არჩევნები 2016
დავით სონღულაშვილი-ძლიერი სოფელი, ძლიერი ქვეყნის საწინდარია
დავით სონღულაშვილმა, წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში მორიგი შეხვედრები გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფლებში კოლაგსა და ვეჯინში გამართა. შეხვედრის მიზანი ადგილობრივი მოსახლეობისათვის საარჩევნო პროგრამის გაცნობა იყო.
პირველი შეხვედრა ქართული ოცნების მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა კოლაგის მოსახლეობასთან გამართა. მან ადგილობრივ მოსახლეობას საარჩევნო პროგრამა წარუდგნა და მათი შეფასებაც მოისმინა. საარჩევნო პროგრამაში აქცენტები დასმულია სოფლის მეურნეობის გაძლიერებაზე, გზის, წყლის, გაზისა და დენის პრობლემების აღმოფხვრაზე, ახალგაზრდებისთვის პირობების გაუმჯობესებაზე, ხელმისაწვდომ განათლებასა და უმუშევრობის დაძლევაზე.
"ჩვენ ერთად უნდა ავაშენოთ ძლიერი სოფელი. უნდა შევქმნათ სამუშაო ადგილები, რათა თითოეულმა ადამიანმა შეძლოს თვითრეალიზაცია. სოფელში აღარ უნდა იყოს ელემენტარული პირობები მოუწესრიგებელი, როგორიცაა გზა, წყალი და გაზი. მე ღრმად ვარ დარწმუნებული, ერთად დგომით ბევრ სარგებელს მოვუტანთ სოფელსაც და ქვეყანასაც". - განაცხადა დავით სონღულაშვილმა.

ადგილობრივი მოსახლეობის თქმით, ქართული ოცნების კანდიდატის პროგრამა რეალურ საფუძველზეა შექმნილი და კარგად იგრძნობა ის, რაც თითოეულ სოფელს და ადამიანს აწუხებს.
მეორე შეხვედრა ვეჯინის მოსახლეობასთან გაიმართა. დავით სონღულაშვილმა ადგილობრივებთან ერთად საარჩევნო პროგრამასა და სამუშაო გეგმების შესახებ ისაუბრა. მოსახლეობის აზრით, ქართული ოცნების კანდიდატს სოფლის განვითარებისთვის შესაბამისი ხედვა აქვს, სადაც ნათლად არის გაანალიზებული მუნიციპალიტეტში არსებული ყველა პრობლემა. შეხვედრამ საინტერესოდ და დადებითი შეფასებების ფონზე ჩაიარა.

ხვალ, დავით სონღულაშვილი საარჩევნო პროგრამას ძირკოკის, ჭანდარის, სოფელ გურჯაანის მოსახლეობას და ქალაქ გურჯაანის მუსიკალური სკოლის პედაგოოგებს გააცნობს.

