ფინურმა კვლევამ ლუდი სხვა ალკოჰოლურ სასმელებს შორის იმ მოსაზრებით გამოარჩია, რომ ის სასარგებლოა თირკმელებისთვის.
რეალურად, თქვენ მიერ დალეული თითოეული ბოთლი ლუდი თირკმლებში კენჭების წარმოქმნის რისკს 40%-ით ამცირებს.
1. ლუდი ხელს უწყობს საჭმლის მონელებას. 30 სანტილიტრი მოცულობის ლუდი, განსაკუთრებით კი მუქი ფერის, ხსნადი ბოჭკოს ერთ გრამს შეიცავს. ბოჭკო მნიშვნელოვან როლს ასრულებს ნაწლავების პერისტალტიკაში.
2.ლუდი ამცირებს ცუდი ქოლესტერინის დონეს.
3. ლუდი შეიცავს B ჯგუფის რამდენიმე ვიტამინს (B1, B2, B6 და B12). ჰოლანდიაში ჩატარებული კვლევის თანახმად, ლუდის მსმელების სისხლში B6 ვიტამინის დონე 30 პროცენტით მაღალია. ის B12 ვიტამინის წყაროცაა, რომელიც ანტიანემიური ფაქტორია და საერთოდ არ მოიპოვება საკვების ბევრ სხვა სახეობაში.
4. 2009 წელს ჩატარებული კვლევის მიხედვით, ლუდში შემავალი სილიციუმის მაღალი დონე ხელს უწყობს ძვლების სიმკვრივის ზრდას.
5. ლუდი კურნავს უძილობას. მასში შემავალი ლაქტოფლავინი და ნიკოტინის მჟავა ხელს უწყობს ძილს.
6. ლუდის მომხმარებლებში ინფარქტის რისკი 40-60 პროცენტით დაბალია.
7. ლუდში შემავალი ინგრედიენტები ხელს უწყობს თრომბის პრევენციას.
8. ლუდი აუმჯობესებს მეხსიერებას. კვლევების თანახმად, ლუდის მომხმარებლები ნაკლებად ავადდებიან ალცჰაიმერის დაავადებით და დემენციით.
9. მონრეალის უნივერსიტეტის მკვლევარებმა დადგინეს, რომ დღეში ორი კათხა ლუდი ამცირებს სამუშაოსთან დაკავშირებულ სტრესს და მღელვარებას.
10. თბილი ლუდი შესანიშნავი საშუალებაა გაციების წინააღმდეგ. როდესაც ქერი თბება, ის აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას და ხელს უწყობს თავისუფლად სუნთქვას. ის ასევე ამსუბუქებს სახსრების ტკივილს და აძლიერებს იმუნურ სისტემას. შეათბეთ ბოთლი ლუდი ორთქლის აბაზანაზე და შემდეგ დაამატეთ ოთხი ჩაის კოვზი თაფლი.
11. ლუდი ალამაზებს კანს. ლუდში შემავალი გარკვეული სახეობის ვიტამინები ხელს უწყობს კანის რეგენერაციას და დადებით გავლენას ახდენს პიგმენტაციაზე. თქვენი კანი უფრო გლუვი და ბზინვარე ხდება.
მასალის გამოყენების პირობები