სოფლის მეურნეობა
სასაკლაოებისთვის ახალი რეგულაციები ამოქმედდა [potos]

საქართველოს აგრალურ ბაზარში ბიზნესოპერატორს ხორცის სარეალიზაციოდ "ფორმა 2" მოეთხოვება, რომელსაც მხოლოდ იმ შემთხვევაში მიიღებს, თუკი საქონელს სასაკლაოზე დაკლავს. თავის მხრივ, აღნიშნული დაწესებულება გარკვეულ სტანდარტებს უნდა აკმაყოფილებდეს.

ევროკავშირის რეგულაციის მიხედვით, 2015 წლიდან საფრთხის ანალიზისა და კრიტიკული საკონტროლო წერტილების (HACCP) დანერგვა საქართველოში სავალდებულო გახდა. აღნიშნული სისტემის პრინციპები ჯერ კიდევ 1970 წელს აშშ-ში შემუშავდა და მსოფლიოს განვითარებულ ქვეყნებში სურსათის უვნებლობის უზრუნველყოფის ერთ-ერთ ეფექტიან საშუალებად მიიჩნევა. HACCP-ი საერთაშორისოდ აღიარებული უვნებლობის მართვის ყველაზე გავრცელებული სისტემაა, რომელიც სურსათით გამოწვეული საფრთხეების დადგენასა და მათ პრევენციას ემსახურება.
საქართველოში ამ პროცესს სურსათის ეროვნული სააგენტო აკონტროლებს. მისი წარმატებულად განხორციელების შემდეგ, სახელმწიფო ოფიციალურად აღიარებს და დაადასტურებს, რომ ესა თუ ის საწარმო სურსათის უვნებლობის წესებს იცავს. საქონლის სასაკლაოზე დაკვლის წესსა და სასაკლაოს მოთხოვნებს მთავრობის #55 დადგენილება არეგულირებს.

იორმუღანლოს თემში აგრალური ბაზრის ტერიტორიაზე მოქმედი სასაკლაო ყოველდღე მუშაობს. აქ არამარტო ბაზარში გასაყიდ საქონელს კლავენ, არამედ ნებისმიერ მსურველს შეუძლია მათი მომსახურებით ისარგებლოს.
როგორც ვეტერინარი ექიმი დავით ჯავახიშვილი გვეუბნება, 2015 წლის დეკემბრიდან მათ HACCP -ის (საფრთხის ანალიზისა და კრიტიკული საკონტროლო წერტილები) პრინციპები უკვე დანერგეს და მხოლოდ ჯანმრთელ საქონელს კლავენ.
"პიროვნებამ, რომელსაც საქონელი შემოჰყავს, უნდა წარმოადგინოს პირადობა. ამის შემდეგ ცოცხალი ცხოველის თერმომეტრიზაცია ხდება. საქონლის ტემპერატურის ნორმა 37,5-დან 39 გრადუსამდეა დასაშვები, ორი ხაზითაც რომ იყოს აწეული, არ დავკლავთ. არის შემთხვევები, როდესაც საქონელს ტემპერატურა სტრესის გამო აქვს მომატებული. მას გავაჩერებთ ნახევარი ან ერთი საათით და თუ ნორმაში ჩადგა, ვკლავთ."

სასაკლაოზე მსხვილფეხა პირუტყვის გარდა, წვრილფეხაც იკვლება. ამის გათვალისწინებით, ცხვრისა და ძროხისთვის 2 ხაზი მუშაობს.
"როდესაც ერთი სახეობა იკვლება, კეთდება დეზინფექცია სპეციალური საშუალებით, რომელიც სურსათისთვის უვნებელია. დაახლოებით ნახევარი საათის შემდეგ უკვე მეორე სახეობას ვკლავთ. თუ ხორცი დავიწუნე, სპეციალურ მაცივარში ვინახავთ და ველოდებით ლაბორატორიის დასკვნას. უარყოფითი პასუხის შემთხვევაში, ვწვავთ, ან სპეციალურ ორმოში ვყრით, რომელიც დაცულია. თუ ხორცი ჯანმრთელია, გავცემთ "ფორმა-2-ს."

