სპექტრი ეთნიკური უმცირესობებისთვის
ხუთთვიან მუშაობაზე და სამომავლო გეგმებზე "სპექტრთან" მხოლოდ ორმა რწმუნებულმა ისაუბრა
დაახლოებით ხუთი თვეა, რაც იორმუღანლოს თემის სოფლებს ახალი რწმუნებულები მართავენ. ისინი აღნიშნულ თანამდებობაზე 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ დაინიშნენ და ახალი ხელისუფლების კადრია. საკუთარი პრობლემების შესახებ "სპექტრთან" ადგილობრივები ხშირად საუბრობენ. გაზეთი დაინტერესდა, რას ფიქრობენ მათ სოფლებში არსებულ მდგომარეობაზე ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულები. რა საკითხები დახვდათ გადაუჭრელი და რისი მოგვარება შეძლეს ამ დროისთვის. "სპექტრი" შეეცადა ამ კითხვებით თემის ყველა სოფლის რწმუნებულისთვის მიემართა. თუმცა, გასაუბრება მხოლოდ ლამბალოს და მუღანლო-ქეშელოს ხელმძღვანელებთან შევძელით. რადგან კაზლარი-თულარის რწმუნებულმა _ ზაურ ალიევმა ტელეფონით დაკავშირებისას განგვიცხადა, რომ საგარეჯოში იმყოფებოდა. დუზაგრამის ტერიტორიული ორგანო კი დაკეტილი დაგვხვდა. რწმუნებულმა კი სატელეფონო საუბრისას გვითხრა, რომ ფერმაზე იმყოფებოდა. ბოლო პერიოდში "სპექტრის" იორმურანლოს სოფლებში ვიზიტისას, ხშირად იქმნება მსგავსი სიტუაციები. სამუშაო საათებში, რწმუნებულები სამსახურში არ იმყოფებიან. პასუხი კი თითქმის ყოველთვის ერთი და იგივეა, რომ ფერმაზე, ან მუნიციპალიტეტში არიან წასულები. რაც შეეხება ლამბალოსა და მუღანლო-ქეშელოს რწმუნებულებს, რომლებთან გასაუბრებაც შევძელით, ტერიტორიულ ორგანოში დაგვხვდნენ. მიუხედავად იმისა, რომ ისინი ცალ-ცალკე ჩავწერეთ, ორივე სოფლის რწმუნებულმა თითქმის მსგავის პრობლემები დაასახელა. მათი თქმით, მოსახლეობას ყველაზე მეტად გასხვისებული ნაკვეთების საკითხი აწუხებს. მიწების, რომელიც წინა ხელისუფლებამ გაუყიდათ. ლამბალოს რწმუნებულმა მუბარიზ მამედოვმა განგვიცხადა, რომ ეს საკითხი პროკურატურას გადაეცა და გამოძიების პასუხი აპრილის ბოლოს იქნება ცნობილი. mubariz mamedovi-"ძველმა რწმუნებულმა, მისმა თანაშემწემ ერთად იმოქმედს. ხალხს სულ ჩამოართვეს ნაკვეთები და თვითონ გაყიდეს. ეხლა ამ საქმეს პროკურატურა იძიებს. შემდეგ გაირკვევა, რა როგორ იქნება. ჩვენი სურვილია, რომ ხალმა დაიბრუნოს თავისი კუთვნილი მიწა," _ გვითხრა რწმუნებულმა. მისივე თქმით, უახლოეს პერიოდში დაიწყება "სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში" შესასრულებელი სამუშაოების განხორციელება. -"ლამბალოზე სულ ას ოცდაცამეტი ათასი ლარია გამოყოფილი. იგეგმება საუბნო გზების რეაბლიტაცია, ასევე სასაფლაოს შემოღობვა, სარწყავი არხის გაწმენდა. ჯერ ხარჯთაღრციხვა არ გვაქვს. ეხლა ტენდერი გამოცხადდება და შემდეგ გვეცოდინება რა სამუშაოს, რა თანხა დასჭირდება," _ აღნიშნა მან და აქვე დასძინა, "სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში" ეს პრიორიტეტები გასულ წლებშიც სახელდებოდა, თუმცა სამუშაოები უხარიხოდ სრულდებოდა. ამიტომ ახლა მათ უწევთ იგივე პრობლემების მოგვარება. natik rasuloviქეშელოსა და მუღანლოს რწმუნებულმა ნათიკ რასულოვმაც თავდაპირველად ყურადღება გაყიდულ მიწებზე გაამახვილა. შემდეგ კი იმ თანხებზე გვესაუბრა, რაც წელს ამ სოფლებისთვის გამოიყო. -"სამოცდაორი ათასი ლარია განსაზღვრული სოფელ ქეშელოსთვის. ორმოცდაერთი ათასი კი მუღანლოსთვის. ვაპირებთ, გზები დავაგოთ. ასევე თანხა განკუთვნილი იქნება სასაფლაოების შემოსაღობადაც. კიდევ გადავწყვეტთ რა გავაკეთოთ. სამუშაოები ძალიან მალე დაიწყება. ცოტა ხანში ზუსტად გვეცოდინება რაზე რამდენი დაიხარჯება." კითხვაზე თუ რისი გაკეთება მოასწრეს ოთხი-ხუთი თვის განმავლობაში, რწმუნებულებმა განაცხადეს, რომ ჯერჯერობით მნიშვნელოვანი ცვლილება მათ სოფლებში არ იგრძნობა, თუმცა ეტაპობრივად მდგომარეობა შეიცვლება. მუბარიზ მამედოვის თქმით, ძველმა ხელისუფლებამ საბავშვო ბაღი და კულტურის ცენტრი გაასხვისა, დაანგრიეს ლამბალოს საჯარო სკოლა. -"სიცოცხლისთვის