N12 გურჯაანის ოლქში 51 უბნიდან დათვლილია 36 უბნის მონაცემები.
თვითმმართველი თემის მერის არჩევნებში 59,58 % პროცენტით ქართული
ოცნების კანდიდატი, არჩილ ხანდამაშვილი ლიდერობს.
მეორე ადგილზეა ევროპული საქართველოს კანდიდატი, გიორგი პეტრუზაშვილი,
რომელმაც ხმების 18,26 % დააგროვა, მესამე ადგილზე კი, 11,35 %-ით
ნიკა ნიჟარაძე გავიდა.
პროპორციულ არჩევნებშიც ასევე ქართული ოცნება ლიდერობს. აღნიშნულმა
პარტიამ საერთო ხმების 52,79% მოიპოვა; მეორე ადგილზე 21,85 %-ით
ევროპული საქართველოა, ხოლო 12,75 %-ით მესამე ადგილზე
ნაციონალური მოძრაობა გავიდა.
21 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნებში გურჯაანის ოლქში ერთიან
სიაში რეგისტრირებული ამომრჩევლის რაოდენობა შეადგენს 52 717-ს,
არჩევნებში მონაწილეობა მიიღო 26 675-მა მათგანმა, რაც ჯამში
50,6%-ია.
გურჯაანის ოლქში მერობისთვის სულ 10 კანდიდატი იყო რეგისტრირებული.
მასალის გამოყენების პირობები