სპექტრი ეთნიკური უმცირესობებისთვის
ახალგაზრდული კლუბი დუზაგრამის სკოლაში
duzagramis skola2ლელა ჯინჭარაძე დუზაგრამის საჯარო სკოლაში მასწავლებელთა პროფესიული განვითარების პრესცენტრის პროექტის _ "ვასწავლოთ ქართული, როგორც მეორე ენა" ფარგლებში იმყოფება. ნინო ოდიკაძე კი "ქართული ენა მომავალი წარმატებისთვის პროექტს წარმოადგენს." მათი ორგანიზებით სკოლაში არაერთი ღონისძიება ჩატარდა. ბოლოს კი პედაგოგებმა დედის და ქალთა დღესთან დაკავშირებით ღონისძიება მოაწყვეს. -"ამ კონცერტში ყველაზე აქტიური ბავშვები მონაწილეობდნენ. მეხუთე, მეექვსე, მეშვიდე და მერვე კლასის მოსწავლეები. პროგრამაში წარმოდგენილი იყო ლექსები, სიმღერები გაზაფხულსა და დედაზე, ასევე ცეკვები. შესრულდა ოთხი ქართული ცეკვა, რომლებიც ნინო ოდიკაძემ დაადგმევინა. კონცერტი ძირითადად ქართულ ენაზე ჩატარდა. ასეთი ღონისძიებები ჩვენს სკოლაში ხშირად იმართება. თვითონ ბავშვები გვთხოვენ, უხარიათ, როდესაც რაღაც კარგად გამოსდით. ვაპირებთ ბავშვებს შემდეგი კონცერტისთვის კოსტიუმები შევუძინოთ," _ გვითხრა ლელა ჯინჭარაძემ. პედაგოგებმა ის ოთახიც დაგვათვალიერებინა, სადაც მოსწავლეები ქართულ ენა-ლიტერატურას დამატებით, გაკვეთილების შემდეგ ეუფლებიან. duzagramis skola3ალასკარ ალასკაევი, ფასად ფაშაევი სამირ გაჯიევი დუზაგრამის სკოლის უფროსკლასელები არიან. ქართული ენა-ლიტერატურის კლუბში გაკვეთილების შემდეგ მეგობრებთან ერთად ხშირად იკრიბებიან. საგაკვეთილო პროგრამის გარდა მასწავლებლები და მოსწავლეები არაერთ ზოგად თემაზე საუბრობენ. პედაგოგების თქმით, ასეთი გაკვეთილები და არაოფიციალური მიდგომა მოსწავლეებს ძალიან მოსწონთ და აზროვნებაში უფრო მეტად გახსნილები არიან. -"ამ კლუბში მუშაობას ჩვენი პროექტი ითვალისწინებს. კლუბში მეცადინეობა გაკვეთილების შემდეგ მიმდინარეობს, მსურველები მოდიან და ესწრებიან, ეს არ არის სავალდებულო. უბრალოდ თვითონ წყვეტენ იარონ თუ არა. მეცადინეობის პროცეში მხოლოდ ენა-ლიტერატურაზე კი არა, ზოგად თემებზეც ვსაუბრობთ: მეგობრობაზე, სიყვარულზე და ა.შ. ასეთი ურთიერთობა ხელს უწყობს ჩვენს დაახლოებას და ამ ბავშვების ინტეგრირებას. კლუბში კვირაში ორჯერ ვიკრიბებით. ზოგადად ამ პროექტებმა ძალიან შეუწყო ხელი ეთნიკური უმცირესობით დასახლებული სოფლების სკოლებს, რომ მოსწავლეებმა საზოგადოებაში ადაპტირება მოახდინონ. ბოლო წლებია დუზაგრამის სკოლიდან რამდენიმე მოსწავლე სტუდენტიც გახდა," _ ამბობს ლელა ჯინჭარაძე. კლუბის ოთახში განთავსებული ნახატების ნაწილი სამირ გაჯიევს ეკუთვნის. -"დიდი ხანია ვხატავ, ძალიან მომწონს ეს პროცესი. ჩემი ყველა ნახატი ერთნაირად მიყვარს," _ გვითხრა მან. -"სამირი ჩემი ერთ-ერთი პროექტის ფარგლებში, სხვა მოსწავლეებთან ერთად, პანკისის ხეობაში წავიყვანე. ხუთი დღის განმავლობაში ცხოვრობდა ქართველ, ქისტ და აზერბაიჯანელ ბავშვებთან ერთად. იქ მან ძალიან გვასახელა," _ ამბობს ნინო ოდიკაძე. პედაგოები იმედოვნებენ, რომ საგანმანათლებლო პროექტები კვლავ გაგრძელდება. -"თუკი ჩვენ ნამდვილად გვინდა, რომ მოხდეს ამ ბავშვების და ეთნიკური უმცირესობის ინტეგრირება ქართულ საზოგადოებაში, ასეთი პროექტები დიდხანს უნდა გაგრძელდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში ამ წლების შრომა ფასს დაკარგავს." დუზაგრამის სკოლის დირექტორიც მიიჩნევს, რომ სხვადასხვა ღონისძიებებში ახალგაზრდების ჩართულობა აუცილებელი და მნიშვნელოვანია მოსწავლეების ხასიათის ჩამოყალიბებისა, თუ უნარ-ჩვევების განვითარებისათვის. ლანა გულოშვილი
| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
სამართალი
კაცი, რომელიც გუშინდელ საპროტესტო აქციაზე სპეცრაზმელებმა წააქციეს და ფიზიკურად გაუსწორდნენ, დიმიტრი ბერიძეა.
