ტეხასში, ქალაქ დალასში გამართულ ვეტერან ძიუდოისტთა ღია ჩემპიონატზე
გურჯაანელი არჩილ გოგიაშვილიც მონაწილეობდა, რომელიც მძიმე წონაში
ასპარეზობდა. ის ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა. როგორც თავად
გვიყვება, ჩემპიონატი საკმაოდ მასშტაბური იყო, რადგან 2000-მდე
სპორტსმენი იღებდა მონაწილეობას.
„მასშტაბური ჩემპიონატი იყო, ყველა ასაკობრივ კატეგორიაში და
სავარაუდოდ 2000 სპორტსმენი იღებდა მონაწილეობას. ჩემს წონით
კატეგორიაში 6 მონაწილე ვიყავით.
ორი შეხვედრა მოვიგე. ფინალური შეხვედრა წავაგე ტრავმის გამო თორემ
იმასაც მოვიგებდი. ფინალში შევხვდი ამერიკელ Lafoai Brown-ს.
ამ ტურნირში მონაწილეობას ვიღებდი გურჯაანის მერიის ფინანსური
მხარდაჭერით, რისთვისაც მადლობას ვუხდი გურჯაანის მუნიციპალიტეტის
მერს, გიორგი მაჭავარიანს,“ - ამბობს speqtri.ge-სთან არჩილ
გოგიაშვილი.
მისივე თქმით, სამომაბლოდ გეგმავს ხშირად მიიღოს მონაწილეობა მსგავს
ჩემპიონატებში და ასახელოს მშობლიური გურჯაანი.
მასალის გამოყენების პირობები