სპექტრი ეთნიკური უმცირესობებისთვის
ბილინგური სწავლება აზერბაიჯანულ სკოლებში
სამოქალაქო ინტეგრაციის ფონდის მიერ აზერბაიჯანულ და სომხურ სკოლებში, ბილინგური სწავლების დანერგვის პროგრამა ხორციელდება. ამ პროექტის ფარგლებში ხდება ტრენერ-მასწავლებლების გადამზადება. როგორც ჩვენთან საუბარში მასწავლებელთა პროფესიული განვითარების პრესცენტრის პროექტის "ვასწავლოთ ქართული, როგორც მეორე ენა" ფარგლებში, დუზაგრამის საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა ლელა ჯინჭარაძემ აღნიშნა, ის ამ პროექტშიცაა ჩართული. bilinguri scavleba2- "ბილინგურ სწავლებასთან დაკავშირებით სემინარები ხშირად გვიტარდება. ჩვენ ვმუშაობთ ადგილობრივი კადრების გადამზადების პროგრამაზე, რომელიც აზერბაიჯანელი და სომეხი ბავშვებისთვის საგაკვეთილო პროცესში 2 ენაზე განათლების მიღებას გულისხმობს. დასაწყისისთვის, ეს განსაზღვრულია რამდენიმე საგანში: მათემატიკა, ქიმია, ბიოლოგია და ისტორია. სამომავლოდ კი იგეგმება, რომ ბილინგურ განათლებაში, ყველა საგანი იყოს ჩართული." მისივე განმარტებით, ბილინგური სწავლება ჯერჯერობით 1-დან მე-6 კლასამდე მიმდინარეობს. -"უკვე რამდენიმე წელია, რაც ეს პროცესი დაიწყო. განათლების სამინისტრომ ამასთან დაკავშირებით სახელმზღვანელოებიც გამოსცა, ჩვენს სკოლაში თითქმის ყველა გვაქვს. სამომავლოდ პროექტში თორმეტივე კლასის ჩართვა იგეგმება. ოღონდ აქ ერთი პრობლემაა, კადრები აუცილებლად უნდა გადამზადდეს. განათლების სამინისტრო, ბილინგური სწავლების პედაგოგთა სერტიფიცირებას, ისევე ითხოვს როგორც, სხვა პედაგოგების," _ გვითხრა მან. როგორც ლელა ჯინჭარაძემ აღნიშნა, პრობოლემის მოსაგვარებლად პირველ რიგში საჭიროა ამ პედაგოგებისთვის ქართული ენის შესწავლა. -"ამ თემაზე უკვე აქტიურად დაიწყო მუშაობა. იორმუღანლოს ქართული ენის სახლში არიან სპეციალისტები _ მასწავლებლები, რომლებიც მსურველებს ქართულში ამეცადინებენ. მათ აუცილებლად, ჯერ ენის ბარიერი უნდა გადალახონ, ხოლო ამის შემდეგ მოემზადებიან ბილინგური სწავლებისთვისაც და შემდეგ სასერტიფიკაციო გამოცდებს ჩააბარებენ. ასეთი პედაგოგებისთვის ხელფასების მომატებაც იგეგმება," _ გვითხრა მან. bilinguri scavleba3ლელა ჯინჭარაძის განმარტებით, ტრენინგები სხვადასხვა ქალაქებში უტარდებათ. -"ამ ზამთარს ბაკურიანში გვქონდა სემინარები. დაახლოებით ერთი თვის წინ კი _ მარნეულის სკოლაში. ტრენინგებისთვის ლატვიიდან საგანგებოდ ჩამოდის ამ სფეროში საკმაოდ ცნობილი ქალბატონი ლიგიტა გრიგულე, რომელიც თავის გამოცდილებას ჩვენც გვიზიარებს. როგორც ვიცით, ლატვიაში საკმაოდ ფართოდ არის დანერგილი ორ ენაზე სწავლება. ასევე სემინარებს გვიტარებს ცნობილი ფილოლოგი ქალბატონი მაია ინასარიძე. ასე რომ, ამ კუთხით აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა." მისივე განმარტებით, ჯერჯერობით არ არის დაზუსტებული, თუ როდის დაიწყება მათ მიერ პედაგოგების გადამზადება, რადგან ეს გარკვეულწილად ფინანსებთან არის დაკავშირებული. პროექტს გაეროს ფონდი აფინანსებს. ლელა ჯინჭარძის თქმით, როდესაც სემინარების ჩატარებას დაიწყებენ, მათ შესაბამისი ანაზღაურებაც უნდა მიეცეთ. -"პროექტი ძალიან აქტუალური და ყველა დადებითად აფასებს. ეს ნებისმიერი არაქართული სკოლისთვის უმნიშვნელოვანესია, იმიტომ, რომ ყველა მოსწავლე, რომელიც ამა თუ იმ საგანს თავის მშობლიურ ენაზე სწავლობს, მომავალში ქართულად შეისწავლის. დღესდღეობით