არჩევნები 2016
დავით სონღულაშვილი - აქტიურად ვითანამშრომლებ ადგილობრივ პროფკავშირებთან დასაქმებულთა უფლებების დაცვისთვის
19 ოქტომბერს, „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ გურჯაანის ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი დავით სონღულაშვილი პროფესიული კავშირის წარმომადგენლებსშეხვდა. შეხვედრის მთავარი თემა,დასაქმებულთა უფლებებისდაცვა და ამ საქმეში პროფკავშირების როლის გაზრდა იყო.

პროფკავშირების წარმომადგენლების თქმით, დამსაქმებლები ხშირ შემთხვევაში არღვევენ დასაქმებულთა უფლებებს. ეს გამოიხატება, როგორც ზეგანაკვეთის ანაზღაურებაში, ასევე კუთვნილი შვებულების გამოყენების შეზღუდვაში. ასევე დამსაქმებლები ვერ უზრუნველყოფენ დასაქმებულთა უსაფრთხოებას, განსაკუთრებით მძიმე ფიზიკური სამუშაოს დროს. მათი თქმით, ასევე დიდი პრობლემაა დაბალი ანაზღაურებაც.
შესატანია კანონში ცვლილებები, რაც პროფესიული კავშირების უფლებამოსილების გაზრდას გულისხმობს. ეს პროცესი ხელსშეუწყობს დასაქმებულთა ინტერესების დაცვას. მათი აზრით, შრომის კოდექსის დახვეწაც აუცილებელია.

-„ნებისმიერი ადამიანის გაწეული შრომა შესაბამისად უნდა იყოს დაფასებული. დამსაქმებელიც და დასაქმებულიც კანონის წინაშე თანაბარი უნდა იყოს და არ უნდა სარგებლობდეს რაიმე სახის უპირატესობით. ჩემი ერთ-ერთი პრიორიტეტი პარლამენტში მუშაობისას სწორედ ეს საკითხი იქნება. პროფკავშირებს უნდა ჰქონდეთ მეტი შესაძლებლობა კანონმდებლობით, რომ თავიანთი ფუნქცია-მოვალეობის შესრულება შეძლონ. მე აქტიურად ვითანამშრომლებ თქვენთან, რომ შევძლოთ დასაქმებულთა უფლებების დაცვა,“- აღნიშნა დავით სონღულაშვილმა.

პროფკავშირების წარმომადგენლების აზრით, მნიშვნელოვანია ხელისუფლებასთან აქტიური თანამშრომლობა და ასეთი შეხვედრები, ვინაიდან სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს თითოეული ადამიანის უფლებების დაცვა.

„ძალიან მნიშვნელოვანია ასეთი შეხვედრები ჩვენთვის. ჩვენი ორგანიზაცია იბრძვის პედაგოგთა უფლებების დაცვაზე. დღეს პედაგოგების საქმიანობა დაუფასებელია და კარგია, რომ ხელისუფლებამ მნიშვნელოვაანი რეფორმების განხორციელება დააანონსა.ამ დღეებში ვაფორმებთ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს განათლების სამინისტროსთან, რაც უპრეცენდენტო შემთხვევაა,“- აღნიშნა საქართველოს პედაგოგთა პროფესიული კავშირების გურჯაანის ორგანიზაციის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ესმა არსენიშვილმა.

[R]

| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
N 12 გურჯაანის საოლქო-საარჩევნო კომისიამ უბნებიდან შემოსული ორი
საჩივარი განიხილა.
N 12 გურჯაანის საოლქო-საარჩევნო კომისიამ უბნებიდან შემოსული ორი საჩივარი განიხილა.
10:05 / 03.11.2016
გურჯაანის ნომერ მეთორმეტე საოლქო საარჩევნო კომისიაში, მხოლოდ ორი
საჩივარია შესული.
გურჯაანის ნომერ მეთორმეტე საოლქო საარჩევნო კომისიაში, მხოლოდ ორი საჩივარია შესული.
14:36 / 01.11.2016
"ქართული ოცნების“ გურჯაანის მაჟორიტარი დეპუტატი დავით სონღულაშვილი არჩევნების შედეგებს აფასებს და ამომრჩეველს ნდობისთვის მადლობას უხდის.
16:14 / 31.10.2016
წინასწარი შედეგებით საპარლამენტო აჩევნების მეორე ტურში, კახეთის
ხუთივე ოლქში,
წინასწარი შედეგებით საპარლამენტო აჩევნების მეორე ტურში, კახეთის ხუთივე ოლქში, "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატებმა მხოლოდ ორი უბანი მოიგეს გურჯაანის #34 ჩალაუბნის უბანი და ახმეტის #11 მატანის საარჩევნო უბანი.
12:40 / 31.10.2016
სამართალი
თელავში მომხდარი ქურდობის 4 ფაქტზე 1982 წელს დაბადებული შ.ჯ. დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
11:48 / 27-03-2024
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ, არასრულწლოვნის თანდასწრებით ოჯახში ძალადობის და მუქარის ფაქტებზე, მხილებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელი ა.ბ.
11:35 / 21-02-2024
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო იმერეთის რეგიონში სტიქიის შედეგებთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს.
16:25 / 07-02-2024
ეკონომიკა
საქართველოს 63 მუნიციპალიტეტში, მათ შორის კახეთის რეგიონში, ქალაქებში შესასვლელების აღმნიშვნელი სტენდები მოეწყობა, რომელზეც დამონტაჟდება მუნიციპალიტეტის გერბი, განათებები და ქალაქის დასახელებები.
12:16 / 12-04-2024
USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამისა და წყლის რესურსების მართვის რეფორმის ფარგლებში, სააგენტოს წარმომადგენლები თელავში მედიის წარმომადგენლებს შეხვდნენ.
12:03 / 10-04-2024
სხვა ამბები
ვრცელდება ოპოზიციონერი დეპუტატის, ალეკო ელისაშვილის დაკავების კადრები. რამდენიმე წუთით ადრე, ელისაშვილი მომიტინგეებთან ერთად ირაკლი კობახიძესთან შეხვედრას ითხოვდა.
00:46 / 18-04-2024
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-სპიკერი მოადგილე, ვედანტ პატელი კვლავ ეხმიანება ე.წ „აგენტები კანონს“ და საქართველოს ხელისუფლებას გაფრთხილებების გათვალისწინებისკენ მოუწოდებს, რადგან აღნიშნული კანონი არ შეესაბამება ევროკავშირის ნორმებს.
23:54 / 17-04-2024
საპროტესტო აქციის მონაწილეები მსვლელობით გადავიდნენ მთავრობის კანცელარიისკენ და პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან შეხვედრას ითხოვენ.
23:17 / 17-04-2024
ამერიკული ანალიტიკური ცენტრის, საგარეო პოლიტიკის კვლევის ინსტიტუტის (FPRI) ევრაზიის პროგრამის ხელმძღვანელი ბობ ჰამილტონი საქართველოში ბოლო დღეების მანძილზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით საკუთარ მოსაზრებას ავრცელებს და სოციალურ ქსელში წერს, რომ საქართველოში რუსეთის ინტერვენციაა შესაძლებელი.
22:29 / 17-04-2024
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საპროტესტო აქციას ეხმაურება.
22:08 / 17-04-2024
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის, სოფელ ვარდისუბნის საჯარო სკოლის მოსწავლემ, მარიამ ძამანაშვილმა, „საქართველოს 2024 წლის ჩემპიონატი კრივში მოსწავლეთა შორის“ პირველი ადგილი დაიკავა. ის ასევე „საქართველოს 2023 წლის მოსწავლე მოკრივეთა ჩემპიონატის“ პირველი ადგილის მფლობელია.
13:43 / 25-03-2024
ვალუტა
EUR
EUR
1
3.5859
USD
USD
1
3.2054
GBP
GBP
1
4.2911
TRY
TRY
1
0.2316
RUB
RUB
100
3.2024
ამინდი
გურჯაანი 14 / 21 °C
img
საგარეჯო 13 / 19 °C
img
დ.წყარო 9 / 17 °C
img
სიღნაღი 13 / 22 °C
img
ლაგოდეხი 12 / 18 °C
img
ყვარელი 14 / 21 °C
img
თელავი 13 / 19 °C
img
ახმეტა 12 / 19 °C
img
კალენდარი
«« მაისი 2024 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12

speqtri.ge შენი ვებგვერდი


მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.