თეგი : ევროკავშირი
სტატიები

დღეს, 24 ივნისს გამართულ პრესკონფერენციაზე საქართველოში უკრაინის
ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა, ანდრეი კასიანოვმა განაცხადა, რომ
უკრაინისთვის კანდიდატის სტატუსი არა ავანსი, არამედ თავისუფლებისთვის
უკრაინის მრავალწლიანი ბრძოლის შედეგია.
17:17 / 24.06.2022

23 ივნისს ევროსაბჭომ საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის
ევროკავშირის წევრობის სტატუსთან დაკავშირებით გადაწყვეტილება
ბრიუსელში გამართულ სამიტზე მიიღო.
12:39 / 24.06.2022

დღეს, 24 ივნისს, 20:00 საათზე აქცია გაიმართება. ამის შესახებ
სამოქალაქო მოძრაობა „სირცხვილიას“ წარმომადგენელმა, შოთა
დიღმელაშვილმა ისაუბრა, მას შემდეგ, რაც აქციის - „შინ ევროპისკენ“
ორგანიზატორებმა ევროსაბჭოს გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ
ბრიფინგი გამართეს.
12:19 / 24.06.2022

ევროპარლამენტი მხარს უჭერს უკრაინისა და მოლდოვისთვის კანდიდატის
სტატუსის მინიჭებას, ხოლო საქართველოს შესახებ რეზოლუციაში ნათქვამია,
რომ აუცილებელი რეფორმების გატარების შემდეგ ისიც მიიღებს კანდიდატის
სტატუსს.
17:09 / 23.06.2022

დღეს, 23 ივნისს, გურჯაანის შოთა რუსთაველის სახელობის ბიბლიოთეკაში,
საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხზე
საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.
16:46 / 23.06.2022

ამერიკის შეერთებული შტატების ჰელსინკის კომისია ევროსაბჭოს
მოუწოდებს, რომ უკრაინას, მოლდოვასა და საქართველოს კანდიდატის
სტატუსი მიანიჭოს.
15:25 / 23.06.2022

პარტია "ლელოს" პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე, დეპუტატი დავით
უსუფაშვილი სამთავრობო პროგრამის შესრულების შესახებ
პრემიერ-მინისტრის ანგარიშის მოსმენისას პარლამენტის ტრიბუნიდან
სიტყვით გამოვიდა.
12:02 / 23.06.2022

პრემიერ-მინისტრის სამთავრობო პროგრამის შესრულების ანგარიშის
მოსმენაზე სიტყვით გამოსვლას "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი გიორგი
ვაშაძის გამოხმაურება მოჰყვა.
11:53 / 23.06.2022

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით,
პარტიის დამფუძნებელი, ბიძინა ივანიშვილი ოლიგარქი არ არის, რადგან
იგი არ ერთვება პოლიტიკასა და მედიის საქმიანობაში.
ირაკლი კობახიძის მტკიცებით, საქართველოში ოლიგარქები ნამდვილად არიან, თუმცა ოპოზიციაში.
ირაკლი კობახიძის მტკიცებით, საქართველოში ოლიგარქები ნამდვილად არიან, თუმცა ოპოზიციაში.
15:41 / 22.06.2022

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე საქართველოს ყოფილი
პრეზიდენტის მიერ ევროკავშირისთვის გადაცემული წერილის შეფასებისას
აცხადებს, რომ მსგავსი ქმედება იმ ადამიანის ქცევას ჰგავს, რომელსაც
შვილის გათხოვება სურს და ამბობს: „ ჩემი მახინჯი გოგო მოიყვანე
ცოლადო“. კობახიძის თქმით, ზუსტად ესაა მიზეზი იმისა, რომ მმართველი
პარტიის არცერთმა წევრმა წერილს ხელი არ მოაწერა.
15:25 / 22.06.2022