სახელმძღვანელოები ისეა შექმნილი, რომ ქართულ ენაზე მხოლოდ 30%-ია, ხოლო დანარჩენი _ ისევ მათ მშობლიურ ენაზეა. მაგრამ ნელ-ნელა იგეგმება, რომ ქართული ენის პროცენტულობა გაიზარდოს და 50-50-ზე გახდეს. ეს, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, იმიტომ, რომ ბავშვები რასაც აზერბაიჯანულად სწავლობენ, იგივეს ქართულად იაზრებენ და იმეორებენ. ისინი ფაქტიურად მოწყვეტილები არიან გარემოს. მათთვის არანაირი ხელშეწყობა არ არის იმისთვის, რომ ქართული ენა ისწავლონ, გარდა დღეში 45-წუთიანი გაკვეთილისა. ეს მინიმალურია," _ გვითხრა მან. ლელა ჯინჭარაძის განმარტებით, ბილინგური სწავლება ძალიან დაეხმარებათ მოსწავლეებს და მასწავლებლებსაც, რომ საქმე კიდევ უფრო წინ წავიდეს და განვითარდეს. -"პედაგოგი, რომელიც თვითონ ვერ ფლობს ქართულს, მას გაუჭირდება მოსწავლისთვის რამის სწავლა. იგი ვერ შეძლებს ბავშვს ასწავლოს ისტორია ქართულ ენაზე. არის კიდევ სხვა პრობლემაც სახელმძღვანელოები ძალიან რთულად არის შედგენილი. ისინი აუცილებლად უნდა გამარტივდეს. ამიტომ პედაგოგების გადამზადება აუცილებელია, რომ უფრო მეტი ეფექტი ჰქონდეს," _ გვითხრა მან. როგორც ჩვენთან საუბარში დუზაგრამის საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების პედაგოგმა მუსლიმ აბუზაროვმა აღნიშნა, მოსწავლეები ამ პროექტით ძალიან დაინტერესებულები არიან. -"მართალია, მასწავლებლები დამატებით ხელფასს არ იღებენ, მაგრამ პროცესი დაწყებულია. სახელმძღვანელოები ამ წლიდან უკვე გამოვიდა. პირველად ტრენინგები აქ გვქონდა, რომელიც ქალბატონმა ლელა ჯინჭარაძემ ჩაგვიტარა. მას თითქმის ყველა მასწავლებელი ესწრებოდა. მომდევნო 6 თვე ქართული ენის სახლში დავდიოდით სემინარებზე. დამთავრების შემდეგ ჩავაბარეთ გამოცდა და სერტიფიკატიც მივიღეთ. როგორც გვითხრეს, ამის შემდეგ კიდევ თბილისში იქნება სასერტიფიკაციო ტესტირება, რადგან ეს აუცილებელია. პროექტი, შედეგიანი რომაა, იქიდანაც ჩანს, რომ შარშან ჩვენი სკოლის 6 კურსდამთავრებული საქართველოს უმაღლეს სასწავლებელში ჩაირიცხა. ადრე არაქართულ სკოლებში ქართული ენის გაკვეთილი მხოლოდ ერთი საათი იყო. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ კი ეს დრო გაიზარდა და კვირაში 5 საათი იყო, მაგრამ სპეციალისტები არ იყვნენ. როდესაც ქართული ენის მასწავლებლები მოვიდნენ, სწავლება ამის შემდეგ უფრო გაუმჯობესდა. ჩვენი ბავშვები ძალიან არიან დაინტერესებული ქართული ენის შესწავლით. დაბალი კლასის მოსწავლეებიც აქტიურობენ. მართალია, სახელმძღვანელოები ძალიან კარგია, მაგრამ დაწყებითი კლასების მოსწავლეებმა ჯერჯერობით ანბანი სულ არ იციან. როდესაც ისწავლიან, მეცადინეობა ისე აღარ გაუჭირდებათ,"_ გვითხრა მუსლიმ აბუზაროვმა. ქართული ენის ცოდნა დუზაგრამის სკოლის დაწყებითი კლასის მოსწავლეებმა "სპექტრთანაც" გამოავლინეს. მართალია, ჯერ ძალიან უჭირთ, მაგრამ შეძლებისდაგვარად ქართულად დაგვითვალეს და რამდენიმე სიტყვაც წაგვიკითხეს. მარინა ბეროშვილი
| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
სამართალი
თელავში მომხდარი ქურდობის 4 ფაქტზე 1982 წელს დაბადებული შ.ჯ. დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
11:48 / 27-03-2024
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ, არასრულწლოვნის თანდასწრებით ოჯახში ძალადობის და მუქარის ფაქტებზე, მხილებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელი ა.ბ.
