არჩევნები 2016
ირაკლი კობახიძე- "ნაციონალური მოძრაობისგან“ პროვოკაციებია მოსალოდენელი
პარტია ”ქართული ოცნება”  ”ნაციონალურ მოძრაობას” მოუწოდებს, "თავი შეიკავოს პროვოკაციებისა და კონტრაქციების მოწყობისგან“.


როგორც დღეს გამართულ ბრიფინგზე პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, ბოლო დღებში განვითარებულმა მოვლენებმა ცხადყო, რომ ”ნაციონალური მოძრაობისგან” პროვოკაციები რეალურად არის მოსალოდნელი.

- "განსაკუთრებული კონცენტრაცია პროვოკაციების კუთხით შეინიშნება ორ რეგიონში, ეს არის სამეგრელოს რეგიონი, კონკრეტულად ზუგდიდის მუნიციპალიტეტი და ასევე, აჭარის რეგიონი, სადაც რამდენიმე, საკმაოდ მძიმე პროვოკაციას ჰქონდა ადგილი ჩვენი აქტივისტების მიმართ ამ ბოლო დღეების განმავლობაში. რამდენიმე მაგალითს მოვიყვან. პირველ რიგში, მაგალითად ვიტყვი, რომ 3 სექტემბერს ჩვენს კანდიდატს, მერაბ ქვარაიას, ქალაქ ზუგდიდში ჰქონდა შეხვედრა აქტივისტებთან სადგურის დასახლების მაცხოვრებლებთან, სადაც მივიდა „ნაციონალური მოძრაობის“ სიის მე-13 ნომრის, ქებურიას დედა მზია გახარია თავის აქტივისტებთან ერთად და იქ მოაწყვეს პროვოკაცია, რაც გამოიხატებოდა ლანძღვაში, გამომწვევ მოქმედებაში და ა.შ. 6 სექტემბერს ასევე ზუგდიდში, ზუგდიდის მეორე კანდიდატს, ედიშერ თოლორაიას, შეხვედრა ჰქონდა სოფელ ანაკლიაში, სადაც ჟანა ცხადაია, ერთ-ერთი გამორჩეული აქტივისტი ზუგდიდის „ნაციონალური მოძრაობის“ რაიონული ორგანიზაციის და მისი თანხმლები აქტივისტები, მივიდნენ შეხვედრაზე. ისინიც გამოირჩეოდნენ ლანძღვითა და სხვა პროვოკაციული მოქმედებებით. ეს არის ორი მაგალითი, რომელიც ზუგდიდის შემთხვევაში შეგვიძლია მოვიყვანოთ“

ირაკლი კობახიძისვე თქმით,  მსგავს შემთხვევას ჰქონდა ადგილი ბათუმში. პარტიის ორ კანდიდატს, ფატი ხალვაშსა და ვახტანგ წულაძეს ჰქონდა შეხვედრა ამომრჩეველთან ბარცხანაში, სადაც მივიდნენ ”ნაციონალური მოძრაობიდან” საკრებულოს ყოფილი წევრი ნაზი ფუტკარაძე და ვინმე ივანიძე, რომელიც ერთ-ერთი ყოფილი რწმუნებულის ქალიშვილია.

”მათ ადგილზე მოაწყვეს პროვოკაცია. ჩვენ შეგვიძლია გადმოგცეთ ამის ამსახველი ვიდეოკადრები. იქ გაისმა ერთ-ერთი ფრაზა, ივანიძემ დასძინა, რომ კონკრეტული ადამიანები ღირსები იყვნენ ცოცხების და „დუბინკების“. იქ გაისმა ასეთი მძიმე ფრაზა, ამას მოჰყვა ჩვენი აქტივისტების მხრიდან რეაქცია, თუმცა ეს იყო ღირსეული. მე მინდა მათ მადლობა გადავუხადო ამისთვის, რომ არ აყვნენ პროვოკაციებს და ღირსეული პასუხით შემოიფარგლნენ. ვიდრე სანდრა რულოვსის პირით ”ნაციონალური მოძრაობის” წევრები ცდილობენ დაგვარწმუნონ, რომ „დუბინკები“ და ცოცხები აღარ იქნება, მათი თანაპარტიელები ამის საპირისპიროში გვარწმუნებენ და გუშინდელი ფრაზაც ამის დასტურია”, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა მოუწოდა ”ნაციონალურ მოძრაობას”, რომ თავი შეიკავონ პროვოკაციებისა და კონტრაქციების მოწყობისგან.