საზიანოა და სკოლის შენობის დემონტაჟი მოახდინეს. შემდეგ რამდენი წელი ამბობდნენ, ახალი უნდა ავაშენოთო, მაგრამ დღესაც ბავშვები საშინელ პირობებში სწავლობენ. ჩვენ პირობას ვდებთ, რომ სექტემბრიდან ბავშვები ახალ სკოლაში ივლიან. ეს სკოლა ათას ორას მოსწავლეზე იქნება გათვლილი. ასევე ვაპირებთ საბავშვო ბაღის, სპორტული დარბაზისა და კულტურის სახლის მშენებლობის დაწყებას. სპორტული დარბაზი პირველ სართულზე იქნება, მეორე სართულზე კი კულტურის ცენტრი," _ გვითხრა მუბარიზ მამედოვმა. რწმუნებულები პირობას დებენ, რომ მათ მიერ შესრულებული სამუშაოების შედეგს მოსახლეობა მალე დაინახავს და შეაფასებს. ლანა გულოშვილი
| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
სამართალი
თელავში მომხდარი ქურდობის 4 ფაქტზე 1982 წელს დაბადებული შ.ჯ. დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
11:48 / 27-03-2024
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ, არასრულწლოვნის თანდასწრებით ოჯახში ძალადობის და მუქარის ფაქტებზე, მხილებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელი ა.ბ.
11:35 / 21-02-2024
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო იმერეთის რეგიონში სტიქიის შედეგებთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს.
16:25 / 07-02-2024
ეკონომიკა
საქართველოს 63 მუნიციპალიტეტში, მათ შორის კახეთის რეგიონში, ქალაქებში შესასვლელების აღმნიშვნელი სტენდები მოეწყობა, რომელზეც დამონტაჟდება მუნიციპალიტეტის გერბი, განათებები და ქალაქის დასახელებები.
12:16 / 12-04-2024
USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამისა და წყლის რესურსების მართვის რეფორმის ფარგლებში, სააგენტოს წარმომადგენლები თელავში მედიის წარმომადგენლებს შეხვდნენ.
12:03 / 10-04-2024
სხვა ამბები
ვრცელდება ოპოზიციონერი დეპუტატის, ალეკო ელისაშვილის დაკავების კადრები. რამდენიმე წუთით ადრე, ელისაშვილი მომიტინგეებთან ერთად ირაკლი კობახიძესთან შეხვედრას ითხოვდა.
00:46 / 18-04-2024
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-სპიკერი მოადგილე, ვედანტ პატელი კვლავ ეხმიანება ე.წ „აგენტები კანონს“ და საქართველოს ხელისუფლებას გაფრთხილებების გათვალისწინებისკენ მოუწოდებს, რადგან აღნიშნული კანონი არ შეესაბამება ევროკავშირის ნორმებს.
23:54 / 17-04-2024
საპროტესტო აქციის მონაწილეები მსვლელობით გადავიდნენ მთავრობის კანცელარიისკენ და პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან შეხვედრას ითხოვენ.
23:17 / 17-04-2024
ამერიკული ანალიტიკური ცენტრის, საგარეო პოლიტიკის კვლევის ინსტიტუტის (FPRI) ევრაზიის პროგრამის ხელმძღვანელი ბობ ჰამილტონი საქართველოში ბოლო დღეების მანძილზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით საკუთარ მოსაზრებას ავრცელებს და სოციალურ ქსელში წერს, რომ საქართველოში რუსეთის ინტერვენციაა შესაძლებელი.
22:29 / 17-04-2024
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საპროტესტო აქციას ეხმაურება.
22:08 / 17-04-2024
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის, სოფელ ვარდისუბნის საჯარო სკოლის მოსწავლემ, მარიამ ძამანაშვილმა, „საქართველოს 2024 წლის ჩემპიონატი კრივში მოსწავლეთა შორის“ პირველი ადგილი დაიკავა. ის ასევე „საქართველოს 2023 წლის მოსწავლე მოკრივეთა ჩემპიონატის“ პირველი ადგილის მფლობელია.
13:43 / 25-03-2024
ვალუტა
EUR
EUR
1
3.5859
USD
USD
1
3.2054
GBP
GBP
1
4.2911
TRY
TRY
1
0.2316
RUB
RUB
100
3.2024
ამინდი
გურჯაანი 8 / 19 °C
img
საგარეჯო 7 / 22 °C
img
დ.წყარო 7 / 14 °C
img
სიღნაღი 8 / 20 °C
img
ლაგოდეხი 6 / 15 °C
img
ყვარელი 8 / 19 °C
img
თელავი 8 / 18 °C
img
ახმეტა 7 / 23 °C
img
კალენდარი
«« მაისი 2024 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12

speqtri.ge შენი ვებგვერდი


მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.