არჩევნები 2017
დაპირება დაპირებად რჩება- რას ამბობენ გურჯაანელები კანდიდატების წინასაარჩევნო პროგრამაზე
არჩევნებამდე ორი კვირა რჩება. გურჯაანში წინასაარჩევნო კამპანია აქტიურად მიმდინარეობს. მმართველი გუნდისა თუ ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები ამომრჩეველს ყოველდღე ხვდებიან.
#12 გურჯაანის საარჩევნო ოლქში მერობისთვის 10 კანდიდატი იბრძვის. სოციალური ფონის გაუმჯობესება, პენსიის გაზრდა, ყურძნისა და ატმის რეალიზაციის საკითხის გადაჭრა, წყალმომარაგების პრობლემის მოგვარება, ბანკში აღებული სესხების დაფარვაში დახმარება- ეს იმ დაპირებების არასრული ჩამონათვალია, რომელზეც მედიასთან პოლიტიკური პარტიების კანდიდატები საუბრობენ.
ამის მიუხედავად, ჩვენს მიერ გამოკითხული რესპონდეტენტების უმრავლესობა არ იცნობს კანდიდატებისა თუ პარტიების წინასაარჩევნო პროგრამას, ვინც იცნობს კი, ნიჰილისტურად არის განწყობილი და დაპირებების აღარ სჯერა.
გამოკითხვის შედეგები ასეთია:

ალექსანდრე შანყულაშვილი.-„არც ერთი კანდიდატის პროგრამას არ ვიცნობ. ამით არც დავინტერესებულვარ, იმიტომ რომ არავისი აღარ მჯერა. „ქართული ოცნება“ რომ მოდიოდა, მაშინ გავეცანი პროგრამას, მიხაროდა, რაღაცას შეცვლიდნენ, მაგრამ სულ ტყუილად. ყველა გვპირდება, რომ რაღაცას გააკეთებს- თუ გაიმარჯვებს, დაპირება დაპირებად რჩება.“
დემურ დარჩიაშვილი-„რა აზრი აქვს ამ პროგრამას?! მაინც არაფერს ასრულებენ, მხოლოდ დაპირება იციან. მაგრამ მაინც მგონია, რომ ჯობია, რას გვთავაზობენ გავიგოთ და ისე მივიღოთ გადაწყვეტილება. პოლიტიკური პარტიების მიმართ ხალხში უნდობლობაა და მათი ხედვები ნაკლებადღა გვაინტერესებს. ახლაც რომელიღაც კანდიდატების წარმომადგენლები იყვნენ უბანში, ბროშურები დაარიგეს, ზოგს გაევცანი ზოგს არა.“

ნუნუ ყალაბეგაშვილი- „მხოლოდ დაპირება იციან, კარგი იქნება, იმის ნახევარი მაინც რომ შეასრულონ. ძალიან უჭირს ჩვენს მოსახლეობას, ეს კანიდატებისთვისაც ხომ ცნობილია, ასე რომ ხალხს უნდა მიხედონ და მათ კეთილდღეობაზე იზრუნონ. საწყენია, რომ ხშირად ავიწყდებათ, რას დაგვპირდნენ.“

სიმონ ზირაქაშვილი-„ამდენ დაპირებებს გვაძლევენ და აბა, რომელმა შეასრულა?! ხალხს მაინც არავინ გვიჯერებს, გინდ ვყოფილვართ და გინდ არა, ყველა თავის სკამებისთვის არის. მხოლოდ შვილებისთვის და თავიანთი მომავალი თაობისთვის ზრუნავენ. ზოგიერთი კანდიდატის პროგრამას კი ვიცნობ ნაწილობრივ, მაგრამ რა აზრი აქვს, ცარეილი სიტყვებია, ყველაფერი ტყუილია.“
თემურ ქიზიყურაშვილი-„აუცილებელია გავეცნოთ წინასაარჩევნო პროგრამას და მერე მივიღოთ გადაწყვეტილება. ბევრი დაპირებაა, მთავარი კი, მაინც შესრულებაა. მე მაგალითად, ჩემს არჩევანს 21 ოქტომბერს დავაფიქსირებ.“