ჩვენ არც ერთი კონტრაქცია არ მოგვიწყვია არც ერთი ოპონენტის წინააღმდეგ და იმავესკენ მოვუწოდებთ ოპონენტებს”, - განაცხადა მან  და "ქართული ოცნების” აქტივისტებს მოთმინებისთვის მადლობა გადაუხადა.

| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
N 12 გურჯაანის საოლქო-საარჩევნო კომისიამ უბნებიდან შემოსული ორი
საჩივარი განიხილა.
N 12 გურჯაანის საოლქო-საარჩევნო კომისიამ უბნებიდან შემოსული ორი საჩივარი განიხილა.
10:05 / 03.11.2016
გურჯაანის ნომერ მეთორმეტე საოლქო საარჩევნო კომისიაში, მხოლოდ ორი
საჩივარია შესული.
გურჯაანის ნომერ მეთორმეტე საოლქო საარჩევნო კომისიაში, მხოლოდ ორი საჩივარია შესული.
14:36 / 01.11.2016
"ქართული ოცნების“ გურჯაანის მაჟორიტარი დეპუტატი დავით სონღულაშვილი არჩევნების შედეგებს აფასებს და ამომრჩეველს ნდობისთვის მადლობას უხდის.
16:14 / 31.10.2016
წინასწარი შედეგებით საპარლამენტო აჩევნების მეორე ტურში, კახეთის
ხუთივე ოლქში,
წინასწარი შედეგებით საპარლამენტო აჩევნების მეორე ტურში, კახეთის ხუთივე ოლქში, "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატებმა მხოლოდ ორი უბანი მოიგეს გურჯაანის #34 ჩალაუბნის უბანი და ახმეტის #11 მატანის საარჩევნო უბანი.
12:40 / 31.10.2016
სამართალი
თელავში მომხდარი ქურდობის 4 ფაქტზე 1982 წელს დაბადებული შ.ჯ. დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
11:48 / 27-03-2024
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ, არასრულწლოვნის თანდასწრებით ოჯახში ძალადობის და მუქარის ფაქტებზე, მხილებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელი ა.ბ.
11:35 / 21-02-2024
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო იმერეთის რეგიონში სტიქიის შედეგებთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს.
16:25 / 07-02-2024
ეკონომიკა
საქართველოს 63 მუნიციპალიტეტში, მათ შორის კახეთის რეგიონში, ქალაქებში შესასვლელების აღმნიშვნელი სტენდები მოეწყობა, რომელზეც დამონტაჟდება მუნიციპალიტეტის გერბი, განათებები და ქალაქის დასახელებები.
12:16 / 12-04-2024
USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამისა და წყლის რესურსების მართვის რეფორმის ფარგლებში, სააგენტოს წარმომადგენლები თელავში მედიის წარმომადგენლებს შეხვდნენ.
12:03 / 10-04-2024
სხვა ამბები
ვრცელდება ოპოზიციონერი დეპუტატის, ალეკო ელისაშვილის დაკავების კადრები. რამდენიმე წუთით ადრე, ელისაშვილი მომიტინგეებთან ერთად ირაკლი კობახიძესთან შეხვედრას ითხოვდა.
00:46 / 18-04-2024
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-სპიკერი მოადგილე, ვედანტ პატელი კვლავ ეხმიანება ე.წ „აგენტები კანონს“ და საქართველოს ხელისუფლებას გაფრთხილებების გათვალისწინებისკენ მოუწოდებს, რადგან აღნიშნული კანონი არ შეესაბამება ევროკავშირის ნორმებს.
23:54 / 17-04-2024
საპროტესტო აქციის მონაწილეები მსვლელობით გადავიდნენ მთავრობის კანცელარიისკენ და პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან შეხვედრას ითხოვენ.
23:17 / 17-04-2024
ამერიკული ანალიტიკური ცენტრის, საგარეო პოლიტიკის კვლევის ინსტიტუტის (FPRI) ევრაზიის პროგრამის ხელმძღვანელი ბობ ჰამილტონი საქართველოში ბოლო დღეების მანძილზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით საკუთარ მოსაზრებას ავრცელებს და სოციალურ ქსელში წერს, რომ საქართველოში რუსეთის ინტერვენციაა შესაძლებელი.
22:29 / 17-04-2024
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საპროტესტო აქციას ეხმაურება.
22:08 / 17-04-2024
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის, სოფელ ვარდისუბნის საჯარო სკოლის მოსწავლემ, მარიამ ძამანაშვილმა, „საქართველოს 2024 წლის ჩემპიონატი კრივში მოსწავლეთა შორის“ პირველი ადგილი დაიკავა. ის ასევე „საქართველოს 2023 წლის მოსწავლე მოკრივეთა ჩემპიონატის“ პირველი ადგილის მფლობელია.
13:43 / 25-03-2024
ვალუტა
EUR
EUR
1
3.5859
USD
USD
1
3.2054
GBP
GBP
1
4.2911
TRY
TRY
1
0.2316
RUB
RUB
100
3.2024
ამინდი
გურჯაანი 14 / 22 °C
img
საგარეჯო 13 / 19 °C
img
დ.წყარო 12 / 22 °C
img
სიღნაღი 14 / 23 °C
img
ლაგოდეხი 12 / 20 °C
img
ყვარელი 14 / 22 °C
img
თელავი 14 / 21 °C
img
ახმეტა 13 / 21 °C
img
კალენდარი
«« მაისი 2024 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12

speqtri.ge შენი ვებგვერდი


მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.