ჯანდაცვა
აივ-ინფექციის მკურნალობას 2018 წლიდან სახელმწიფო სრულად დააფინანსებს
58 წლის ახმედ ახმედოვი იორმუღანლოს თემის სოფელ კაზლარის მკვიდრია. სახლში მეუღლესთან ერთად ცხოვრობს, სამი შვილი კი მოსკოვში ჰყავს.
ადრე ცხვრის მოშენებითა და მოვლით იყო დაკავებული, რამდენიმე თვეს შირაქში ატარებდა. ახლა კი, მეცხვარეობაზე უარი თქვა და მხოლოდ სახლში საქმიანობს. ჩვენს კითხვაზე, იცის თუ არა რა არის აივ ინფექცია და შიდსი, ამბობს, რომ მხოლოდ ტელევიზიით თუ სმენია რამე, ისიც ზედაპირულად.

„რა ვთქვა აბა, შეიძლება მეც მჭირდეს ეგ რაღაც, მაგრამ არ ვიცოდე. უბრალოდ, ტელევიზიით გამიგია. რა არის შიდსი, როგორ ვრცელდება, რა ჩივილები აქვს და რამდენად საშიშია სიცოცხლისთვის, დეტალური ინფორმაცია არ მაქვს. არც ის გამიგია, სად შეიძლება მივიდე და ანალიზი გავიკეთო. თუ ჩვენამდეც მოვა ინფორმაცია, კარგი იქნება. მიგდებული სოფელია, თორემ ქალაქში ალბათ უფრო მეტი ეცოდინებათ ამის შესახებ,“-გვეუბნება ის.

19 წლის ელვინ ქარიმოვი იორმუღანლოს თემის სოფელ დუზაგრამიდანაა. ის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერისტეტში მოსამზადებელი კურსის სტუდენტია. მომავალ წელს სწავლის გაგრძელებას პოლიტიკურ მეცნიერებებზე გეგმავს. ელვინმა კარგად იცის, რა დაავადებაა შიდსი, ისიც იცის, რომ ხალხმა მას მე-20 საუკუნის შავი ჭირი უწოდა. ამბობს, რომ მათ თემში ამ დაავადების შესახებ ინფორმაციის ნაკლებობაა, განსაკუთრებით კი უფროს თაობაში. ინფორმაცია აქვს გავრცელებულ სტერეოტიპზეც.

„არსებობს ისეთი მოსაზრება, რომ ვინც შიდსითაა დაავადებული, ახლოს აღარ უნდა მიეკარონ, რაც არასწორია. თუკი უსაფრთხოების ნორმებს დაიცავ, არ გადაგედება. ალბათ, ტრენინგები, ან სხვა ღონისძებები უნდა ჩატარდეს, რომ მოსახლეობას მეტი ინფორმაცია ჰქონდეს.“
შიდსი შეძენილი იმუნური დეფიციტის სინდრომია, რომელიც აივ ინფექციის ფონზე ვითარდება. „აივ ინფექცია ძირითადად აზიანებს იმუნურ სისტემას. შიდსი კი ბოლო სტადიაა, რომელიც უმეტესწილად სიკვდილიანობით მთავრდება. დაავადების გადაცემის ძირითადი გზა სისხლია. ინფექციის წყარო შეიძლება გახდეს არასათანადოდ გასტერილებული სამედიცინო, ტატუირებისა და პირსინგირების იარაღი. რისკ ჯგუფებად მოიაზრებიან დიალეზზე მყოფი პირები, სამედიცინო პერსონალი, მეძავები, ინტრავენული ნარკომანები. ინფექციის წყარო ძირითადად არის ადამიანი, რომელიც აივინფიცერებულია. დაავადების გამოკვეთილი კლინიკური ნიშნები არ არსებობს, მაგრამ მაინც გამოყვეს რამდენიმე სიმპტომი. ესენია, საერთო სისუსტე, ლიმფური ჯირკვლების გადიდება, კუჭ-ნაწლავური აშლილობა, ოფლიანობა ღამით და წონაში კლება, “ - ამბობს გურჯაანის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ექიმი-პროფილაქტიკოსი ეკა ბურდიაშვილი.

მისივე თქმით, ინფიცირების რამდენიმე სტადია არსებობს.