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის საარჩევნო და თვითმმართველობის პროექტების კოორდინატორი, ირმა პავლიაშვილი ჩვენთან საუბარში ამბობს, რომ აუცილებელია, ამომრჩეველმა იცოდეს პოლიტიკური პარტიებისა და კანდიდატების საარჩევნო პროგრამა და ამის შემდეგ გააკეთოს არჩევანი. „წინასაარჩევნო კამპანია აგებული უნდა იყოს იმაზე, რომ ამომრჩეველმა გაიგოს პოლიტიკური პარტიების ხედვა და სამომავლო გეგმა, რომელსაც ისინი გამარჯვების შემთხვევაში განახორციელებენ. საარჩევნო პერიდიოდი უნდა წარიმართოს მშვიდად, რათა კანდიდატებს თანაბარი შესაძლებლობები მიეცეთ, ხოლო შემდეგ ამომრჩეველმა თავისუფალ გარემოში დააფიქსიროს თავისი პოზიცია. „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ შეისწავლა, რამდენად იციან თავიანთი პოლიტიკური უფლებები ეთნიკურმა უმცირესობებმა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებმა, ასევე აქვთ, თუ არა ინფორმაცია პოლიტიკური აქტორებისა და მათი პროგრამების შესახებ, როგორც აღმოჩნდა, ეს ყველაფერი გამოწვევაა. სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანია, რომ პარტიები გააქტიურდნენ არა მხოლოდ ცენტარლურ დონეზე, არამედ რეგიონებშიც. მინდა აღვნიშნო, რომ ამ კვლევის დროს, ეთნიკურმა უმცირესობებმა ისეთი პარტიები დაასახლეეს, რომლებიც დიდი ხანია არჩევნებში მონაწილეობას აღარ იღებენ.“

ირმა პავლიაშვილის თქმითვე, საჭიროა ამომრჩეველს მეტი ინფორმაცია ჰქონდეს პოლიტიკური პროცესების შესახებ, რაც საშუალებას მისცემს კენჭისყრის დღეს ინფორმირებული არჩევანი გააკეთოს.





სტატია ქვეყნდება პროექტის „გაცნობიერებული არჩევანი–დემოკრატიის ფუნდამეტი“ ფარგლებში.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს ფონდ ”ღია საზოგადოება-საქართველოს” პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.

| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
#17 თელავის საოლქო საარჩევნო კომისიამ 21 ოქტომბრის ადგილობრივი
თვითმმართველობის არჩევნებისთვის რეგისტრირებული საჩივრები
განიხილა.

#17 თელავის საოლქო საარჩევნო კომისიამ 21 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის რეგისტრირებული საჩივრები განიხილა.

