ეზოთერული კვლევის მიხედვით, კატა ერთ-ერთი ყველაზე მაგიური ცხოველია დედამიწაზე.
მისი აურა იმდენად ძლიერია, რომ ძალა შესწევს ზეგავლენა მოახდინოს ოჯახის წევრების კეთილდღეობაზეც. მთავარია თავად კატა აღიქვამდეს ამ ოჯახს და სახლის კედლებს "საკუთარ ტერიტორიად".
თუ თქვენ იმ ადამიანთა რიცხვს არ განეკუთვნებით, ვისაც კატები განსაკუთრებულად არ უყვარს და აკვირდებით ფაქტს, რომ მიუხედავად ამისა კატები ხშირად გეგლასუნებიან ფეხებზე მოფერების მიზნით - იცოდეთ, მათ თქვენთვის საკუთარი ენერგიის გაზიარებაც სურთ. ამიტომ სასურველია უხეშად არასოდეს მოიცილოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში იგი არათუ მოგცემთ საკუთარ დადებით ენერგიას, არამედ თქვენსასაც მიითვისებს.
კატები შესანიშნავად იცავენ ოჯახს, ნეგატიური ენერგეტიკის შემოდინებისგან. არანაკლები ოსტატობით ბლოკავენ ე.წ. "თვალს" და ჯადოს. ეზოთერიკოსები ურჩევენ მათ, ვინც საცხოვრებლის გამოცვლას აპირებს, ახალ სახლში პირველ რიგში კატას მისცენ გასეირნების ნება. თუ ისე მოხდა, რომ კატა ახალი საცხოვრებლის შეძენის შემდგომ თქვენი სახლიდან აუხსნელი მიზეზებით დაიკარგა, უნდა იცოდეთ - მან თავის თავზე აიღო ის ნეგატიური ენერგია, რომელიც თქვენს ახალ ბინაში იყო გამეფებული.
გამომდინარე იქედან, რომ კატები კოსმოსური ენერგიის თავისებური "გამტარები" არიან, მათ შეუძლიათ სახლში კეთილდღეობა, სიმშვიდე და სტაბილურობაც მოიყოლონ. დააკვირდით, თუ თქვენი ფისო სახლის რომელიმე კუთხეს განსაკუთრებით სწყალობს და ხშირად ხედავთ იმ წერტილში მოკალათებულს ეს იმის ნიშანია, რომ მან ამ ადგილას ძლიერი ენერგოველი აღმოაჩინა. თუმცა მისთვის ამგვარი ენერგეტიკის განეიტრალება აბსოლუტურად მარტივი საქმეა.
გახსოვდეთ - თუკი ხეები ახდენენ ადამიანისთვის საშიში გამონაბოლქვის ტრასფორმაციას და ჟანგბადის სახით უბრუნებენ ადამიანებს, კატაც იმავე მეთოდით ახერხებს ნეგატიური მუხტი გადაამუშავოს და მფლობელს "გაწმენდილი სახით" დაუბრუნოს უკან.
საუკუნეების მანძილზე, სხვადასხვა ქვეყანაში ექიმები თუ ექიმბაშები კატებს მკურნალის თვისებებსაც მიაწერდნენ. თავში ნახსენები კატისთვის დამახასიათებელი ნეგატიური ბიოველი, მარტივად პოულობს ადამიანის სხეულში არსებულ სენს ან სატკივარს. რის შედეგადაც ალბათ ხშირად დაკვირვებიხართ, რომ კატებს უყვართ პატრონის სხეულის რომელიმე ნაწილზე წოლა. ჩვენი ოთხფეხა მეგობარი, ამ მეთოდით იდეალურად გვაცილებს იმ ნეგატიურ ენერგეტიკას, რომლის გამოც სხვადასხვა ტიპის დაავადება ბუდობს ადამიანის ორგანიზმში.
შავი კატა მფლობელისკენ ოკულტურ შესაძლებლობებში წვდომის ნიჭს იზიდავს.მართალია, ფერის გამო მას ხშირად სდებენ ბრალს ნეგატიურობაში, მაგრამ რეალურად, შავი კატის მფლობელს ცხოვრებაში დიდი ინტელექტუალური შესაძლებლობები ეხსნება.
ჟღალი (მწითური) კატის პატრონს უნდა ახსოვდეს, რომ მისი ოთხფეხა მეგობარი მზის ენერგეტიკას ატარებს,ანუ ინური ენერგიის მფლობელია. შესაბამისად, ასეთი კატა ხელს უწყობს თქვენს სახლში ბარაქის და ფინანსური სტაბილურობის შემოდინებას.
მონაცრისფრო-მტრედისფერი კატები სიყვარულის, კარგი ბედის და ოჯახური სიმყუდროვის მომტანებად ითვლებიან. შემთხვევითი როდია, რომ ტაილანდში ხშირად ჩუქნიან ამ ფერის კატას გასათხოვარ გოგონებს.
თეთრი კატა მთვარის ენერგეტიკის მფლობელია, შესაბამისად, მისი ენერგია იან საწყისს შეესაბამება. იგი მძლავრ სამკურნალო თვისებებს ფლობს. მას შეუძლია პატრონი დეპრესიის შემოტევისაგანაც იხსნას.
ჭრელი ე.წ. "ქოლორფოინთის" ტიპის კატები (სიამის კატა) ეზოთერიკოსების აზრით მფლობელთან წარმატებას, პოპულარობას, საყოველთაო სიყვარულს და ლიდერულ სტატუსს იზიდავს.
ხოლო შავ-თეთრი კატა თქვენს სახლს კარგი და ერთგული მეგობრების სიმრავლით აავსებს.
მასალის გამოყენების პირობები