სპექტრი ეთნიკური უმცირესობებისთვის
"სოფლის მხარდაჭერის პროგრამის" პრიორიტეტები ჯერ კიდევ დასაზუსტებელია
საგარეჯოს რაიონის იორმუღანლოს თემის მოსახლეობას წლების განმავლობაში სხვა ყოფით საკითხებთან ერთად წყლის და გზის პრობლემაც აწუხებს. როგორც თვითონ ამბობენ, წინა ხელისუფლების დროს ამის შესახებ ხშირად საუბრობდნენ, თუმცა ადგილობრივი ხელმძღვანელობა ნაკლებად ინტერესდებოდა. ახალი ხელისუფლების სათავეში მოსვლის შემდეგ მოსახლეობას იმედი გაუჩნდა, რომ ცხოვრების პირობები გაუმჯობესდებოდა. იორმურანლოს მაცხოვრებელს ელმან ჰუსეინოვს იმედი აქვს, რომ ახლანდელი დაპირებას ახლანდელი ხელისუფლება მაინც შეასრულებს. iormuganlo2-"არც ერთ სოფელში ნორმალური გზა არ არის. ჯერჯერობით ამაზე სამუშაოებიც არ დაწყებულა, მაგრამ როგორც ამბობენ, სოფლებში ეს პრობლემა მოკლე დროში მოგვარდება. სოფლის კრებაზე ისიც თქვეს, რომ წყალსაც გამოიყვანენ. გვინდა, ეს ყველაფერი დროულად მოხდეს და დაპირება ისევ დაპირებად არ დარჩეს. იმედი გვაქვს, რომ ახალი მთავრობა მაინც გააკეთებს ხალხისთვის სასიკეთო საქმეს. მართალია, წინა წლებში ბევრს ლაპარაკობდნენ, მაგრამ დიდი არაფერი გაუკეთებიათ," _ გვითხრა მან. სოფლის პრობლემების მოგვარებაზე საუბრობს ლამბალოს მკვიდრი მამედ იბრაგიმოვიც. -"წინა ხელისუფლებას მხოლოდ არჩევნების დროს ვახსენდებოდით. სწორედ მაშინ მოდიოდნენ და ხმის სანაცვლოდ ათას რაღაცას გვპირდებოდნენ. ეხლა ხალხში ცოტა იმედი გაჩნდა. კრებაზე ითქვა, რომ გზები გაკეთდება, დენის პრობლემაც გამოსწორდება და სხვაც ბევრი რაღაც შეიცვლებაო. არ ვიცი რამდენად მართალია და სინამდვილეში რას გააკეთებენ, მაგრამ იმედი მაინც გვაქვს. ხალხი იძახის სამუშაოებს მალე დაიწყებენო. ალბათ, ეხლა მაინც გვეშველება რამე," _ გვითხრა მან. როგორც ლამბალოელი ელხან ხალილოვი აღნიშნავს, სოფლის კრებაზე თვითონაც იყო და მოისმინა, თუ რისი გაკეთება იგეგმება. -"გზა, წყალი, სანიაღვრე არხები, ეს არის ჩვენს სოფელში გასაკეთებელი. მართალია სკოლის პრობლემაც უკვე წლებია გვაწუხებს, მაგრამ ისიც თქვეს, რომ მოკლე დროში აშენდებაო. თვითონ განათლების მინისტრი იყო მოსული და იმან გვითხრა. ამ ყველაფერს თუ მართლა გააკეთებენ, ძალიან კმაყოფილები ვიქნებით. ხალხი ადამიანურად შეძლებს ცხოვრებას. ამ დროში ასეთი პრობლემები, რაც ჩვენს სოფლებშია, ალბათ არსად აღარ არის," _ გვითხრა მან. სპექტრმა საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგეობას 2013 წლის "სოფლის დახმარების პროგრამის ფარგლებში" იორმუღანლოს თემის სოფლებში დასახელებული პრიორიტეტების ნუსხა და ხარჯთაღრიცხვა მოსთხოვა. როგორც ჩვენთან საუბარში პრესსამსახურმა განმარტა, ამ დროისთვის მონაცემები არ აქვთ, რადგან მიმდინარეობს ინფორმაციის დაზუსტება. მარინა ბეროშვილი
| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
სამართალი
თელავში მომხდარი ქურდობის 4 ფაქტზე 1982 წელს დაბადებული შ.ჯ. დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
11:48 / 27-03-2024
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ, არასრულწლოვნის თანდასწრებით ოჯახში ძალადობის და მუქარის ფაქტებზე, მხილებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელი ა.ბ.
