სპექტრი ეთნიკური უმცირესობებისთვის
იორმუღანლოში გველები მომრავლდნენ
iormuganloshi gvelebi momravldnen2ზაფხულის სიცხეების დადგომისთანავე მოსახლეობაში იმატა ქვეწარმავლით დაკბენის შიშმა. როგორც ჩვენთან საუბარში საგარეჯოს რაიონის იორმუღანლოს თემის სოფლების მაცხოვრებლები აღნიშნავენ, გასულ წლებთან შედარებით ქვეწარმავალები მნიშვნელოვნად მომრავლდნენ, თუმცა, საბედნიეროდ, დღემდე დაგესვლის შემთხვევა არ დაფიქსირებულა. iormuganloshi gvelebi momravldnen-"სხვა წლებთან შედარებით, შარშანაც და წელსაც გველები ძალიან მომრავლდნენ. არის შემთხვევები როდესაც სახლებში შედიან. შარშან ჩემთან მაღაზიაში შემოვიდა და ორი დღის განმავლობაში კარდონების ქვეშ იმალებოდა. მერე გამოვიდა და მოვკალი. რა თქმა უნდა, თუ ადამიანი დაგესლა, საშიშია, იმიტომ რომ შეიძლება სასიკვდილოც აღმოჩნდეს. ჩვენთან კიდევ ამბულატორიაც არ არის, რომ ასეთ შემთხვევაში პირველადი დახმარება მაინც აღმოგვიჩინონ," _ გვითხრა კაზლარის მკვიდრმა უსუფ გასუმოვმა. მის აზრს იზიარებს სოფელ ლამბალოს მკვიდრი რაშიდ იბრაგიმოვიც. -"შარშანდელთან შედარებით გველები მართლაც მომრავლდნენ. ადრე იშვიათად ვხვდებოდით ეზოში, ეხლა კიდევ სახლშიც შემოდიან. უკვე რამდენიმე მოვკალით კიდეც. მინდორშიც იმდენია, ფეხს ვერ აუქცევ. გვეშინია ჩვენს ბავშვებს არ უკბინონ. დიდი კიდევ ფრთხილობს, მაგრამ ბავშვმა შეიძლება ვერ დაინახოს და ფეხი დაადგას," _ გვითხრა მან. ქვეწარმავლების მომრავლებით შეწუხებულია მუზამბარ მამედოვიც. -"ალბათ, ბუნებაშიც შეიცვალა რამე და იმიტომ მომრავლდნენ. სხვა წლებში არც ასეთი დიდი ზომის გველები ყოფილა და არც ამდენი. ჩვენს სოფელში არც ექიმია და არც სამედიცინო პუნქტი, რომ დაკბენის შემთხვევაში მივაკითხოთ. ვის უნდა მივმართოთ, არ ვიცი," _ გვითხრა მან. როგორც შპს "ჯეოჰოსპიტალს"-ის საგარეჯოს მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრის მენეჯერმა კოტე გრძელიძემ გვითხრა, ამ სეზონზე დაგესვლის შემთხვევა ჯერ არ დაფიქსირებულა. -"კლინიკაში არის ანტიგიურზნი, რომელიც საჭიროების შემთხვევაში გამოიყენება. პროცედურა უფასოა, ამიტომ, მოსახლეობას ვთხოვთ, თუკი იქნება დაგესვლის შემთხვევა, დაუყოვნებლივ მოგვაკითხონ, აქ ყველა საჭირო მომსახურება ჩაუტარდებათ," _ გვითხრა მან. სპეციალისტების თქმით, გველით დაკბენის შემთხვევაში არ არის რეკომენდირებული ხალხური მეთოდებით მკურნალობა და აუცილებელია მივაკითხოთ ექიმს. უნდა გაკეთდეს თუ არა შრატი, ამასაც თავად ექიმი წყვეტს, რადგან, როგორც ირკვევა, საქართველოში მხოლოდ გიურზას დაგესვლისას არის საჭირო ანტიგიურზინი, დანარჩენი შემთხვევები ექვემდებარება მკურნალობას და მომაკვდინებელი არ არის. სპეციალისტები გვირჩევენ სანიტარული ნორმების დაცვას. ვეცადოთ, არ მომრავლდნენ მღრღნელები, რადგან, მათი არსებობის შემთხვევაში, აუცილებლად გაჩნდება გველიც. მარინა პეტრიაშვილი
| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
სამართალი
თელავში მომხდარი ქურდობის 4 ფაქტზე 1982 წელს დაბადებული შ.ჯ. დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
11:48 / 27-03-2024
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ, არასრულწლოვნის თანდასწრებით ოჯახში ძალადობის და მუქარის ფაქტებზე, მხილებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელი ა.ბ.