ყოველდღე დილის 6-დან 9 საათამდე და საღამოს 6-დან 9-მდე მუშაობენ, მაგრამ ბაზრობის დღეს (პარასკევი და კვირა) უფრო მეტ საქონელს კლავენ. სასაკლაოზე მოწყობილია შესაბამისი ინფრასტრუქტურა. ნარეცხი წყალი სპეციალურ საკანალიზაციო ორმოებში ჩაედინება.
"რაც შეეხება შიგნეულს, ძირითადად მეპატრონეს მიაქვს, თუ არადა, გვაქვს სპეციალური ორმო და იქ ვყრით. ჩვენი სასაკლაო ევროსტანდარტებს აკმაყოფილებს," _ აღნიშნა მან.
საქართველოში 90-ზე მეტი სასაკლაოა. სურსათის ეროვნული სააგენტოს უფლებამოსილი პირები პერმანენტულად ამოწმებენ. ეს არის გეგმიური ინსპექტირება, რომელიც წელიწადში ორჯერ ხორციელდება.
"მოწმდება ცხოველთა მოყვანა, მიმღები ბაზა, დაკვლისწინა შემოწმების პროცესი, ტემპერატურული რეჟიმი, ჰიგიენური პროცესები და ა.შ. რაც შეეხება არაგეგმიურ შემოწმებას, მას თავისი საფუძველი აქვს. წინასწარ ვერავინ განსაზღვრავს, როდის და რომელ საწარმოს შევამოწმებთ," - ამბობს სურსათის ეროვნული სააგენტოს ხარისხის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე პაატა ქურდაძე.
მისივე თქმით, უახლოეს მომავალში მოხდება სურსათის ეროვნული სააგენტოს უფლებამოსილი პირების მიერ გაცემული რეკომენდაციების გადამოწმება, რა დროსაც უკვე დაფიქსირდება სად არის დანერგილი საფრთხის ანალიზისა და კრიტიკული საკონტროლო წერტილები და სად - არა.
"რაც შეეხება "ფორმა 2"-ს, ის არის გადაადგილების საშუალება და ვეტერინარული მოწმობა, რომ ნედლეულმა გაიარა დაკვლისწინა და დაკვლის შემდგომი შემოწმება. ის წლების წინ დაინერგა. პიროვნება პირველ რიგში ბიზნესოპერატორად უნდა დარეგისტრირდეს, მხოლოდ ამის შემდეგ მიიღებს ფორმა ორს." - განმარტავს სურსათის ეროვნული სააგენტოს ხარისხის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე.

იორმუღანლოს თემის სოფლებში თითქმის ყოველ ნაბიჯზე შეხვდებით ქუჩაში გამოტანილ ხორცს, რომელიც არაჰიგიენურ პირობებში იყიდება. ტრანსპორტის გამონაბოლქვი და მტვერი პროდუქტს კიდევ უფრო აბინძურებს. "სპექტრი" ერთ-ერთი ასეთი რეალიზატორის დოკუმენტაციით დაინტერესდა. ველი სულეიმანოვმა დეკემბერსა და იანვარში გაცემული "ფორმა-2" გვაჩვენა, თუმცა, ახალი საბუთი არ აღმოაჩნდა, რაც შემდეგი არგუმენტით ახსნა.
"საქონელი ჩემია. ერთი სული დავკალი. ნახევარი მეგობარმა წაიღო და საბუთიც იმას აქვს. აბა, ექიმის გარეშე ხორცს ვინ გაგაყიდინებს. ბოინში იმიტომ ვაკვლევინებთ, რომ რაიმე დაავადება არ ჰქონდეს. ის ნაჭერი, რომელზეც ბეჭედი ჰქონდა, უკვე გაიყიდა." 
იორმუღანლოს თემის მიმდებარედ, სოფელ ბადიაურში კიდევ ერთი სასაკლაო ფუნქციონირებს შპს "ფერმა". როგორც ველი სულეიმანოვმა გვითხრა, საქონელი სწორედ ამ სასაკლაოზე დაკლა. სურსათის ეროვნულ სააგენტოში განაცხადეს, რომ ამ დროისთვის შპს "ფერმას" ჰასპის პრინციპი ჯერ არ დაუნერგავს. მათივე განმარტებით, ოპერატორს რეკომენდაცია უკვე მისცეს. თუ მან მითითებები სამი თვის ვადაში არ შეასრულა, სასაკლაოს დახურავენ.
ვიდრე საქართველოში ყველა სასაკლაო საფრთხის ანალიზისა და კრიტიკულ საკონტროლო წერტილებს დანერგავს, მომხმარებელი ფაქტობრივად ფორმა 2-ის მიხედვით ვერ გაარჩევს, ჯანმრთელობისთვის რამდენად უსაფრთხოა ბაზარში სარეალიზაციოდ გამოტანილი ხორცი.