11:35 / 21-02-2024
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო იმერეთის რეგიონში სტიქიის შედეგებთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს.
16:25 / 07-02-2024
ეკონომიკა
საქართველოს 63 მუნიციპალიტეტში, მათ შორის კახეთის რეგიონში, ქალაქებში შესასვლელების აღმნიშვნელი სტენდები მოეწყობა, რომელზეც დამონტაჟდება მუნიციპალიტეტის გერბი, განათებები და ქალაქის დასახელებები.
12:16 / 12-04-2024
USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამისა და წყლის რესურსების მართვის რეფორმის ფარგლებში, სააგენტოს წარმომადგენლები თელავში მედიის წარმომადგენლებს შეხვდნენ.
12:03 / 10-04-2024
სხვა ამბები
ვრცელდება ოპოზიციონერი დეპუტატის, ალეკო ელისაშვილის დაკავების კადრები. რამდენიმე წუთით ადრე, ელისაშვილი მომიტინგეებთან ერთად ირაკლი კობახიძესთან შეხვედრას ითხოვდა.
00:46 / 18-04-2024
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-სპიკერი მოადგილე, ვედანტ პატელი კვლავ ეხმიანება ე.წ „აგენტები კანონს“ და საქართველოს ხელისუფლებას გაფრთხილებების გათვალისწინებისკენ მოუწოდებს, რადგან აღნიშნული კანონი არ შეესაბამება ევროკავშირის ნორმებს.
23:54 / 17-04-2024
საპროტესტო აქციის მონაწილეები მსვლელობით გადავიდნენ მთავრობის კანცელარიისკენ და პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან შეხვედრას ითხოვენ.
23:17 / 17-04-2024
ამერიკული ანალიტიკური ცენტრის, საგარეო პოლიტიკის კვლევის ინსტიტუტის (FPRI) ევრაზიის პროგრამის ხელმძღვანელი ბობ ჰამილტონი საქართველოში ბოლო დღეების მანძილზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით საკუთარ მოსაზრებას ავრცელებს და სოციალურ ქსელში წერს, რომ საქართველოში რუსეთის ინტერვენციაა შესაძლებელი.
22:29 / 17-04-2024
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საპროტესტო აქციას ეხმაურება.
22:08 / 17-04-2024
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის, სოფელ ვარდისუბნის საჯარო სკოლის მოსწავლემ, მარიამ ძამანაშვილმა, „საქართველოს 2024 წლის ჩემპიონატი კრივში მოსწავლეთა შორის“ პირველი ადგილი დაიკავა. ის ასევე „საქართველოს 2023 წლის მოსწავლე მოკრივეთა ჩემპიონატის“ პირველი ადგილის მფლობელია.
13:43 / 25-03-2024
ვალუტა
EUR
EUR
1
3.5859
USD
USD
1
3.2054
GBP
GBP
1
4.2911
TRY
TRY
1
0.2316
RUB
RUB
100
3.2024
ამინდი
გურჯაანი 10 / 19 °C
img
საგარეჯო 8 / 17 °C
img
დ.წყარო 8 / 15 °C
img
სიღნაღი 11 / 20 °C
img
ლაგოდეხი 9 / 18 °C
img
ყვარელი 10 / 19 °C
img
თელავი 9 / 16 °C
img
ახმეტა 8 / 16 °C
img
კალენდარი
«« მაისი 2024 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12

speqtri.ge შენი ვებგვერდი


მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.