შორის იყვნენ გურჯანის კიკბოქსინგის კლუბ მგლების
საუკეთესო მებრძოლები.
28-დან 31 ივლისის ჩათვლით ქუთაისში მიმდინარეობდა საერთაშორისო ტურნირი კიკბოქსინგში, სადაც 250-ზე მეტი სპორტსმენი იღებდა მონაწილეობას, მათ შორის იყვნენ გურჯანის კიკბოქსინგის კლუბ მგლების საუკეთესო მებრძოლები.
19:20 / 02.08.2023
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ძირკოკში, 2008-09 წლებში დაბადებულ
კადეტთა ღია პირველობა გაიმართა ქართულ ჭიდაობაში. გურჯაანელების
გარდა, ტურნირში მონაწილეობდნენ სპორტემენები თელავიდან, ლაგოდეხიდან,
ყვარლიდან და საგარეჯოდან.
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ძირკოკში, 2008-09 წლებში დაბადებულ კადეტთა ღია პირველობა გაიმართა ქართულ ჭიდაობაში. გურჯაანელების გარდა, ტურნირში მონაწილეობდნენ სპორტემენები თელავიდან, ლაგოდეხიდან, ყვარლიდან და საგარეჯოდან.
12:41 / 27.07.2023
სამართალი
ნადირობის სეზონის დაწყებიდან (19 აგვისტო) 31 აგვისტოს ჩათვლით ქვეყნის მასშტაბით უკანონო ნადირობის 97 ფაქტი გამოვლინდა. მათგან კახეთში 7 ფაქტი დაფიქსირდა.
11:30 / 05-09-2023
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვეჯინში 40 წლამდე ასაკის მამაკაცი თანასოფლელმა ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა.
12:06 / 04-09-2023
სოფლებში, ანთოკსა და მარიამჯვარში წყალმომარაგების სისტემის მოწყობის სამუშაოების დასრულდა.
15:32 / 27-07-2023
ეკონომიკა
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯიმითში საბავშვო და სპორტული მოედნები (სატრენაჟორო სივრცე) მოეწყობა. უკვე გამოვლენილია ტენდერში გამარჯვებული კომპანია.
12:27 / 29-09-2023
გურჯაანის ღვინის ფესტივალისთვის დაგეგმილი ღონისძიების ორგანიზებაზე შპს „სივრცე“ იზრუნებს. კომპანია განმეორებით გამოცხადებული ტენდერის ერთადერი მონაწილე იყო.
11:08 / 26-09-2023
სხვა ამბები
გურჯაანის N12 ოლქში 17 საათისთვის ამომრჩეველთა საშუალო აქტივობა დაფიქსირდა. 50234 ამომრჩევლიდან კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღო 13442-მა ამომრჩეველმა, რაც საერთო რაოდენობის 26.76%-ია.
18:20 / 01-10-2023
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თელავში, ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ ის მინიმალური ნდობა, რომელიც შენარჩუნებული იყო პრეზიდენტსა და პრემიერს შორის, დაკარგულია.
17:09 / 28-09-2023
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერის, ავთანდილ გულიკაშვილის გადაწყვეტილებით მიმდინარე წელს ეროვნულ გამოცდებში საუკეთესო შედეგის - 100%-იანი, 70%-იანი და 50%-იანი გრანტის მქონე აბიტურიენტები დაასაჩუქრეს. მათ ერთჯერადი ფულადი ვაუჩერი და სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ.
12:29 / 19-09-2023
საარჩევნო ადმინისტრაცია ამომრჩევლებს შეთავაზებულ ზოგიერთ სერვისსა და ვადებს შეახსენებს. ამასთან დაკავშირებით დღეს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში (ცესკო) საინფორმაციო ბრიფინგი გაიმართა.
16:51 / 16-09-2023
„ჩემთვის ეს საკმაოდ რთული აღმოჩნდა, რადგან ბოლო 10 წელი სწავლასთან შეხება აღარ მქონია, წარსულში კი განათლება სრულიად სხვა სფეროში მივიღე“, — ამბობს ოლექსანდრა ლისა უკრაინიდან. EU4Youth პროგრამის დახმარებით, მან წელს პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში მდებარე ნატოლინის ევროპის კოლეჯი დაამთავრა.
15:42 / 16-09-2023
გურჯაანელმა სპორტსმენებმა, ყაზახეთში გამართულ მკლავჭიდის მსოფლიო ჩემპიონატზე, - 3 ოქროს, 2 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.
15:08 / 12-09-2023
ვალუტა
EUR
EUR
1
3.5859
USD
USD
1
3.2054
GBP
GBP
1
4.2911
TRY
TRY
1
0.2316
RUB
RUB
100
3.2024
ამინდი
გურჯაანი 7 / 19 °C
img
საგარეჯო 6 / 15 °C
img
დ.წყარო 0 / 0 °C
img
სიღნაღი 7 / 20 °C
img
ლაგოდეხი 4 / 17 °C
img
ყვარელი 7 / 19 °C
img
თელავი 7 / 16 °C
img
ახმეტა 7 / 15 °C
img
კალენდარი
«« დეკემბერი 2023 »»
27282930 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31

speqtri.ge შენი ვებგვერდი


მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.