საქართველოში მუშაობენ კომპანიები, რომელთაც აქვთ HACCP-ის საკონსულტაციო სერვისი. მათ შორისაა შპს Iso-Consalting პროექტების მენეჯერის ივანე დიდბერიძის თქმით, იმ სასაკლაოებზე წარმოებული ხორცი, სადაც თანამედროვე სტანდარტები უკვე მოქმედებს, უვნებლად ითვლება.
"ასეთ საწარმოებში ყველაფერია გათვალისწინებული იმისთვის, რომ საქონელი წესების შესაბამისად დაიკლას. თუ სასაკლაო არ აკონტროლებს დაკვლის ყველა ეტაპს, შესაძლებელია ხდებოდეს პროდუქტის დაბინძურება არასათანადო სტერილიზაციით და ტემპერატურული რეჟიმის არასათანადო დაცვით. ამიტომ იქ წარმოებული პროდუქტიც ჯანმრთელობისთვის საზიანოა."-აღნიშნა მან.
სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, რადგან ინსპექტირების და შესვლის თარიღი სასაკლაოზე სხვადასხვაა, შესაბამისად, საფრთხის ანალიზისა და კრიტიკული საკონტროლო წერტილების დანერგვის ვადებიც განსხვავებულია. მათივე ინფორმაციით, სასაკლაოების 80% მზადაა HACCP-ის დასანერგად და შესაბამის სამუშაოებს აქტიურად ახორციელებს.

სტატიის აზერბაიჯანული ვერსია





 

| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
23-დან 25 თებერვლამდე, პორტუგალიის ქალაქი პორტო უმასპინძლებს
ბუნებრივი ღვინოების საერთაშორისო გამოფენას Simplesmente Vinho.
აღსანიშნავია, რომ საქართველო ამ ღონისძიებაზე ამაყად გამოირჩევა
ღვინის სამშობლოს სტატუსით.
23-დან 25 თებერვლამდე, პორტუგალიის ქალაქი პორტო უმასპინძლებს ბუნებრივი ღვინოების საერთაშორისო გამოფენას Simplesmente Vinho. აღსანიშნავია, რომ საქართველო ამ ღონისძიებაზე ამაყად გამოირჩევა ღვინის სამშობლოს სტატუსით.
16:20 / 23.02.2024
ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ქართული ღვინის
პოპულარიზაციის ღონისძიებები საერთაშორისო ბაზრებზე 2024 წელს კიდევ
უფრო გააქტიურდება.
ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ქართული ღვინის პოპულარიზაციის ღონისძიებები საერთაშორისო ბაზრებზე 2024 წელს კიდევ უფრო გააქტიურდება.
16:47 / 08.02.2024
საქართველოში წელს IWSC (International Wine and Spirits Competition)
კონკურსი მეორედ ჩატარდა, სადაც 170-ზე მეტი კომპანიის 520 ღვინო
მონაწილეობდა. წელს კონკურსზე ქართულ ღვინოებთან ერთად სომხეთსა და
აზერბაიჯანში წარმოებული ღვინოებიც იყო წარმოდგენილი.
საქართველოში წელს IWSC (International Wine and Spirits Competition) კონკურსი მეორედ ჩატარდა, სადაც 170-ზე მეტი კომპანიის 520 ღვინო მონაწილეობდა. წელს კონკურსზე ქართულ ღვინოებთან ერთად სომხეთსა და აზერბაიჯანში წარმოებული ღვინოებიც იყო წარმოდგენილი.
21:26 / 04.12.2023
საქართველოში რთველი 2023 დასასრულს უახლოვდება - მევენახეობის
ერთ-ერთ მთავარ რეგიონში, კახეთში ყურძენი უკვე დაბინავებულია.
საქართველოში რთველი 2023 დასასრულს უახლოვდება - მევენახეობის ერთ-ერთ მთავარ რეგიონში, კახეთში ყურძენი უკვე დაბინავებულია.
15:22 / 19.10.2023
სამართალი
კაცი, რომელიც გუშინდელ საპროტესტო აქციაზე სპეცრაზმელებმა წააქციეს და ფიზიკურად გაუსწორდნენ, დიმიტრი ბერიძეა.
13:29 / 17-04-2024
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ამ დროისთვის, საპროტესტო აქციის, „კი ევროპას, არა რუსულ კანონს“ 14 მონაწილეა დაკავებული.
00:24 / 16-04-2024
თელავში მომხდარი ქურდობის 4 ფაქტზე 1982 წელს დაბადებული შ.ჯ. დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
11:48 / 27-03-2024
ეკონომიკა
საქართველოს 63 მუნიციპალიტეტში, მათ შორის კახეთის რეგიონში, ქალაქებში შესასვლელების აღმნიშვნელი სტენდები მოეწყობა, რომელზეც დამონტაჟდება მუნიციპალიტეტის გერბი, განათებები და ქალაქის დასახელებები.
12:16 / 12-04-2024
USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამისა და წყლის რესურსების მართვის რეფორმის ფარგლებში, სააგენტოს წარმომადგენლები თელავში მედიის წარმომადგენლებს შეხვდნენ.
12:03 / 10-04-2024
სხვა ამბები
დღეს, 14 მაისს, ფართომასშტაბიანი საპროტესტო აქციებს, სტუდენტების მასშტაბური გაფიცვისა თუ საქართველოს დასავლელი პარტნიორების მოწოდებებისა და გაფრთხილებების მიუხედავად, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე რუსული კანონი მესამე, საბოლოო მოსმენით დაამტკიცეს. 84 მომხრე, 30 წინააღმდეგი - ასეთია კენჭისყრის შედეგები.
20:21 / 14-05-2024
რუსული კანონის წინააღმდეგ პროტესტს თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებიც უერთდებიან და სოლიდარობას უცხადებენ გაფიცულ სტუდენტებს თბილისში. მათი მოთხოვნაა დაკავებული მშვიდობიანი მომიტინგეების გათავისუფლებაც.
13:39 / 14-05-2024
მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ, ოლიგარქმა ბიძინა ივანიშვილმა უარი განაცხადა ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ჯიმ ო’ბრაიენთან შეხვედრაზე. ო’ბრაიენის ვიზიტი თბილისში ხვალ, 14 მაისსაა დაგეგმილი.
21:43 / 13-05-2024
დღეს, 13 მაისს, იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა, ფართომასშტაბიანი საპროტესტო აქციის ფონზე, რუსულ კანონს მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა. დღევანდელი საკომიტეტო სხდომა რეკორდულად მოკლე დროში დასრულდა, ის დაახლოებით, 1 წუთსა და 7 წამს გაგრძელდა.
13:04 / 13-05-2024
თბილისში რუსული კანონის საწინააღმდეგო ევროპული მარში ამ წუთებშიც მიმდინარეობს.
22:27 / 11-05-2024
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის, სოფელ ვარდისუბნის საჯარო სკოლის მოსწავლემ, მარიამ ძამანაშვილმა, „საქართველოს 2024 წლის ჩემპიონატი კრივში მოსწავლეთა შორის“ პირველი ადგილი დაიკავა. ის ასევე „საქართველოს 2023 წლის მოსწავლე მოკრივეთა ჩემპიონატის“ პირველი ადგილის მფლობელია.
13:43 / 25-03-2024
ვალუტა
EUR
EUR
1
3.5859
USD
USD
1
3.2054
GBP
GBP
1
4.2911
TRY
TRY
1
0.2316
RUB
RUB
100
3.2024
ამინდი
გურჯაანი 15 / 27 °C
img
საგარეჯო 14 / 24 °C
img
დ.წყარო 12 / 22 °C
img
სიღნაღი 15 / 28 °C
img
ლაგოდეხი 14 / 24 °C
img
ყვარელი 15 / 27 °C
img
თელავი 15 / 25 °C
img
ახმეტა 14 / 26 °C
img
კალენდარი
«« მაისი 2024 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12

speqtri.ge შენი ვებგვერდი


მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.