სპექტრი ეთნიკური უმცირესობებისთვის
აფათ ალიევას საყვარელი ლექსი იოსებ ნონეშვილის "მასწავლებელია"
kazlaris skolis moscavleebiაფათ ალიევა ერთ-ერთია იმ ას ორმოცდათვრამეტ მოსწავლეს შორის, რომლებიც კაზლარის სკოლაში დადიან. სკოლა პირობითად, თორემ ბავშვებს სწავლა კერძო სახლში უწევთ. კლასებად გადაკეთებული ოთახები, რკინის ნაჭერზე დადებული ქვა, რომელიც ზარის ფუნქციას ასრულებს და პატარა ეზო _ ასე გამოიყურება კაზლარის შვიდწლიანი სკოლა. ადგილობრივები უკვე წლებია ამ სოფელში სრულ საჯარო სკოლას ითხოვენ, მაგრამ უშედეგოდ. გაუსაძლისი მდგომარეობა ერთნაირად აწუხებთ მშობლებს, ბავშვებს და პედაგოგებს. -"დიდი ხანია ასეთ დღეში ვართ. ხედავთ რა პირობებში გვიწევს გაკვეთილების ჩატარება! სხვაგან ადგილი რომ არ გვქონდა ამ ოთახში ზედმეტი სკამებიც გვიდგას. რომელიც ლამბალოს სკოლას ეკუთვნის, მაგრამ ჯერ საძირკველიც კი არ ჩაყრილა," _ გვითხრა მათემატიკის მასწავლებელმა ალი აბდულაევმა. შვიდი კლასის დამთავრების შემდეგ კაზლარის სკოლის მოსწავლეები სწავლას ლამბალოს სკოლაში აგრძელებენ. მაგრამ ალი აბდულაევის თქმით, რადგან კაზლარი დანარჩენი სოფლებიდან შვიდი-რვა კილომეტრის მოშორებითაა და ბავშვებს მეზობელ სოფელში, სწავლის გასაგრძელებლად, სიარული უჭირთ. "სპექტრი" აღნიშნულ საკითხზე გასულ ნომერშიც წერდა. ცნობილია, რომ 2013 წლიდან განათლების სამინისტრომ სოფლებისთვის, სადაც სკოლა დასახლებული პუნქტიდან მოშორებით მდებარეობს, ავტობუსები გამოყო. ინფორმაცია, რომ ტრანსპორტი კაზლარშიც დაინიშნებოდა მაშინ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელმა მანანა ცუცქირიძემაც დაგვიდასტურა. თუმცა, როგორც ადგილობრივებმა გვითხრეს, კაზლარში ავტობუსი ამ დრომდე არ გამოჩენილა. აფათ ალიევა ჯერ მხოლოდ მესამე კლასის მოსწავლეა. ამიტომაც მის მშობლებს არ უწევთ ფიქრი, როგორ წავიდეს სკოლაში. იქვე ცხოვრობს, გაკვეთილებს არ აცდენს. ამბობს, რომ ყველა საგანი ერთნაირად უყვარს და სკოლაში ყოველთვის მომზადებული მიდის. -"მათემატიკა, ბუნება, ქართული ენა, ხატვა, სპორტი ამ საგნებს ვსწავლობ, ყველა გაკვეთილი ძალიან მიყვარს," _ გვითხრა აფათმა. პატარა გოგონა თავისუფალ დროს ხეებს, ყვავილებს, ჩიტებს ხატავს. "სპექტრს" ისიც გაუმხილა, რომ ქართველი პოეტის, იოსებ ნონეშვილის _ "მასწავლებელი" ძალიან უყვარს, რომელიც ხალისით წაგვიკითხა. მერე დაამატა, რომ სხვა ქართული ლექსების სწავლასაც აპირებს. კაზლარის სკოლაში ბევრი, აფათ ალიევას მსგავსი ნიჭიერი მოსწავლე ჰყავთ. მათი სურვილია, საკუთარ სოფელში, განათლების სრული კურსის მიღების საშუალება მიეცეთ. ლანა გულოშვილი
| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
სამართალი
თელავში მომხდარი ქურდობის 4 ფაქტზე 1982 წელს დაბადებული შ.ჯ. დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
11:48 / 27-03-2024
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ, არასრულწლოვნის თანდასწრებით ოჯახში ძალადობის და მუქარის ფაქტებზე, მხილებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელი ა.ბ.
