სპექტრი ეთნიკური უმცირესობებისთვის
ბოლო ზარი - დაუვიწყარი ღონისძიება მოსწავლეებისა და პედაგოგებისთვის
ბოლო ზარის ტრადიცია საქართველოში დიდი ხანია არსებობს. სასწავლო წლის დამთავრების შემდეგ ღონისძიება ყველა სკოლაში იმართება, რომელშიც გამოსაშვები კლასის მოსწავლეები იღებენ მონაწილეობას. მასწავლებლები მათ სკოლის დამთავრებას და ახალი ცხოვრების დაწყებას ულოცავენ. ტრადიციისამებრ, მომდევნო დღეებში ბანკეტი იმართება, სადაც მოსწავლეებთან ერთად მასწავლებლებიც არიან ჩართულები. ამ ღონისძიებების შესახებ იორმუღანლოს თემის საჯარო სკოლების პედაგოგებს გავესაუბრეთ. -"ჩვენთან სკოლაში ბოლო ზარის ღონისძიება, ყოველთვის ტარდება. იქ დაპატიჟებულები არიან მასწავლებლები, მოსწავლეები, პირველ კლასელები, მშობლები და კიდევ ის ადამიანები, რომლებმაც 10 წლის წინ დაამთავრეს სკოლა. ამ დღეს ბავშვები სოფლის გარეთ ბუნებაში გადიან და სამახსოვრო სურათებს იღებენ. შემდეგ იმართება დიდი კონცერტი. მე-12 კლასელები მღერიან, ცეკვავენ და კითხულობენ ლექსებს, ხოლო მოგვიანებით სკოლაში იშლება სუფრა, სასმელის გარეშე, რომელიც ერთობლივი ძალით საღამოს ერთ-ერთ ოჯახში გრძელდება. იქ დაპატიჟებულები არიან სკოლის პედაგოგები და მშობლები," _ გვითხრა დუზაგრამის სკოლის დაწყებითი კლასის მასწავლებელმა მუსლიმ აბუზაროვმა. როგორც ჩვენთან საუბარში ლამბალოს სკოლის ქართული ენის პედაგოგმა რუსუდან დუჩიძემ აღნიშნა, მისთვის შარშანდელი ბოლო ზარი ძალიან შთამბეჭდავი იყო. -"ბოლო ზარის ღონისძიება შარშან ძველი სკოლის ეზოში ჩატარდა, რომელიც ჯერ დანგრეული არ იყო. ეზოს შუაგულში მოწყობილი იყო სცენა, სადაც მორიგეობით ადიოდნენ მოსწავლეები და თავიანთ ნიჭს წარმოაჩენდნენ. იყო ბევრი ლექსი, სიმღერა, ცეკვა... მოსწავლეები ასევე გამოდიოდნენ სიტყვით. პედაგოგები მე-12 კლასის მოსწავლეებს სკოლის დამთავრებას და ცხოვრების ახალ ასპარეზზე გასვლას ულოცავდნენ. ძალიან საინტერესო და ლამაზი ღონისძიება გამოვიდა. ბანკეტზე, რომელიც ორი დღის განმავლობაში, ერთ-ერთ ოჯახში გაიმართა, თანამედროვე დონეზე იყო ორგანიზებული. ღონისძიებაზე მშობლები და თითქმის ყველა მასწავლებელი დაპატიჟეს. სუფრას ერთ-ერთი მოსწავლე უძღვებოდა. ძალიან ლამაზი საღამო იყო და ყველა კმაყოფილი დარჩა," _ გვითხრა რუსუდან დუჩიძემ. პედაგოგები და მოსწავლეები იმედოვნებენ, რომ წლევანდელი ღონისძიება ისეთი მასშტაბური და შთამბეჭდავი იქნება, როგორც გასულ წლებში იყო. მარინა ბეროშვილი
| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
სამართალი
კაცი, რომელიც გუშინდელ საპროტესტო აქციაზე სპეცრაზმელებმა წააქციეს და ფიზიკურად გაუსწორდნენ, დიმიტრი ბერიძეა.
13:29 / 17-04-2024
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ამ დროისთვის, საპროტესტო აქციის, „კი ევროპას, არა რუსულ კანონს“ 14 მონაწილეა დაკავებული.
00:24 / 16-04-2024
თელავში მომხდარი ქურდობის 4 ფაქტზე 1982 წელს დაბადებული შ.ჯ. დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
11:48 / 27-03-2024
ეკონომიკა
საქართველოს 63 მუნიციპალიტეტში, მათ შორის კახეთის რეგიონში, ქალაქებში შესასვლელების აღმნიშვნელი სტენდები მოეწყობა, რომელზეც დამონტაჟდება მუნიციპალიტეტის გერბი, განათებები და ქალაქის დასახელებები.
12:16 / 12-04-2024
USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამისა და წყლის რესურსების მართვის რეფორმის ფარგლებში, სააგენტოს წარმომადგენლები თელავში მედიის წარმომადგენლებს შეხვდნენ.
12:03 / 10-04-2024
სხვა ამბები
არასამთავრობო ორგანიზაციები „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის სადავო მუხლების შეჩერების მოთხოვნით საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავენ.
15:45 / 30-05-2024
“ცოდნის კაფე” ავრცელებს მიმართვას, რომლითაც კახელები დეპუტატებს კახეთიდან - დავით სონღულაშვილსა და ირაკლი ქადაგიშვილს მიმართავენ და მოუწოდებენ, “გამოიყენონ კახელების მიერ მონიჭებული მანდატი და მხარი არ დაუჭირონ ქვეყნის გარუსების გზას”.
13:05 / 28-05-2024
2015 წელს ქართული ინვესტიციის შედეგად დაარსდა კომპანია „ქართული მილი“.
13:56 / 27-05-2024
ახალი თაობისთვის შექმნილი აპლიკაციით hi app-ით, მოსწავლეებს შეუძლიათ დამოუკიდებლად მართონ საკუთარი ფინანსები და გამოიმუშაონ ფინანსების მართვის უნარები.
19:59 / 23-05-2024
Technovation Girls SAKARTVELO 2024-ის გამარჯვებულები ცნობილია. თიბისისმხარდაჭერით, ალტე უნივერსიტეტისა და „ტექდრო”-ს ორგანიზებით, გლობალური პროექტი TechnovationGirls საქართველოში უკვე მეორედ ხორციელდება.
11:52 / 22-05-2024
მინი ფეხბურთში სასკოლო ლიგის რეგიონული თამაშები დაიწყო, რომელსაც კახეთში გურჯაანი მასპინძლობს. ჩემპიონატში კახეთის რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტის გუნდები მონაწილეობენ.
14:34 / 21-05-2024
ვალუტა
EUR
EUR
1
3.5859
USD
USD
1
3.2054
GBP
GBP
1
4.2911
TRY
TRY
1
0.2316
RUB
RUB
100
3.2024
ამინდი
გურჯაანი 18 / 32 °C
img
საგარეჯო 17 / 30 °C
img
დ.წყარო 18 / 27 °C
img
სიღნაღი 18 / 33 °C
img
ლაგოდეხი 17 / 28 °C
img
ყვარელი 18 / 32 °C
img
თელავი 17 / 31 °C
img
ახმეტა 16 / 31 °C
img
კალენდარი
«« ივნისი 2024 »»
2728293031 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30

speqtri.ge შენი ვებგვერდი


მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.