„პირველი ეს არის ფანჯრის სტადია, როდესაც ადამიანი ვირუსის მატარებელია, თუმცა სისხლის ლაბორატორიული ანალიზი ამას ვერ ადგენს. მეორე სტადია კლინიკური ნიშნების უმნიშვნელო ცვლილებითაა გამოხატული, რომელიც 3-5 წელს მოიცავს. მესამე სტადია მანიფესტირებული კლინიკური ნიშნებით მიმდინარე პროცესია, როდესაც უკვე მნიშვნელოვნად ზიანდება იმუნური სისტემა და სერიოზული დაავადებები ვითარდება. ბოლო სტადია კი არის შიდსი. ამ დროს ადამიანი უკვე აღარ არის ისეთი აქტიური, ჯანმრთელობის დიდი პრობლემა აღენიშნება, ეს სტადია სიკვდილიანობით მთავრდება.“

2016 წლის ასოცირების ხელშეკრულების სამოქმედო გეგმის მიხედვით, საქართველომ აიღო ვალდებულება ეპიდემიოლოგიური ზედამხედველობა განახორციელოს გადამდებ დაავადებებზე, მათ შორისაა შიდსი და აივ ინფექცია. პრევენციულ ღონისძიებებს ქვეყნის მასშტაბით დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი რამდენიმე კუთხით ატარებს.

„მიმდინარეობს ნებაყოფლობითი კონსულტირება და ტესტირება, რაშიც ერთობლივად მონაწილეობენ, როგორც საჯარო სამსახურები, ასევე სამოქალაქო საზოგადოება. მოგეხსენებათ, ამ დაავადებას ახასიათებს სტიგმა, ბევრი ადამიანი ერიდება, რომ კონსულტაციისთვის სამედიცინო დაწესებულებაში მივიდეს და ურჩევია სამოქალაქო სექტორთან ითანამშრომლოს. პრევენციული ღონისძიებები ძირითადად მიმართულია ქცევის შეცვლისკენ. ქცევის შეცვლაში იგულისხმება პრეზერვატივის გამოყენება, სწორი სქესობრივი ურთიერთობები, ინექციური ნარკოტიკების მომხმარებლებთან მუშაობა, უსაფრთხო ერთჯერადი შპრიცების გამოყენება და ა.შ. შერჩეული გვყავს სამიზნე აუდიტორია, ანუ ე.წ რისკ-ჯგუფები, სადაც უფრო მნიშვნელოვანია ღონისძიებების ჩატარება. ესენი არიან კომერციული სექს-მუშაკები, ინექციური ნარკოტიკების მომხმარებლები, ჰომოსექსუალური ურთიერთობის მქონე მამაკაცები, ახალგაზრდები, რომლებმაც უნდა იცოდნენ, თუ როგორ იცხოვრონ სწორად. შიდსი არ არის ის თემა, რომ შეკრიბო ადამიანები ბირჟაზე და ისე ელაპარკო. შეხვედრები ტარდება სკოლებში, უნივერიტეტებში და სხვა სასწავლო დაწესებულებებში.“ - ამბობს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსი ნელი ხიზანიშვილი.

შიდსთან ბრძოლის მსოფლიო დღეს, პირველ დეკემბერს, ცნობილი გახდა, რომ 2018 წლიდან აივ-ინფექციის მკურნალობას საქართველოში მთლიანად სახელმწიფო დააფინანსებს.
„ამ დროისთვის, თუკი მოქალაქეს დაუდასტურდება აივ-ინფექცია, ყველა დანარჩენ გამოკვლევას და მკურნალობას სახელმწიფო დააფინანსებს. აქამდე ეს ლიმიტირებული იყო და პროგრამაში ყველა პაციენტი პაციენტი ვერ ერთვებოდა. 2018 წლიდან აბსოლუტურად ყველასთვის ხელმისაწვდომი იქნება. წამლები გაიცემა მხოლოდ თბილისში, კლინიკური იმუნოლოგიისა და შიდსის სამეცნიერო პრაქტიკულ ცენტრში.“
კახეთში აივ-ინფექციის ლაბორატორიული კვლევა თელავშია შესაძლებელი. მომსახურება უფასოა საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში და არასამთავრობო ორგანიზაციაში „ნაბიჯი მომავლისკენ“.
ორგანიზაცია „ნაბიჯი მომავლისკენ“თელავის ოფისის კოორდინატორის კახა გემაზაშვილის თქმით, მათ კონტინგენტს მხოლოდ ინექციური ნარკოტიკების მომხმარებლები წარმოადგენენ.