11:35 / 21-02-2024
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო იმერეთის რეგიონში სტიქიის შედეგებთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს.
16:25 / 07-02-2024
ეკონომიკა
საქართველოს 63 მუნიციპალიტეტში, მათ შორის კახეთის რეგიონში, ქალაქებში შესასვლელების აღმნიშვნელი სტენდები მოეწყობა, რომელზეც დამონტაჟდება მუნიციპალიტეტის გერბი, განათებები და ქალაქის დასახელებები.
12:16 / 12-04-2024
USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამისა და წყლის რესურსების მართვის რეფორმის ფარგლებში, სააგენტოს წარმომადგენლები თელავში მედიის წარმომადგენლებს შეხვდნენ.
12:03 / 10-04-2024
სხვა ამბები
ვრცელდება ოპოზიციონერი დეპუტატის, ალეკო ელისაშვილის დაკავების კადრები. რამდენიმე წუთით ადრე, ელისაშვილი მომიტინგეებთან ერთად ირაკლი კობახიძესთან შეხვედრას ითხოვდა.
00:46 / 18-04-2024
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-სპიკერი მოადგილე, ვედანტ პატელი კვლავ ეხმიანება ე.წ „აგენტები კანონს“ და საქართველოს ხელისუფლებას გაფრთხილებების გათვალისწინებისკენ მოუწოდებს, რადგან აღნიშნული კანონი არ შეესაბამება ევროკავშირის ნორმებს.
23:54 / 17-04-2024
საპროტესტო აქციის მონაწილეები მსვლელობით გადავიდნენ მთავრობის კანცელარიისკენ და პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან შეხვედრას ითხოვენ.
23:17 / 17-04-2024
ამერიკული ანალიტიკური ცენტრის, საგარეო პოლიტიკის კვლევის ინსტიტუტის (FPRI) ევრაზიის პროგრამის ხელმძღვანელი ბობ ჰამილტონი საქართველოში ბოლო დღეების მანძილზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით საკუთარ მოსაზრებას ავრცელებს და სოციალურ ქსელში წერს, რომ საქართველოში რუსეთის ინტერვენციაა შესაძლებელი.
22:29 / 17-04-2024
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საპროტესტო აქციას ეხმაურება.
22:08 / 17-04-2024
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის, სოფელ ვარდისუბნის საჯარო სკოლის მოსწავლემ, მარიამ ძამანაშვილმა, „საქართველოს 2024 წლის ჩემპიონატი კრივში მოსწავლეთა შორის“ პირველი ადგილი დაიკავა. ის ასევე „საქართველოს 2023 წლის მოსწავლე მოკრივეთა ჩემპიონატის“ პირველი ადგილის მფლობელია.
13:43 / 25-03-2024
ვალუტა
EUR
EUR
1
3.5859
USD
USD
1
3.2054
GBP
GBP
1
4.2911
TRY
TRY
1
0.2316
RUB
RUB
100
3.2024
ამინდი
გურჯაანი 7 / 19 °C
img
საგარეჯო 6 / 17 °C
img
დ.წყარო 5 / 14 °C
img
სიღნაღი 7 / 21 °C
img
ლაგოდეხი 7 / 16 °C
img
ყვარელი 7 / 19 °C
img
თელავი 7 / 18 °C
img
ახმეტა 6 / 18 °C
img
კალენდარი
«« მაისი 2024 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12

speqtri.ge შენი ვებგვერდი


მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.