11:35 / 21-02-2024
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო იმერეთის რეგიონში სტიქიის შედეგებთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს.
16:25 / 07-02-2024
ეკონომიკა
საქართველოს 63 მუნიციპალიტეტში, მათ შორის კახეთის რეგიონში, ქალაქებში შესასვლელების აღმნიშვნელი სტენდები მოეწყობა, რომელზეც დამონტაჟდება მუნიციპალიტეტის გერბი, განათებები და ქალაქის დასახელებები.
12:16 / 12-04-2024
USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამისა და წყლის რესურსების მართვის რეფორმის ფარგლებში, სააგენტოს წარმომადგენლები თელავში მედიის წარმომადგენლებს შეხვდნენ.
12:03 / 10-04-2024
სხვა ამბები
ვრცელდება ოპოზიციონერი დეპუტატის, ალეკო ელისაშვილის დაკავების კადრები. რამდენიმე წუთით ადრე, ელისაშვილი მომიტინგეებთან ერთად ირაკლი კობახიძესთან შეხვედრას ითხოვდა.
00:46 / 18-04-2024
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-სპიკერი მოადგილე, ვედანტ პატელი კვლავ ეხმიანება ე.წ „აგენტები კანონს“ და საქართველოს ხელისუფლებას გაფრთხილებების გათვალისწინებისკენ მოუწოდებს, რადგან აღნიშნული კანონი არ შეესაბამება ევროკავშირის ნორმებს.
23:54 / 17-04-2024
საპროტესტო აქციის მონაწილეები მსვლელობით გადავიდნენ მთავრობის კანცელარიისკენ და პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან შეხვედრას ითხოვენ.
23:17 / 17-04-2024
ამერიკული ანალიტიკური ცენტრის, საგარეო პოლიტიკის კვლევის ინსტიტუტის (FPRI) ევრაზიის პროგრამის ხელმძღვანელი ბობ ჰამილტონი საქართველოში ბოლო დღეების მანძილზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით საკუთარ მოსაზრებას ავრცელებს და სოციალურ ქსელში წერს, რომ საქართველოში რუსეთის ინტერვენციაა შესაძლებელი.
22:29 / 17-04-2024
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საპროტესტო აქციას ეხმაურება.
22:08 / 17-04-2024
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის, სოფელ ვარდისუბნის საჯარო სკოლის მოსწავლემ, მარიამ ძამანაშვილმა, „საქართველოს 2024 წლის ჩემპიონატი კრივში მოსწავლეთა შორის“ პირველი ადგილი დაიკავა. ის ასევე „საქართველოს 2023 წლის მოსწავლე მოკრივეთა ჩემპიონატის“ პირველი ადგილის მფლობელია.
13:43 / 25-03-2024
ვალუტა
EUR
EUR
1
3.5859
USD
USD
1
3.2054
GBP
GBP
1
4.2911
TRY
TRY
1
0.2316
RUB
RUB
100
3.2024
ამინდი
გურჯაანი 10 / 19 °C
img
საგარეჯო 8 / 17 °C
img
დ.წყარო 8 / 15 °C
img
სიღნაღი 11 / 20 °C
img
ლაგოდეხი 9 / 18 °C
img
ყვარელი 10 / 19 °C
img
თელავი 9 / 16 °C
img
ახმეტა 8 / 16 °C
img
კალენდარი
«« მაისი 2024 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12

speqtri.ge შენი ვებგვერდი


მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.