„პროგრამას, რომელსაც ჩვენ ვახორციელებთ, „ზიანის შემცირება“ ჰქვია. კვლევის ჩატარება პროგრამაში ნებისმიერი მსურველისთვის არ გვაქვს გაწერილი. გვყავს სოციალური მუშაკები, რომლებსაც ასე ვთქვათ, თავიანთი კლიენტები ჰყავთ. წელიწადზე მეტია , მობილური ლაბორატორიაც გაგვაჩნია, კახეთის მასშტაბით გავდივართ და კვლევას ადგილზე ვატარებთ. ეთნიკურ უმცირესობებს რაც შეეხება, უშუალოდ ორმუღანლოს თემში არ ვყოფილვართ, მაგრამ აქცია გვქონდა ყარაჯალაში.მიმდინარე წელს აივ-ის 10 შემთხვევა გამოვლინდა. ჯერ კეთდება ტესტი, რომელიც ადგენს ანტისხეულის არსებობას, შემდეგ სისხლი შიდსის ცენტრში იგზავნება.“

ცნობისთვის, ევროპაში ყოველდღიურად ინფიცირების 400-მდე ახალი შემთხვევა ფიქსირდება. ამ მხრივ, სიტუაცია განსაკუთრებით რთულია აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, საქართველოში აივ-ინფექციისა და შიდსის შემთხვევები ყოველწლიურად იმატებს. თუ 2006 წელს ეს რიცხვი 1 156 იყო, 2015 წელს 5 412 შეადგინა.

ინფორმაციისთვის


თელავის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი ალადაშვილის ქუჩა #2-ში მდებარეობს. აივ-ინფექციასა და შიდსზე ანალიზის აღება შესაძლებელია სამუშაო დღეებში, 10:00სთ-დან 15:00 სთ-მდე. პასუხის გაგება 5 წუთშია შესაძლებელი. თუკი აივ-ინფექცია დადასტურდა, სისხლი შემდეგი კვლევისთვის კლინიკური იმუნოლოგიისა და შიდსის სამეცნიერო პრაქტიკულ ცენტრში იგზავნება, რომელიც ქალაქ თბილისში ალექსანდრე ყაზბეგის გამზირის #16-ში მდებარეობს. დაინტერესებულმა პირებმა, რომელთაც ამ ცენტრში ანალიზის პირველად აღება სურთ, უნდა გაითვალისწინონ, რომ მომსახურებით სარგებლობა 10:00 სთ-დან 14:00-სთმდე გრძელდება.

რაც შეეხება არასამთავრობო ორგანიზაციას „ნაბიჯი მომავლისკენ“, მათი მისამართია თელავი, ნინოშვილის ქუჩა #39. ლაბორატორიული კვლევის ჩატარება შესაძლებელია ყოველ დღე, შაბათ-კვირის გარდა 11:00 სთ-დან 17:00 სთ-მდე.