[R]
| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
N 12 გურჯაანის საოლქო-საარჩევნო კომისიამ უბნებიდან შემოსული ორი
საჩივარი განიხილა.
N 12 გურჯაანის საოლქო-საარჩევნო კომისიამ უბნებიდან შემოსული ორი საჩივარი განიხილა.
10:05 / 03.11.2016
გურჯაანის ნომერ მეთორმეტე საოლქო საარჩევნო კომისიაში, მხოლოდ ორი
საჩივარია შესული.
გურჯაანის ნომერ მეთორმეტე საოლქო საარჩევნო კომისიაში, მხოლოდ ორი საჩივარია შესული.
14:36 / 01.11.2016
"ქართული ოცნების“ გურჯაანის მაჟორიტარი დეპუტატი დავით სონღულაშვილი არჩევნების შედეგებს აფასებს და ამომრჩეველს ნდობისთვის მადლობას უხდის.
16:14 / 31.10.2016
წინასწარი შედეგებით საპარლამენტო აჩევნების მეორე ტურში, კახეთის
ხუთივე ოლქში,
წინასწარი შედეგებით საპარლამენტო აჩევნების მეორე ტურში, კახეთის ხუთივე ოლქში, "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატებმა მხოლოდ ორი უბანი მოიგეს გურჯაანის #34 ჩალაუბნის უბანი და ახმეტის #11 მატანის საარჩევნო უბანი.
12:40 / 31.10.2016
სამართალი
თელავში მომხდარი ქურდობის 4 ფაქტზე 1982 წელს დაბადებული შ.ჯ. დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
11:48 / 27-03-2024
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ, არასრულწლოვნის თანდასწრებით ოჯახში ძალადობის და მუქარის ფაქტებზე, მხილებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელი ა.ბ.
11:35 / 21-02-2024
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო იმერეთის რეგიონში სტიქიის შედეგებთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს.
16:25 / 07-02-2024
ეკონომიკა
საქართველოს 63 მუნიციპალიტეტში, მათ შორის კახეთის რეგიონში, ქალაქებში შესასვლელების აღმნიშვნელი სტენდები მოეწყობა, რომელზეც დამონტაჟდება მუნიციპალიტეტის გერბი, განათებები და ქალაქის დასახელებები.
12:16 / 12-04-2024
USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამისა და წყლის რესურსების მართვის რეფორმის ფარგლებში, სააგენტოს წარმომადგენლები თელავში მედიის წარმომადგენლებს შეხვდნენ.
12:03 / 10-04-2024
სხვა ამბები
ვრცელდება ოპოზიციონერი დეპუტატის, ალეკო ელისაშვილის დაკავების კადრები. რამდენიმე წუთით ადრე, ელისაშვილი მომიტინგეებთან ერთად ირაკლი კობახიძესთან შეხვედრას ითხოვდა.
00:46 / 18-04-2024
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-სპიკერი მოადგილე, ვედანტ პატელი კვლავ ეხმიანება ე.წ „აგენტები კანონს“ და საქართველოს ხელისუფლებას გაფრთხილებების გათვალისწინებისკენ მოუწოდებს, რადგან აღნიშნული კანონი არ შეესაბამება ევროკავშირის ნორმებს.
23:54 / 17-04-2024
საპროტესტო აქციის მონაწილეები მსვლელობით გადავიდნენ მთავრობის კანცელარიისკენ და პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან შეხვედრას ითხოვენ.
23:17 / 17-04-2024
ამერიკული ანალიტიკური ცენტრის, საგარეო პოლიტიკის კვლევის ინსტიტუტის (FPRI) ევრაზიის პროგრამის ხელმძღვანელი ბობ ჰამილტონი საქართველოში ბოლო დღეების მანძილზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით საკუთარ მოსაზრებას ავრცელებს და სოციალურ ქსელში წერს, რომ საქართველოში რუსეთის ინტერვენციაა შესაძლებელი.
22:29 / 17-04-2024
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საპროტესტო აქციას ეხმაურება.
22:08 / 17-04-2024
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის, სოფელ ვარდისუბნის საჯარო სკოლის მოსწავლემ, მარიამ ძამანაშვილმა, „საქართველოს 2024 წლის ჩემპიონატი კრივში მოსწავლეთა შორის“ პირველი ადგილი დაიკავა. ის ასევე „საქართველოს 2023 წლის მოსწავლე მოკრივეთა ჩემპიონატის“ პირველი ადგილის მფლობელია.
13:43 / 25-03-2024
ვალუტა
EUR
EUR
1
3.5859
USD
USD
1
3.2054
GBP
GBP
1
4.2911
TRY
TRY
1
0.2316
RUB
RUB
100
3.2024
ამინდი
გურჯაანი 10 / 19 °C
img
საგარეჯო 8 / 17 °C
img
დ.წყარო 8 / 15 °C
img
სიღნაღი 11 / 20 °C
img
ლაგოდეხი 9 / 18 °C
img
ყვარელი 10 / 19 °C
img
თელავი 9 / 16 °C
img
ახმეტა 8 / 16 °C
img
კალენდარი
«« მაისი 2024 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12

speqtri.ge შენი ვებგვერდი


მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.