სპექტრი ეთნიკური უმცირესობებისთვის
დუზაგრამის სკოლის მოსწავლეებმა ოლიმპიადაზე გაიმარჯვეს
დუზაგრამის სკოლაში ბევრი ნიჭიერი ბავშვია, მათ შორის: მე-7 კლასის მოსწავლეები მახმად აბუზაროვი და აითაჯ ქაზუმოვა. რომლებმაც შარშან ქალაქ რუსთავში გამართულ ოლიმპიადაზე პირველი და მეორე ადგილი დაიკავეს. როგორც ჩვენთან საუბარში მახმად აბუზაროვმა აღნიშნა, ეს მისთვის ძალიან მნიშვნელოვანი დღე იყო. -"რუსთავში თურქულ ლიცეუმ "ცაღლარში" ოლიმპიადა ჩატარდა, სადაც სხვადასხვა რაიონებიდან ჩამოსული მოსწავლეებიც იღებდნენ მონაწილეობას. ტესტირება ქართულ ენაში და მათემატიკაში გაიმართა. სულ 60 კითხვა იყო, რომელიც კარგად დავწერე და პირველი ადგილი დავიკავე. ძალიან კმაყოფილი და ბედნიერი ვიყავი, ეს ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო. საერთოდაც სკოლაში კარგად ვსწავლობ, ყველა საგანში ათოსანი ვარ. განსაკუთრებულად მაინც ქართული, აზერბაიჯანული და ინგლისური საგნები მიყვარს," _ გვითხრა მან. თავის შთაბეჭდილებებზე გვესაუბრა მეორე ადგილის მფლობელი აითაჯ ქაზუმოვა. -"რუსთავში მეც ვიყავი, სადაც ტესტირება გავიარეთ. მართალია, კარგად ვსწავლობ, მაგრამ მაინც ძალიან ვღელავდი. არ ვიცოდი რა შედეგები მექნებოდა. სულ სამოცი კითხვა იყო და სწორი პასუხები გავეცი. ძალიან ბევრი ბავშვი იყო და ყველა ღელავდა. სკოლაში ათოსანი ვარ. ყველაზე ძალიან მათემატიკია, ისტორია, ინგლისური, ქართული და ზოოლოგია მიყვარს. სკოლას რომ დავამთავრებ, მინდა სწავლა უმაღლეს სასწავლებელში გავაგრძელო და ექიმის პროფესიას დავეუფლო," _ გვითხრა მან. თამილა ალიევა და ვაფა დუნიამალიევა სოფელ თულარის სკოლის დაწყებითი კლასის მოსწავლეები არიან. როგორც ჩვენთან საუბარში ქართული ენის პედაგოგმა ირმა ჭიკაძემ აღნიშნა, მათ ფილიალში ბევრი ნიჭიერი ბავშვი სწავლობს, მაგრამ ეს მოსწავლეები თავიანთი აქტიურობით მაინც ყველასგან გამოირჩევიან. -"დაწყებითი კლასის მოსწავლეებს ქართულ ენასა და ლიტერატურას ვასწავლი. სკოლაში ხშირად გვაქვს ღონისძიებები: მაგალითად, საახალწლო, ბაირამობისთვის, 8 მარტისთვის და სხვა, სადაც ეს ბავშვები აქტიურად იღებენ მონაწილეობას და სხვებისგანაც გამოირჩევიან," _ გვითხრა მან. photo5როგორც ჩვენთან საუბარში თამილა ალიევამ აღნიშნა, მას სკოლაში სიარული, მასწავლებლები და თავისი მეგობრები ძალიან უყვარს. -"საგნებიდან ყველაზე კარგად ქართულს ვსწავლობ. ასევე ძალიან მიყვარს სიმღერა, რომელიც ირმა მასწავლებელმა მასწავლა. ხშირად გამოვდივარ სკოლაში გამართულ ღონისძიებებზე, საახალწლო კარნავალშიც ვმონაწილეობდი. ძალიან მიყვარს ქართული სიმღერები, რომელსაც სახლშიც ხშირად ვმღერი. ამასთან ერთად კარგად ვხატავ და ვცეკვავ კიდეც." _ გვითხრა მან. ვაფა დუნიამალიევაც მე-3 კლასშია და მასაც თამილას მსგავსად ძალიან უყვარს სიმღერა, რომელიც მისივე თქმით, ირმა მასწავლებლის დამსახურებაა. -"სიმღერა ძალიან რომ მიყვარს, ეს ირმა მასწავლებლის დამსახურებაა. ის ძალას არ იშურებს, რომ რამე შეგვასწავლოს. სულ გვერდით გვიდგას და ყურადღებას არ გვაკლებს. გარდა ამისა, კარგად ვხატავ და ძერწითაც ვმუშაობ. ოჯახში ჩემი სიმღერა ძალიან მოსწონთ და ბევრ შექებასაც ვიმსახურებ," _ გვითხრა მან. მოკლე დროში ამ სკოლის პედაგოგები დედა ენის დღესთან დაკავშირებით ღონისძიებების ჩატარებას აპირებენ, სადაც როგორც ყოველთვის, თამილა და ვაფაც აპირებენ მონაწილეობის მიღებას, რაც მათ ძალიან უხარიათ. მარინა ბეროშვილი
| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
სამართალი
თელავში მომხდარი ქურდობის 4 ფაქტზე 1982 წელს დაბადებული შ.ჯ. დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
11:48 / 27-03-2024
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ, არასრულწლოვნის თანდასწრებით ოჯახში ძალადობის და მუქარის ფაქტებზე, მხილებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელი ა.ბ.
