ვიაჩესლავ ვოლოდინი - საქართველოში რუსული კანონის მორიგი მხარდამჭერი მოსკოვიდან
საქართველოში რუსულ კანონს მხარდაჭერას ამჯერად რუსეთის სახელმწიფო დუმის სპიკერი, ვიაჩესლავ ვოლოდინი უცხადებს.

“საქართველოში ვნებები მძვინვარებს,” - წერს ტელეგრამ არხზე ვოლოდინი. აღსანიშნავია ისიც, რომ ამავე პოსტში ვოლოდინი ე.წ „აგენტების კანონს“ ფრანგულ კანონს ადარებს.

„უბრალოდ, პარიზში, თბილისისგან განსხვავებით, არ არის არც ქუჩის პროტესტი და არც ყვირილი აშშ-ისა და ევროკავშირის მხრიდან,“ - წერს რუსი პოლიტიკოსი.

ვოლოდინის თქმით, ე.წ “აგენტების კანონის” გარშემო ატეხილი პროტესტი მეტყველებს იმაზე, რომ “ვაშინგტონსა და ბრიუსელში მიიღეს გადაწყვეტილება საქართველოს ამჟამინდელი მთავრობის დამხობის შესახებ, რისთვისაც ფინანსები გამოყოფილია და კანონის მიღებამ, შესაძლოა, ჩაშალოს აღნიშნული გეგმები”.

დასავლელი პარტნიორების მიერ რუსული კანონის მიმართ უდიდესი კრიტიკისა და არაერთი გაფრთხილების პარალელურად, რუსი პოლიტიკოსები აქტიურად უჭერენ მხარს საქართველოს ამჟამინდელი მთავრობის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას ე.წ “აგენტების კანონთან” მიმართებით. 

ვიაჩესლავ ვოლოდინამდე საქართველოში რუსული კანონის მიღება რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანი, დმიტრი პესკოვი და უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, დმიტრი მედვედევი მოიწონეს. ორივე მათგანი, როგორც ვოლოდინი, აცხადებენ, რომ სამოქალაქო პროტესტი გარე ძალების მიერაა მოტივირებული.

დღეს, 18 აპრილს, საქართველოს პარლამენტის თავმჯომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ ფართომასშტაბიანმა სამდღიანმა პროტესტმა დაადასტურა კანონის მიღების აუცილებლობა. 

შეგახსენებთ, რომ პარლამენტმა, ხალხმრავალი საპროტესტო აქციებისა და დასავლელი პარტნოირების არაერთი გაფრთხილების მიუხედავად, რუსული კანონი გუშინ, 17 აპრილს, პირველი მოსმენით მიიღო. 83 მომხრე, 0-წინააღმდეგი - ასეთი იყო კენჭისყრის შედეგი. საპარლამენტო უმრავლესობის მიერ რუსული კანონის პირველი მოსმენით მიღების შემდგომ, საპროტესტო აქცია “კი ევროპას, არა რუსულ კანონს!” გაგრძელდა.

მოქალაქეებმა პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე შეკერება 19:00 საათიდან დაიწყეს. აქციას შეუერთდნენ სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტებიც. მომიტინტგეებმა მმართველ პარტიას ერთსაათიანი ვადა მისცეს კანონის გასაწვევად, რის შემდეგაც, მომიტინგეები მსვლელობით გადავიდნენ სამთავრობო ადმინისტრაციასთან ირაკლი კობახიძესთან შეხვედრის მოთხოვნით.

მომიტინგეების განცხადებით, აქციები რუსული კანონის წინააღმდეგ გაგრძელდება იქამდე, სანამ მთავრობა კანონს არ გაიწვევს.

| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google


მასალის გამოყენების პირობები

Без перевірок, дзвінків родичам та друзям взяти кредит в Україні пропонують мікрофінансові організації. Перегляньте ТОП компаній в списку.


Онлайн кредит дозволяє уникнути зайвих паперів та черг і саме тому кредит на карту є великим плюсом для сучасних людей. Оформлюйте в МФО.
deneme bonusu veren siteler
deneme bonusu veren siteler
deneme bonusu veren siteler deneme bonusu
1xbet MobilBetturkey GüncelBetist Mobiltrbetsupertotobet bonusbetrollerbetpionerMariobet Güncel GirişBahis.com girişTarafbet Giriş