სპექტრი ეთნიკური უმცირესობებისთვის
იორმუღანლოელები პრეზიდენტის გადაწყვეტილების შესახებ მსჯელობენ
იორმუღანლოელები პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გადაწყვეტილებას ნასამართლეობის მოხსნის შესახებ დადებითად აფასებენ. -"პრეზიდენტს მშვენიერი გადაწყვეტილება მიუღია. ვისაც უმნიშვნელო დანაშაული აქვს ჩადენილი, ნასამართლეობა უნდა მოეხსნას. ჩვენს სოფელშიც არიან ასეთები, ვისაც შეიძლება, რომ ეს კანონი შეეხოს,"-ფიქრობს მაჰალ ბაქიროვი. აღნიშნულ ინიციატივას იწონებს ყურბან მუსაევ ჯავათოიც.მისი თქმით, სააკაშვილმა ქვეყანაში კრიმინალი მოსპო. "ჩვენმა პრეზიდენტმა ქურდები გაანადგურა. ეს ძალიან კარგია. ადრე ხალხი ქუჩაში ვერ გამოდიოდა შიშით. თბილისში წასვლის გვეშინოდა. რამდენჯერ წაურთმევიათ ვიღაცეებს ფული, ჯიბეში რომ თანხა გვედო, სულ დაძაბულები ვიყავით. მიხეილ სააკაშვილმა პატრული რომ მოიყვანა, ყველაფერი შეიცვალა. ახლა აღარ გვეშინია. რაც შეეხება ნასამართლეობის მოხსნას, ვინც უბრალო დანაშაულზე იჯდა, მას რომ მოეხსნას ამით არაფერი დაშავდება." amnistia2 ნასამართლეობის მოხსნის მიზნით პრეზიდენტის ადმინისტრაციაში რეგისტრაცია ალხაით ამირასლანოვმა` რამდენიმე კვირის წინ გაიარა. სააკაშვილის ამ გასაწყვეტილებას ისიც მიესალმება. -"30 ლარიანი ბატკანი მოვიპარე და მაგაზე დამიჭირეს. ერთი წელი მომისაჯეს. ათი თვე ვიყავი ციხეში. ამნისტია შემეხო და ორი თვით ადრე გამომიშვეს. ახლა ველოდები პასუხს, რომ ნასამართლეობა მომიხსნან. მითხრეს,ერთ თვეში შეგატყობინებთო." როგორც პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა, მისი ინიციატივა შეეხება ყველა დანაშაულს, გარდა ისეთი მძიმე ბრალდებებისა როგორიცაა: განზრახ მკვლელობა, მათ შორის დამამძიმებელ გარემოებებში: დედის მიერ ახალშობილის განზრახ მკვლელობა, სქესობრივი კავშირი არასრულწლოვანთან, არასრულწლოვანის ჩაბმა პორნოგრაფიული ნაწარმოების ან სხვა საგნის უკანონო დამზადებასა და გასაღებაში, ტრეფიკინგი, წამება, ქურდული სამყაროს წევრობა, კანონიერი ქურდობა, აფეთქება, ბირთვული იარაღის ან სხვა ბირთვული ასაფეთქებელი მოწყობილობის დამზადება, საქართველოს ტერიტორიაზე რადიაქტიული, ტოქსიკური, სამრეწველო ან საყოფაცხოვრებო ნარჩენის ტრანზიტი ან იმპორტი. პრეზიდენტმა ასევე განმარტა, რომ მის ინიციატივას "არაფერი აქვს საერთო უკანონო, პოლიტიკურად დაუსაბუთებელ" ფართომასშტაბიან ამნისტიასთან, რომელიც პარლამენტმა დეკემბერში მიიღო.
| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
სამართალი
თელავში მომხდარი ქურდობის 4 ფაქტზე 1982 წელს დაბადებული შ.ჯ. დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
11:48 / 27-03-2024
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ, არასრულწლოვნის თანდასწრებით ოჯახში ძალადობის და მუქარის ფაქტებზე, მხილებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელი ა.ბ.
11:35 / 21-02-2024
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო იმერეთის რეგიონში სტიქიის შედეგებთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს.
16:25 / 07-02-2024
ეკონომიკა
საქართველოს 63 მუნიციპალიტეტში, მათ შორის კახეთის რეგიონში, ქალაქებში შესასვლელების აღმნიშვნელი სტენდები მოეწყობა, რომელზეც დამონტაჟდება მუნიციპალიტეტის გერბი, განათებები და ქალაქის დასახელებები.
12:16 / 12-04-2024
USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამისა და წყლის რესურსების მართვის რეფორმის ფარგლებში, სააგენტოს წარმომადგენლები თელავში მედიის წარმომადგენლებს შეხვდნენ.
12:03 / 10-04-2024
სხვა ამბები
ვრცელდება ოპოზიციონერი დეპუტატის, ალეკო ელისაშვილის დაკავების კადრები. რამდენიმე წუთით ადრე, ელისაშვილი მომიტინგეებთან ერთად ირაკლი კობახიძესთან შეხვედრას ითხოვდა.
00:46 / 18-04-2024
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-სპიკერი მოადგილე, ვედანტ პატელი კვლავ ეხმიანება ე.წ „აგენტები კანონს“ და საქართველოს ხელისუფლებას გაფრთხილებების გათვალისწინებისკენ მოუწოდებს, რადგან აღნიშნული კანონი არ შეესაბამება ევროკავშირის ნორმებს.
23:54 / 17-04-2024
საპროტესტო აქციის მონაწილეები მსვლელობით გადავიდნენ მთავრობის კანცელარიისკენ და პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან შეხვედრას ითხოვენ.
23:17 / 17-04-2024
ამერიკული ანალიტიკური ცენტრის, საგარეო პოლიტიკის კვლევის ინსტიტუტის (FPRI) ევრაზიის პროგრამის ხელმძღვანელი ბობ ჰამილტონი საქართველოში ბოლო დღეების მანძილზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით საკუთარ მოსაზრებას ავრცელებს და სოციალურ ქსელში წერს, რომ საქართველოში რუსეთის ინტერვენციაა შესაძლებელი.
22:29 / 17-04-2024
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საპროტესტო აქციას ეხმაურება.
22:08 / 17-04-2024
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის, სოფელ ვარდისუბნის საჯარო სკოლის მოსწავლემ, მარიამ ძამანაშვილმა, „საქართველოს 2024 წლის ჩემპიონატი კრივში მოსწავლეთა შორის“ პირველი ადგილი დაიკავა. ის ასევე „საქართველოს 2023 წლის მოსწავლე მოკრივეთა ჩემპიონატის“ პირველი ადგილის მფლობელია.
13:43 / 25-03-2024
ვალუტა
EUR
EUR
1
3.5859
USD
USD
1
3.2054
GBP
GBP
1
4.2911
TRY
TRY
1
0.2316
RUB
RUB
100
3.2024
ამინდი
გურჯაანი 14 / 29 °C
img
საგარეჯო 14 / 27 °C
img
დ.წყარო 10 / 23 °C
img
სიღნაღი 13 / 30 °C
img
ლაგოდეხი 14 / 25 °C
img
ყვარელი 14 / 29 °C
img
თელავი 16 / 28 °C
img
ახმეტა 15 / 28 °C
img
კალენდარი

speqtri.ge შენი ვებგვერდი


მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.