11:35 / 21-02-2024
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო იმერეთის რეგიონში სტიქიის შედეგებთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს.
16:25 / 07-02-2024
ეკონომიკა
საქართველოს 63 მუნიციპალიტეტში, მათ შორის კახეთის რეგიონში, ქალაქებში შესასვლელების აღმნიშვნელი სტენდები მოეწყობა, რომელზეც დამონტაჟდება მუნიციპალიტეტის გერბი, განათებები და ქალაქის დასახელებები.
12:16 / 12-04-2024
USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამისა და წყლის რესურსების მართვის რეფორმის ფარგლებში, სააგენტოს წარმომადგენლები თელავში მედიის წარმომადგენლებს შეხვდნენ.
12:03 / 10-04-2024
სხვა ამბები
ვრცელდება ოპოზიციონერი დეპუტატის, ალეკო ელისაშვილის დაკავების კადრები. რამდენიმე წუთით ადრე, ელისაშვილი მომიტინგეებთან ერთად ირაკლი კობახიძესთან შეხვედრას ითხოვდა.
00:46 / 18-04-2024
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-სპიკერი მოადგილე, ვედანტ პატელი კვლავ ეხმიანება ე.წ „აგენტები კანონს“ და საქართველოს ხელისუფლებას გაფრთხილებების გათვალისწინებისკენ მოუწოდებს, რადგან აღნიშნული კანონი არ შეესაბამება ევროკავშირის ნორმებს.
23:54 / 17-04-2024
საპროტესტო აქციის მონაწილეები მსვლელობით გადავიდნენ მთავრობის კანცელარიისკენ და პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან შეხვედრას ითხოვენ.
23:17 / 17-04-2024
ამერიკული ანალიტიკური ცენტრის, საგარეო პოლიტიკის კვლევის ინსტიტუტის (FPRI) ევრაზიის პროგრამის ხელმძღვანელი ბობ ჰამილტონი საქართველოში ბოლო დღეების მანძილზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით საკუთარ მოსაზრებას ავრცელებს და სოციალურ ქსელში წერს, რომ საქართველოში რუსეთის ინტერვენციაა შესაძლებელი.
22:29 / 17-04-2024
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საპროტესტო აქციას ეხმაურება.
22:08 / 17-04-2024
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის, სოფელ ვარდისუბნის საჯარო სკოლის მოსწავლემ, მარიამ ძამანაშვილმა, „საქართველოს 2024 წლის ჩემპიონატი კრივში მოსწავლეთა შორის“ პირველი ადგილი დაიკავა. ის ასევე „საქართველოს 2023 წლის მოსწავლე მოკრივეთა ჩემპიონატის“ პირველი ადგილის მფლობელია.
13:43 / 25-03-2024
ვალუტა
EUR
EUR
1
3.5859
USD
USD
1
3.2054
GBP
GBP
1
4.2911
TRY
TRY
1
0.2316
RUB
RUB
100
3.2024
ამინდი
გურჯაანი 11 / 20 °C
img
საგარეჯო 11 / 17 °C
img
დ.წყარო 9 / 14 °C
img
სიღნაღი 11 / 21 °C
img
ლაგოდეხი 9 / 17 °C
img
ყვარელი 11 / 20 °C
img
თელავი 11 / 18 °C
img
ახმეტა 10 / 18 °C
img
კალენდარი
«« მაისი 2024 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12

speqtri.ge შენი ვებგვერდი


მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.