13:29 / 17-04-2024
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ამ დროისთვის, საპროტესტო აქციის, „კი ევროპას, არა რუსულ კანონს“ 14 მონაწილეა დაკავებული.
00:24 / 16-04-2024
თელავში მომხდარი ქურდობის 4 ფაქტზე 1982 წელს დაბადებული შ.ჯ. დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
11:48 / 27-03-2024
ეკონომიკა
საქართველოს 63 მუნიციპალიტეტში, მათ შორის კახეთის რეგიონში, ქალაქებში შესასვლელების აღმნიშვნელი სტენდები მოეწყობა, რომელზეც დამონტაჟდება მუნიციპალიტეტის გერბი, განათებები და ქალაქის დასახელებები.
12:16 / 12-04-2024
USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამისა და წყლის რესურსების მართვის რეფორმის ფარგლებში, სააგენტოს წარმომადგენლები თელავში მედიის წარმომადგენლებს შეხვდნენ.
12:03 / 10-04-2024
სხვა ამბები
დღეს, 14 მაისს, ფართომასშტაბიანი საპროტესტო აქციებს, სტუდენტების მასშტაბური გაფიცვისა თუ საქართველოს დასავლელი პარტნიორების მოწოდებებისა და გაფრთხილებების მიუხედავად, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე რუსული კანონი მესამე, საბოლოო მოსმენით დაამტკიცეს. 84 მომხრე, 30 წინააღმდეგი - ასეთია კენჭისყრის შედეგები.
20:21 / 14-05-2024
რუსული კანონის წინააღმდეგ პროტესტს თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებიც უერთდებიან და სოლიდარობას უცხადებენ გაფიცულ სტუდენტებს თბილისში. მათი მოთხოვნაა დაკავებული მშვიდობიანი მომიტინგეების გათავისუფლებაც.
13:39 / 14-05-2024
მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ, ოლიგარქმა ბიძინა ივანიშვილმა უარი განაცხადა ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ჯიმ ო’ბრაიენთან შეხვედრაზე. ო’ბრაიენის ვიზიტი თბილისში ხვალ, 14 მაისსაა დაგეგმილი.
21:43 / 13-05-2024
დღეს, 13 მაისს, იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა, ფართომასშტაბიანი საპროტესტო აქციის ფონზე, რუსულ კანონს მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა. დღევანდელი საკომიტეტო სხდომა რეკორდულად მოკლე დროში დასრულდა, ის დაახლოებით, 1 წუთსა და 7 წამს გაგრძელდა.
13:04 / 13-05-2024
თბილისში რუსული კანონის საწინააღმდეგო ევროპული მარში ამ წუთებშიც მიმდინარეობს.
22:27 / 11-05-2024
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის, სოფელ ვარდისუბნის საჯარო სკოლის მოსწავლემ, მარიამ ძამანაშვილმა, „საქართველოს 2024 წლის ჩემპიონატი კრივში მოსწავლეთა შორის“ პირველი ადგილი დაიკავა. ის ასევე „საქართველოს 2023 წლის მოსწავლე მოკრივეთა ჩემპიონატის“ პირველი ადგილის მფლობელია.
13:43 / 25-03-2024
ვალუტა
EUR
EUR
1
3.5859
USD
USD
1
3.2054
GBP
GBP
1
4.2911
TRY
TRY
1
0.2316
RUB
RUB
100
3.2024
ამინდი
გურჯაანი 17 / 29 °C
img
საგარეჯო 15 / 25 °C
img
დ.წყარო 16 / 24 °C
img
სიღნაღი 17 / 31 °C
img
ლაგოდეხი 16 / 26 °C
img
ყვარელი 17 / 29 °C
img
თელავი 16 / 27 °C
img
ახმეტა 14 / 26 °C
img
კალენდარი
«« ივნისი 2024 »»
2728293031 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30

speqtri.ge შენი ვებგვერდი


მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.