11:11 / 26.10.2017
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (საია) წარმომადგენლებმა,
რომლებიც არჩევნებს კახეთის სამ ოლქში: გურჯაანში, თელავსა და
ყვარელში აკვირდებოდნენ, შესაბამის საოლქო კომისიებში სულ 6 საჩივარი
შეიტანეს, რომლებიც შემაჯამებელ ოქმებს ეხება.
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (საია) წარმომადგენლებმა, რომლებიც არჩევნებს კახეთის სამ ოლქში: გურჯაანში, თელავსა და ყვარელში აკვირდებოდნენ, შესაბამის საოლქო კომისიებში სულ 6 საჩივარი შეიტანეს, რომლებიც შემაჯამებელ ოქმებს ეხება.
17:26 / 23.10.2017
ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ გამოქვეყნებული წინასწარი
მონაცემებით, უმეტეს მაჟორიტარულ ოლქში, საკრებულოს მაჟორიტარი
დეპუტატები
ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ გამოქვეყნებული წინასწარი მონაცემებით, უმეტეს მაჟორიტარულ ოლქში, საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატები "ქართული ოცნების" კანდიდატები იქნებიან.
16:55 / 23.10.2017
კახეთის საოლქო კომისიებში სულ 24 საჩივარი დაიწერა, ყველა მათგანი
პროცედურულ დარღვევებს ეხება. საოლქო კომისიების ნაწილმა საჩივრები
უკვე განიხილა და გადაწყვეტილებაც მიიღო.
კახეთის საოლქო კომისიებში სულ 24 საჩივარი დაიწერა, ყველა მათგანი პროცედურულ დარღვევებს ეხება. საოლქო კომისიების ნაწილმა საჩივრები უკვე განიხილა და გადაწყვეტილებაც მიიღო.
15:59 / 23.10.2017
სამართალი
თელავში მომხდარი ქურდობის 4 ფაქტზე 1982 წელს დაბადებული შ.ჯ. დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
11:48 / 27-03-2024
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ, არასრულწლოვნის თანდასწრებით ოჯახში ძალადობის და მუქარის ფაქტებზე, მხილებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელი ა.ბ.
11:35 / 21-02-2024
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო იმერეთის რეგიონში სტიქიის შედეგებთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს.
16:25 / 07-02-2024
ეკონომიკა
საქართველოს 63 მუნიციპალიტეტში, მათ შორის კახეთის რეგიონში, ქალაქებში შესასვლელების აღმნიშვნელი სტენდები მოეწყობა, რომელზეც დამონტაჟდება მუნიციპალიტეტის გერბი, განათებები და ქალაქის დასახელებები.
12:16 / 12-04-2024
USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამისა და წყლის რესურსების მართვის რეფორმის ფარგლებში, სააგენტოს წარმომადგენლები თელავში მედიის წარმომადგენლებს შეხვდნენ.
12:03 / 10-04-2024
სხვა ამბები
ვრცელდება ოპოზიციონერი დეპუტატის, ალეკო ელისაშვილის დაკავების კადრები. რამდენიმე წუთით ადრე, ელისაშვილი მომიტინგეებთან ერთად ირაკლი კობახიძესთან შეხვედრას ითხოვდა.
00:46 / 18-04-2024
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-სპიკერი მოადგილე, ვედანტ პატელი კვლავ ეხმიანება ე.წ „აგენტები კანონს“ და საქართველოს ხელისუფლებას გაფრთხილებების გათვალისწინებისკენ მოუწოდებს, რადგან აღნიშნული კანონი არ შეესაბამება ევროკავშირის ნორმებს.
23:54 / 17-04-2024
საპროტესტო აქციის მონაწილეები მსვლელობით გადავიდნენ მთავრობის კანცელარიისკენ და პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან შეხვედრას ითხოვენ.
23:17 / 17-04-2024
ამერიკული ანალიტიკური ცენტრის, საგარეო პოლიტიკის კვლევის ინსტიტუტის (FPRI) ევრაზიის პროგრამის ხელმძღვანელი ბობ ჰამილტონი საქართველოში ბოლო დღეების მანძილზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით საკუთარ მოსაზრებას ავრცელებს და სოციალურ ქსელში წერს, რომ საქართველოში რუსეთის ინტერვენციაა შესაძლებელი.
22:29 / 17-04-2024
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საპროტესტო აქციას ეხმაურება.
22:08 / 17-04-2024
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის, სოფელ ვარდისუბნის საჯარო სკოლის მოსწავლემ, მარიამ ძამანაშვილმა, „საქართველოს 2024 წლის ჩემპიონატი კრივში მოსწავლეთა შორის“ პირველი ადგილი დაიკავა. ის ასევე „საქართველოს 2023 წლის მოსწავლე მოკრივეთა ჩემპიონატის“ პირველი ადგილის მფლობელია.
13:43 / 25-03-2024
ვალუტა
EUR
EUR
1
3.5859
USD
USD
1
3.2054
GBP
GBP
1
4.2911
TRY
TRY
1
0.2316
RUB
RUB
100
3.2024
ამინდი
გურჯაანი 10 / 21 °C
img
საგარეჯო 11 / 21 °C
img
დ.წყარო 7 / 19 °C
img
სიღნაღი 9 / 21 °C
img
ლაგოდეხი 9 / 17 °C
img
ყვარელი 10 / 21 °C
img
თელავი 11 / 22 °C
img
ახმეტა 10 / 22 °C
img
კალენდარი
«« მაისი 2024 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12

speqtri.ge შენი ვებგვერდი


მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.