სტატიის აზერბაიჯანული ვერსია

| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
2023 წელს, სახელმწიფომ, ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვების
სამკურნალოდ უპრეცედენტო პროგრამა დაიწყო - ყველა ბენეფიციარს,
მკურნალობა, როგორც საქართველოში, ისე - ესპანეთის, ისრაელისა და
თურქეთის წამყვან, მაღალტექნოლოგიურ სამედიცინო დაწესებულებებში
სრულად უფინანსდება.
2023 წელს, სახელმწიფომ, ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვების სამკურნალოდ უპრეცედენტო პროგრამა დაიწყო - ყველა ბენეფიციარს, მკურნალობა, როგორც საქართველოში, ისე - ესპანეთის, ისრაელისა და თურქეთის წამყვან, მაღალტექნოლოგიურ სამედიცინო დაწესებულებებში სრულად უფინანსდება.
12:25 / 15.02.2024
საქართველოს დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის
სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოში წელს დიალიზის 10 სერვისცენტრი
გაიხსნა, მათ შორის 2 კახეთში - საგარეჯოსა და ყვარელში.
საქართველოს დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოში წელს დიალიზის 10 სერვისცენტრი გაიხსნა, მათ შორის 2 კახეთში - საგარეჯოსა და ყვარელში.
12:21 / 14.02.2024
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, ილია ღუდუშაურის განცხადებით, ყველა
იმ ადამიანს, ვისაც სახელმწიფო, ქრონიკული დაავადებების სამკურნალო
მედიკამენტებს გარკვეული ლიმიტების ფარგლებში უფინანსებდა, 2024
წლიდან, სრულად, მთელი წლის კურსს დაუფინანსებს.
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, ილია ღუდუშაურის განცხადებით, ყველა იმ ადამიანს, ვისაც სახელმწიფო, ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებს გარკვეული ლიმიტების ფარგლებში უფინანსებდა, 2024 წლიდან, სრულად, მთელი წლის კურსს დაუფინანსებს.
16:14 / 21.12.2023
ოკუპირებულ ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და
სოციალური დაცვვის სამინისტროს განცხადებით, ზოგიერთი მედიკამენტი
აფთიაქებში იმპორტის ფასთან შედარებით, 32-ჯერ ძვირად, ზოგ
შემთხვევაში კი 1000, 2000 და 3000-პროცენტიანი ფასნამატით იყიდება.
კერძოდ, საუბარია მედიკამენტებზე, რომლებზეც რეფერენტული ფასი ჯერ არ
მოქმედებს.
ოკუპირებულ ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვვის სამინისტროს განცხადებით, ზოგიერთი მედიკამენტი აფთიაქებში იმპორტის ფასთან შედარებით, 32-ჯერ ძვირად, ზოგ შემთხვევაში კი 1000, 2000 და 3000-პროცენტიანი ფასნამატით იყიდება. კერძოდ, საუბარია მედიკამენტებზე, რომლებზეც რეფერენტული ფასი ჯერ არ მოქმედებს.
13:27 / 20.12.2023
სამართალი
თელავში მომხდარი ქურდობის 4 ფაქტზე 1982 წელს დაბადებული შ.ჯ. დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
11:48 / 27-03-2024
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ, არასრულწლოვნის თანდასწრებით ოჯახში ძალადობის და მუქარის ფაქტებზე, მხილებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელი ა.ბ.
11:35 / 21-02-2024
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო იმერეთის რეგიონში სტიქიის შედეგებთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს.
16:25 / 07-02-2024
ეკონომიკა
საქართველოს 63 მუნიციპალიტეტში, მათ შორის კახეთის რეგიონში, ქალაქებში შესასვლელების აღმნიშვნელი სტენდები მოეწყობა, რომელზეც დამონტაჟდება მუნიციპალიტეტის გერბი, განათებები და ქალაქის დასახელებები.
12:16 / 12-04-2024
USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამისა და წყლის რესურსების მართვის რეფორმის ფარგლებში, სააგენტოს წარმომადგენლები თელავში მედიის წარმომადგენლებს შეხვდნენ.
12:03 / 10-04-2024
სხვა ამბები
ვრცელდება ოპოზიციონერი დეპუტატის, ალეკო ელისაშვილის დაკავების კადრები. რამდენიმე წუთით ადრე, ელისაშვილი მომიტინგეებთან ერთად ირაკლი კობახიძესთან შეხვედრას ითხოვდა.
00:46 / 18-04-2024
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-სპიკერი მოადგილე, ვედანტ პატელი კვლავ ეხმიანება ე.წ „აგენტები კანონს“ და საქართველოს ხელისუფლებას გაფრთხილებების გათვალისწინებისკენ მოუწოდებს, რადგან აღნიშნული კანონი არ შეესაბამება ევროკავშირის ნორმებს.
23:54 / 17-04-2024
საპროტესტო აქციის მონაწილეები მსვლელობით გადავიდნენ მთავრობის კანცელარიისკენ და პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან შეხვედრას ითხოვენ.
23:17 / 17-04-2024
ამერიკული ანალიტიკური ცენტრის, საგარეო პოლიტიკის კვლევის ინსტიტუტის (FPRI) ევრაზიის პროგრამის ხელმძღვანელი ბობ ჰამილტონი საქართველოში ბოლო დღეების მანძილზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით საკუთარ მოსაზრებას ავრცელებს და სოციალურ ქსელში წერს, რომ საქართველოში რუსეთის ინტერვენციაა შესაძლებელი.
22:29 / 17-04-2024
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საპროტესტო აქციას ეხმაურება.
22:08 / 17-04-2024
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის, სოფელ ვარდისუბნის საჯარო სკოლის მოსწავლემ, მარიამ ძამანაშვილმა, „საქართველოს 2024 წლის ჩემპიონატი კრივში მოსწავლეთა შორის“ პირველი ადგილი დაიკავა. ის ასევე „საქართველოს 2023 წლის მოსწავლე მოკრივეთა ჩემპიონატის“ პირველი ადგილის მფლობელია.
13:43 / 25-03-2024
ვალუტა
EUR
EUR
1
3.5859
USD
USD
1
3.2054
GBP
GBP
1
4.2911
TRY
TRY
1
0.2316
RUB
RUB
100
3.2024
ამინდი
გურჯაანი 14 / 29 °C
img
საგარეჯო 14 / 27 °C
img
დ.წყარო 10 / 23 °C
img
სიღნაღი 13 / 30 °C
img
ლაგოდეხი 14 / 25 °C
img
ყვარელი 14 / 29 °C
img
თელავი 16 / 28 °C
img
ახმეტა 15 / 28 °C
img
კალენდარი

speqtri.ge შენი ვებგვერდი


მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.