11:35 / 21-02-2024
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო იმერეთის რეგიონში სტიქიის შედეგებთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს.
16:25 / 07-02-2024
ეკონომიკა
საქართველოს 63 მუნიციპალიტეტში, მათ შორის კახეთის რეგიონში, ქალაქებში შესასვლელების აღმნიშვნელი სტენდები მოეწყობა, რომელზეც დამონტაჟდება მუნიციპალიტეტის გერბი, განათებები და ქალაქის დასახელებები.
12:16 / 12-04-2024
USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამისა და წყლის რესურსების მართვის რეფორმის ფარგლებში, სააგენტოს წარმომადგენლები თელავში მედიის წარმომადგენლებს შეხვდნენ.
12:03 / 10-04-2024
სხვა ამბები
ვრცელდება ოპოზიციონერი დეპუტატის, ალეკო ელისაშვილის დაკავების კადრები. რამდენიმე წუთით ადრე, ელისაშვილი მომიტინგეებთან ერთად ირაკლი კობახიძესთან შეხვედრას ითხოვდა.
00:46 / 18-04-2024
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-სპიკერი მოადგილე, ვედანტ პატელი კვლავ ეხმიანება ე.წ „აგენტები კანონს“ და საქართველოს ხელისუფლებას გაფრთხილებების გათვალისწინებისკენ მოუწოდებს, რადგან აღნიშნული კანონი არ შეესაბამება ევროკავშირის ნორმებს.
23:54 / 17-04-2024
საპროტესტო აქციის მონაწილეები მსვლელობით გადავიდნენ მთავრობის კანცელარიისკენ და პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან შეხვედრას ითხოვენ.
23:17 / 17-04-2024
ამერიკული ანალიტიკური ცენტრის, საგარეო პოლიტიკის კვლევის ინსტიტუტის (FPRI) ევრაზიის პროგრამის ხელმძღვანელი ბობ ჰამილტონი საქართველოში ბოლო დღეების მანძილზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით საკუთარ მოსაზრებას ავრცელებს და სოციალურ ქსელში წერს, რომ საქართველოში რუსეთის ინტერვენციაა შესაძლებელი.
22:29 / 17-04-2024
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საპროტესტო აქციას ეხმაურება.
22:08 / 17-04-2024
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის, სოფელ ვარდისუბნის საჯარო სკოლის მოსწავლემ, მარიამ ძამანაშვილმა, „საქართველოს 2024 წლის ჩემპიონატი კრივში მოსწავლეთა შორის“ პირველი ადგილი დაიკავა. ის ასევე „საქართველოს 2023 წლის მოსწავლე მოკრივეთა ჩემპიონატის“ პირველი ადგილის მფლობელია.
13:43 / 25-03-2024
ვალუტა
EUR
EUR
1
3.5859
USD
USD
1
3.2054
GBP
GBP
1
4.2911
TRY
TRY
1
0.2316
RUB
RUB
100
3.2024
ამინდი
გურჯაანი 8 / 19 °C
img
საგარეჯო 8 / 17 °C
img
დ.წყარო 7 / 14 °C
img
სიღნაღი 8 / 20 °C
img
ლაგოდეხი 8 / 15 °C
img
ყვარელი 8 / 19 °C
img
თელავი 8 / 18 °C
img
ახმეტა 7 / 18 °C
img
კალენდარი
«« მაისი 2024 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12

speqtri.ge შენი ვებგვერდი


მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.