სპექტრი ეთნიკური უმცირესობებისთვის
დუზაგრამის სკოლის დირექტორის მოადგილე გამოცდის შედეგებით კმაყოფილია
ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში 2012-13 სასწავლო წელს გამოსაშვები გამოცდები ორ ეტაპად ჩატარდება. პირველი ეტაპი 2013 წლის 15 თებერვლიდან დაიწყო და 1 მარტამდე გაგრძელდა, ხოლო მეორე ეტაპი 2013 წლის 20 მაისიდან 29 მაისის ჩათვლით გაიმართება. duzagramis skolis direqtoris moadgile გამოცდების ჩაბარების უფლება ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებს და იმ პირებს აქვთ, რომლებმაც სრული ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის დაძლევის მიუხედავად, შესაბამის წელს სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი ვერ მოიპოვეს. ეს პროცესი სხვა სკოლებთან ერთად საგარეჯოს რაიონის სოფელ დუზაგრამის საჯარო სკოლაშიც წარმატებით მიმდინარეობს. როგორც ჩვენთან საუბარში სკოლის დირექტორის მოადგილემ მამედ ჰუსეინოვმა გვითხრა, შედეგებით კმაყოფილია. -"მე-12 კლასში გამოცდაზე 10 ბავშვი გავიდა. სულ სამი გამოცდა ჩატარდა: გეოგრაფიაში, ფიზიკასა და ბიოლოგიაში. ამ საგნებში ყველა ბავშვმა ნორმალური შედეგი აჩვენა. ქულები 6-დან ზემოთ, ცხრა ქულამდე დაიწერა. 10 ქულა არავის აუღია. ტესტები საშუალო სირთულის იყო." _ გვითხრა მან და იქვე დასძინა, რომ ტესტირების დროს, ოთახში არც ერთი საგნის მასწავლებელი არ იმყოფებოდა, რადგან მათი მხრიდან ბავშვების დახმარების მცდელობა არ ყოფილიყო. -"მაკონტროლებელი ფიზიკულტურის მასწავლებელი იყო, რომელმაც ტესტების შესახებ არაფერი იცოდა. გამოცდა საათნახევრის განმავლობაში გრძელდებოდა და შედეგებით უკმაყოფილო არ ვართ. წლევანდელი კურსდამთავრებულებიდან 3 ან 4 ბავშვი აპირებს უმაღლესში ჩაბარებას, იმედია ასეც იქნება და წარმატებებს მიაღწევენ," _ გვითხრა მან.
| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
სამართალი
კაცი, რომელიც გუშინდელ საპროტესტო აქციაზე სპეცრაზმელებმა წააქციეს და ფიზიკურად გაუსწორდნენ, დიმიტრი ბერიძეა.
13:29 / 17-04-2024
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ამ დროისთვის, საპროტესტო აქციის, „კი ევროპას, არა რუსულ კანონს“ 14 მონაწილეა დაკავებული.
00:24 / 16-04-2024
თელავში მომხდარი ქურდობის 4 ფაქტზე 1982 წელს დაბადებული შ.ჯ. დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
11:48 / 27-03-2024
ეკონომიკა
საქართველოს 63 მუნიციპალიტეტში, მათ შორის კახეთის რეგიონში, ქალაქებში შესასვლელების აღმნიშვნელი სტენდები მოეწყობა, რომელზეც დამონტაჟდება მუნიციპალიტეტის გერბი, განათებები და ქალაქის დასახელებები.
12:16 / 12-04-2024
USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამისა და წყლის რესურსების მართვის რეფორმის ფარგლებში, სააგენტოს წარმომადგენლები თელავში მედიის წარმომადგენლებს შეხვდნენ.
12:03 / 10-04-2024
სხვა ამბები
არასამთავრობო ორგანიზაციები „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის სადავო მუხლების შეჩერების მოთხოვნით საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავენ.
15:45 / 30-05-2024
“ცოდნის კაფე” ავრცელებს მიმართვას, რომლითაც კახელები დეპუტატებს კახეთიდან - დავით სონღულაშვილსა და ირაკლი ქადაგიშვილს მიმართავენ და მოუწოდებენ, “გამოიყენონ კახელების მიერ მონიჭებული მანდატი და მხარი არ დაუჭირონ ქვეყნის გარუსების გზას”.
13:05 / 28-05-2024
2015 წელს ქართული ინვესტიციის შედეგად დაარსდა კომპანია „ქართული მილი“.
13:56 / 27-05-2024
ახალი თაობისთვის შექმნილი აპლიკაციით hi app-ით, მოსწავლეებს შეუძლიათ დამოუკიდებლად მართონ საკუთარი ფინანსები და გამოიმუშაონ ფინანსების მართვის უნარები.
19:59 / 23-05-2024
Technovation Girls SAKARTVELO 2024-ის გამარჯვებულები ცნობილია. თიბისისმხარდაჭერით, ალტე უნივერსიტეტისა და „ტექდრო”-ს ორგანიზებით, გლობალური პროექტი TechnovationGirls საქართველოში უკვე მეორედ ხორციელდება.
11:52 / 22-05-2024
მინი ფეხბურთში სასკოლო ლიგის რეგიონული თამაშები დაიწყო, რომელსაც კახეთში გურჯაანი მასპინძლობს. ჩემპიონატში კახეთის რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტის გუნდები მონაწილეობენ.
14:34 / 21-05-2024
ვალუტა
EUR
EUR
1
3.5859
USD
USD
1
3.2054
GBP
GBP
1
4.2911
TRY
TRY
1
0.2316
RUB
RUB
100
3.2024
ამინდი
გურჯაანი 22 / 34 °C
img
საგარეჯო 21 / 32 °C
img
დ.წყარო 20 / 29 °C
img
სიღნაღი 22 / 35 °C
img
ლაგოდეხი 21 / 31 °C
img
ყვარელი 22 / 34 °C
img
თელავი 21 / 32 °C
img
ახმეტა 20 / 32 °C
img
კალენდარი
«« ივნისი 2024 »»
2728293031 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30

speqtri.ge შენი ვებგვერდი


მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.